საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • gf გაკ. 12 გვ. 20
  • რა ხდება სიკვდილის დროს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება სიკვდილის დროს?
  • შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
  • მსგავსი მასალა
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • უნდა გეშინოდეთ მიცვალებულების?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი!
gf გაკ. 12 გვ. 20

გაკვეთილი 12

რა ხდება სიკვდილის დროს?

სიკვდილი სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობაა. სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს (იოანე 11:11—14). მიცვალებულებს არ ესმით, ვერ ხედავენ, ვერ ლაპარაკობენ და ვერც ფიქრობენ (ეკლესიასტე 9:5, 10). ცრუ რელიგია ასწავლის, რომ მიცვალებულები სულიერ სამყაროში გადადიან და თავის წინაპრებთან ერთად ცხოვრობენ. ბიბლია ამას არ ასწავლის.

იესომ იაიროსის ქალიშვილი გააცოცხლა

მიცვალებულები ვერც დაგვეხმარებიან და ვერც ზიანს მოგვაყენებენ. ხალხი იცავს ტრადიციებს, მათ შორის მსხვერპლშეწირვას, რადგან სწამთ, რომ ამით ასიამოვნებენ მიცვალებულებს. ეს არ მოსწონს ღმერთს, იმიტომ რომ ყოველივე ამას სატანის სიცრუე უდევს საფუძვლად. ეს ვერც მიცვალებულებს მიანიჭებს კმაყოფილებას, ვინაიდან ისინი უსიცოცხლონი არიან. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მიცვალებულების და არ უნდა ვეთაყვანებოდეთ მათ. ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა ვცემდეთ თაყვანს (მათე 4:10).

მიცვალებულები ისევ იცოცხლებენ. იეჰოვა გამოაღვიძებს მიცვალებულებს, რომ იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე. ეს მომავალში მოხდება (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). ღმერთს შეუძლია მიცვალებულების გამოღვიძება ზუსტად ისევე, როგორც შენ შეგიძლია ადამიანის გაღვიძება (მარკოზი 5:22, 23, 41, 42).

წარმოდგენა იმის შესახებ, რომ არ დავიხოცებით, სატანა ეშმაკმა გაავრცელა. სატანა და მისი დემონები ხალხს აფიქრებინებენ, რომ მიცვალებულთა სულები ცოცხლობენ და ბევრის დაავადებებისა თუ სხვა პრობლემების მიზეზი ხდებიან. სატანას ზოგჯერ სიზმრებითა და ხილვებით შეჰყავს შეცდომაში ადამიანები. იეჰოვა მსჯავრს სდებს მათ, ვინც მიცვალებულებთან დალაპარაკებას ცდილობს (მეორე რჯული 18:10—12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება