საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • gf გაკ. 2 გვ. 4
  • ღმერთი საუკეთესო მეგობარია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთი საუკეთესო მეგობარია
  • შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • მსგავსი მასალა
  • თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება!
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს
    შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • როგორ შეგიძლია შეიძინო მეგობრები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
gf გაკ. 2 გვ. 4

გაკვეთილი 2

ღმერთი საუკეთესო მეგობარია

ქალი კითხულობს ბიბლიას

ღმერთთან დამეგობრება უკეთესია ყოველივე იმაზე, რაც კი ოდესმე გინატრია. ღმერთი გასწავლის, როგორ მიაღწიო ბედნიერებასა და უსაფრთხოებას; გაგათავისუფლებს ბევრი მცდარი შეხედულებისა და მავნე ჩვევებისგან. ის მოისმენს შენს ლოცვებს და დაგეხმარება, რომ გქონდეს შინაგანი სიმშვიდე და მტკიცე რწმენა (ფსალმუნი 70:5; 72:28). ღმერთი მხარს დაგიჭერს გაჭირვების დროს (ფსალმუნი 17:19). და ის გთავაზობს თავის „მადლს — მარადიულ სიცოცხლეს“ (რომაელთა 6:23).

ქალი შეხვდა ოჯახს, რომელიც ღმერთს დაუმეგობრდა

ღმერთთან დაახლოებით მის მეგობრებსაც დაუახლოვდები. ისინი შენი მეგობრებიც გახდებიან. სინამდვილეში, შენთვის და–ძმებივით იქნებიან და ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში დაგეხმარებიან. აგრეთვე მხარში ამოგიდგებიან და გაგამხნევებენ.

ჩვენ არა ვართ ღვთის თანასწორი. თუ ღმერთთან მეგობრობას ეძებ, მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გაიცნობიერო. ღმერთთან მეგობრობა თანასწორთან მეგობრობა არ არის. ის ჩვენზე ბევრად უფროსი, ბრძენი და ძლიერია. ღმერთი ჩვენი კანონიერი მმართველია. ასე რომ, თუ მასთან მეგობრობა გვსურს, უნდა მოვუსმინოთ და ვაკეთოთ ის, რასაც გვეუბნება. თუ ყოველთვის ასე მოვიქცევით, ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო (ესაია 48:18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება