საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp2 თ. 4 გვ. 42-47
  • სად არის ზღვარი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სად არის ზღვარი?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დაადგინეთ ზღვარი, რომელსაც არ გადახვალთ
  • სექსი ქორწინებამდე
    გამოიღვიძეთ! — 2013
  • რა ასაკიდან შეიძლება მყავდეს შეყვარებული?
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • დავიწყო ვინმესთან ურთიერთობა?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები პაემანზე სიარულს?
    ხშირად დასმული კითხვები
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
yp2 თ. 4 გვ. 42-47

თავი 4

სად არის ზღვარი?

სწორია თუ არასწორი . . .

შეყვარებულები საერთოდ არ უნდა შეეხონ ერთმანეთს.

□ სწორია

□ არასწორია

ბიჭმა და გოგომ შეიძლება შესცოდონ იმისდა მიუხედავად, ექნებათ თუ არა სქესობრივი კავშირი.

□ სწორია

□ არასწორია

ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელია ალერსი და ხვევნა-კოცნა.

□ სწორია

□ არასწორია

ამ თემაზე, ალბათ, ბევრი გიფიქრია. თუ შეყვარებული გყავს, შეიძლება ხანდახან ძნელი იყოს იმის განსაზღვრა, თუ სად არის ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო სიყვარულის გამოხატვის დროს. ახლა შევეხოთ ზემოთ მოხსენიებულ სამ საკითხს და ბიბლიის დახმარებით ერთად გავცეთ პასუხი კითხვას: სად არის ზღვარი?

● შეყვარებულები საერთოდ არ უნდა შეეხონ ერთმანეთს.

არასწორია. ბიბლია არ კრძალავს სიყვარულის სათანადოდ გამოხატვას. მასში მოთხრობილია ერთი შეყვარებული წყვილის, შულამელი გოგოსა და მწყემსი ბიჭის ისტორია. მათ იცოდნენ, სად იყო ზღვარი. თუმცა, როგორც ჩანს, დაქორწინებამდე ისინი ზომიერების ფარგლებში ეალერსებოდნენ ერთმანეთს (ქებათა ქება 1:2; 2:6; 8:5). დღესაც ზოგისთვის მისაღებია გარკვეულ ფარგლებში სიყვარულის ალერსით გამოხატვა იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად ფიქრობენ დაქორწინებაზეa.

თუმცა შეყვარებულებმა განსაკუთრებული წინდახედულობა უნდა გამოიჩინონ. კოცნა, ჩახუტება და მსგავსი აღმგზნები მოქმედება ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სქესობრივ უზნეობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეყვარებულებს წმინდა გრძნობები აქვთ, ისინი შეიძლება აჰყვნენ სურვილებს და უზნეობამდე მივიდნენ (კოლოსელები 3:5).

● ბიჭმა და გოგომ შეიძლება შესცოდონ იმისდა მიუხედავად, ექნებათ თუ არა სქესობრივი კავშირი.

სწორია. „სიძვად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვას („პორნია“) საკმაოდ ფართო მნიშვნელობა აქვს. მასში იგულისხმება დაუქორწინებლებს შორის ყოველგვარი სქესობრივი ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სასქესო ორგანოებზე ზემოქმედება. ასე რომ, „სიძვა“ მარტო სქესობრივი კავშირი არაა და მოიცავს პარტნიორის მასტურბაციას, ორალურ და ანალურ სექსს.

ბიბლია მარტო სიძვას არ გმობს. პავლე ამბობს: „ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის: სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა“. ის დასძენს: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21).

რა არის „უწმინდურება“? ბერძნული სიტყვა, რომელიც „უწმინდურებად“ არის ნათარგმნი, გულისხმობს ყოველგვარ უხამსობას, რაც შეიძლება მეტყველებასა თუ საქციელში გამოვლინდეს. უდავოდ უწმინდურებაა სხვისი ტანსაცმლის ქვეშ ხელის შეცურება, სხვისი გაშიშვლება ან ინტიმური ადგილების, მაგალითად მკერდის, ალერსი. ბიბლია მკერდის ფერებას მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთობის კონტექსტში მოიხსენიებს (იგავები 5:18, 19). ზოგი ახალგაზრდა მოურიდებლად არღვევს ღვთის ნორმებს. ისინი შეგნებულად გადადიან ზღვარს ან თავიანთი ვნებების დაკმაყოფილებას სხვადასხვა პარტნიორთან ცდილობენ.

ასეთი ახალგაზრდები შეიძლება მივიდნენ იქამდე, რასაც პავლემ „თავაშვებულობა“ უწოდა. „თავაშვებულობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს აღმაშფოთებელ და ზღვარგადასულ საქციელს, უსირცხვილობას, აღვირახსნილობას. გინდა, რომ შენც მიეკუთვნებოდე „ყველანაირად ზნედაცემულ“ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ‘თავაშვებულობას ეძლევიან, რათა უწმინდურება ჩაიდინონ ყოველგვარი გაუმაძღრობით’? (ეფესოელები 4:17—19).

● ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელია ალერსი და ხვევნა-კოცნა.

არასწორია. შეიძლება ზოგს განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ურთიერთობის განმტკიცება ნამდვილად არ არის დამოკიდებული ზღვარგადასულ ალერსსა და ხვევნა-კოცნაზე. პირიქით, ამან შეიძლება შეყვარებულებს ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა დააკარგვინოს. ლორა იხსენებს: „ერთხელ, როცა დედაჩემი სახლში არ იყო, ჩემმა შეყვარებულმა შემომიარა, ვითომ ტელევიზორის ყურება უნდოდა. თავიდან ხელზე მომკიდა ხელი. მერე ხელების ფათური დამიწყო. ვერაფერი ვუთხარი იმის შიშით, რომ გაბრაზდებოდა და დამტოვებდა“.

შენი აზრით, ლორაზე უფრო ფიქრობდა ის ბიჭი თუ თავისი სურვილების დაკმაყოფილებაზე? თუ ადამიანი უწმინდური საქციელისკენ გიბიძგებს, შეიძლება ამას ნამდვილი სიყვარული დაარქვა?

როცა ბიჭი გოგოს ქრისტიანული ნორმების წინააღმდეგ წასვლას აიძულებს, ის არღვევს ღვთის კანონს და ფასს უკარგავს ყველაფერს, რაც სიყვარულის დასამტკიცებლად აქვს ნათქვამი. თუ გოგო უარს არ ეუბნება, მას იმის ნებას რთავს, რომ როგორც უნდა, ისე გამოიყენოს. რაც უფრო სამწუხაროა, ამგვარად ის უწმინდურებამდე და, შესაძლოა, სიძვამდეც კი მიდისb (1 კორინთელები 6:9, 10).

დაადგინეთ ზღვარი, რომელსაც არ გადახვალთ

თუ შეყვარებული გყავს, რა უნდა გააკეთო, რომ გრძნობების გამოვლენისას მეტისმეტი არ მოგივიდეს? წინასწარ დაადგინეთ ზღვარი, რომელსაც არ გადახვალთ. იგავების 13:10-ში ნათქვამია: „მოთათბირეებთან . . . სიბრძნეა“. ესაუბრე შეყვარებულს იმაზე, თუ რა იქნება მისაღები და რა — არა. სახლში სახანძრო სიგნალიზაცია მანამდე უნდა დააყენო, სანამ ხანძარი გაჩნდება. ამ საკითხზეც მანამ უნდა ისაუბროთ, ვიდრე ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით.

ასეთ დელიკატურ თემაზე საუბარი შეიძლება რთული და ძალიან უხერხულიც კი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ. მაგრამ საზღვრების დადგენა თავიდან აგაცილებთ სერიოზულ პრობლემებს, რადგან საჭირო დროს „სიგნალიზაცია“ ჩაირთვება. ასეთ საკითხებზე საუბარი შეიძლება იმის მაჩვენებელიც იყოს, თუ როგორი მომავალი ექნება თქვენს ურთიერთობას. თავშეკავება, მოთმინება და ერთმანეთის ინტერესებზე ზრუნვა შეყვარებულებს ამზადებს საიმისოდ, რომ დაქორწინების შემდეგ მათ სრული ჰარმონია ჰქონდეთ ინტიმურ ურთიერთობაში (1 კორინთელები 7:3, 4).

ფაქტია, რომ ღვთის ნორმების დაცვა არ არის იოლი. მაგრამ ენდე იეჰოვას რჩევებს. ესაიას 48:17-ში ის გეუბნება: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“. იეჰოვას შენთვის მხოლოდ კარგი უნდა!

წაიკითხე დამატებითი მასალა პირველი ტომის 24-ე თავში.

მომდევნო თავში

არაფერია არანორმალური იმაში, თუ ჯერ არავისთან გქონია სექსი. თუ რატომ, წაიკითხე შემდეგი თავი.

[სქოლიოები]

a ზოგ ქვეყანაში უზრდელობად და მიუღებლად ითვლება, თუ შეყვარებულები სახალხოდ გამოხატავენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ქრისტიანებს სიფრთხილე მართებთ, რომ არავინ დააბრკოლონ (2 კორინთელები 6:3).

b ამ აბზაცში მოყვანილი აზრები ეხება როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„სიყვარული . . . უწესოდ არ იქცევა“ (1 კორინთელები 13:4, 5).

რჩევა

ერთმანეთს მეგობრების წრეში შეხვდით ან სთხოვეთ ვინმეს, რომ თქვენთან ერთად იყოს. ნუ გარისკავთ და ნუ განმარტოვდებით, მაგალითად გაჩერებულ მანქანაში ან სახლში.

იცოდი, რომ . . . ?

თუ დანიშნულები ხართ, საჭიროა ზოგიერთ ინტიმურ საკითხზე საუბარი. მაგრამ შეყვარებულის აღსაგზნებად გამიზნული საუბარი უწმინდურებაა, თუნდაც ეს ტელეფონით ან SMS-ებით ხდებოდეს.

რა უნდა გავაკეთო

უზნეობამდე რომ არ მივიდე ․․․․․

თუ შეყვარებული უწმინდურებისკენ მიბიძგებს ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● შეყვარებულთან ურთიერთობაში რა იქნება შენთვის მისაღები და რა — არა?

● რა განსხვავებაა სიძვას, უწმინდურებასა და თავაშვებულობას შორის?

[ჩანართი 46 გვერდზე]

„მე და ჩემი საქმრო ზნეობრივ სიწმინდეზე ბიბლიურ სტატიებს ვკითხულობთ. ეს გვეხმარება სუფთა სინდისის შენარჩუნებაში“ (ლეტიცია).

[ჩარჩო 44 გვერდზე]

როგორ მოვიქცე, თუ ზღვარს გადავედით?

როგორ უნდა მოიქცე, თუ არასწორ საქციელამდე მიხვედით? ნუ მოიტყუებ თავს და ნუ იფიქრებ, რომ პრობლემას მარტო გაუმკლავდები. ერთი ახალგაზრდა იხსენებს: „ვლოცულობდი, რომ ეს მეტჯერ აღარ მოგვსვლოდა. მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც ზედმეტი მოგვივიდა“. ასე რომ, დაელაპარაკე მშობლებს. გარდა ამისა, ბიბლია გვირჩევს, რომ ‘მოვუხმოთ კრების უხუცესებს’ (იაკობი 5:14). ეს გამოცდილი ქრისტიანები პრაქტიკულ რჩევებს მოგცემენ და დაგეხმარებიან, რომ დაიბრუნო ღმერთთან კარგი ურთიერთობა.

[სურათები 47 გვერდზე]

სახანძრო სიგნალიზაცია მანამდე უნდა დააყენო, სანამ ხანძარი გაჩნდება. გრძნობების გამოხატვას წინასწარ უნდა დაუდგინოთ ზღვარი, ვიდრე ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება