საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bm ნაწილი 3 გვ. 6
  • წარღვნას გადარჩენილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წარღვნას გადარჩენილები
  • რას გვამცნობს ბიბლია?
  • მსგავსი მასალა
  • „ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • წარღვნა — ვინ მოუსმინა ღმერთს და ვინ არა?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
რას გვამცნობს ბიბლია?
bm ნაწილი 3 გვ. 6
კიდობანი წყალზე ტივტივებს; კოკისპირულად წვიმს და წყლები თანდათან მატულობს

ნაწილი 3

წარღვნას გადარჩენილები

ღმერთი ანადგურებს ბოროტ ადამიანებს. ცოცხლები მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი რჩებიან.

ადამიანების გამრავლებასთან ერთად დედამიწაზე ცოდვამ და ბოროტებამ იმძლავრა. იმ დროს ენოქი ერთადერთი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს აფრთხილებდა, რომ ერთ დღესაც ღმერთი გაანადგურებდა ბოროტებს. მიუხედავად ამისა, ბოროტება უფრო ვრცელდებოდა და ხალხი უფრო ბოროტდებოდა. ზოგი ანგელოზი განუდგა იეჰოვას. ისინი ზეციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ, ადამიანის სახე მიიღეს და ცოლები შეირთეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. ასეთი არაბუნებრივი ურთიერთობის შედეგად მათ შეეძინათ ჰიბრიდული შთამომავლობა, ბუმბერაზები, რომლებსაც ნეფილიმები ეწოდათ. ამის გამო, ძალადობამ და სისხლისღვრამ კიდევ უფრო იმატა დედამიწაზე. ღმერთს გული ატკინა თავისი მიწიერი ქმნილებების ასეთმა გადაგვარებამ.

ენოქის სიკვდილის შემდეგ ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც არ ჰბაძავდა სხვებს ბოროტებაში. მას ნოე ერქვა. ის და მისი ოჯახის წევრები ღვთისმოსაწონად იქცეოდნენ. ამიტომ, როცა ღმერთმა ბოროტი ადამიანების განადგურება განიზრახა, ნოეს კიდობნის აშენება უბრძანა. მას მართკუთხა ფორმის, უზარმაზარი კიდობანი უნდა აეშენებინა, რათა მოსალოდნელი წარღვნის დროს თავისი ოჯახი და ცხოველები გადაერჩინა. ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უბრძანა. ის ათეულობით წელი აშენებდა კიდობანს და თან ‘სიმართლეს ქადაგებდა’ (2 პეტრე 2:5). ის ხალხს მოსალოდნელი წარღვნის შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ მას ყურს არავინ უგდებდა. მოვიდა დრო და ნოე და მისი ოჯახი ცხოველებთან ერთად კიდობანში შევიდნენ. ამის შემდეგ, ღმერთმა დახურა კიდობნის კარი და წვიმაც წამოვიდა.

ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, სანამ დედამიწა მთლიანად წყლით არ დაიფარა. ბოროტები დაიხოცნენ. თვეების შემდეგ, როცა წყლის დონემ დაიკლო, კიდობანი მთებზე გაჩერდა. ყველას, ვინც კიდობანში იყო, მთელი წელი მოუწია იქ ყოფნა, ვიდრე ხმელეთზე გადმოვიდოდნენ. მადლიერების ნიშნად ნოემ ღმერთს მსხვერპლი შესწირა. ღმერთი ნოესა და მის ოჯახს დაჰპირდა, რომ წარღვნით აღარ მოსპობდა ცოცხალ არსებებს. ამის დასტურად მან ცაზე ცისარტყელა გამოაჩინა.

წარღვნის შემდეგ ღმერთმა ადამიანებს ახალი მითითებები მისცა. ღმერთმა მათ ცხოველის ხორცის ჭამის ნება დართო, მაგრამ სისხლის ჭამა აუკრძალა. ღვთის მითითებისამებრ ნოეს შთამომავლები უნდა გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. მაგრამ ზოგი არ დაემორჩილა ღვთის ამ მითითებას. ნიმროდის თაოსნობით ხალხმა დაიწყო დიდი კოშკის მშენებლობა ბაბელში, იგივე ბაბილონში. ამგვარად, ისინი არ დაემორჩილნენ ღვთის ბრძანებას, მთელ დედამიწაზე დასახლებულიყვნენ. მაგრამ ღმერთმა მათ ენები აურია და ასე ჩაშალა მათი გეგმები. ისინი ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ, ამიტომ მიატოვეს მშენებლობა და მთელი დედამიწის ზურგზე გაიფანტნენ.

— დაბადება, თავები 6—11; იუდა 14, 15

  • როგორ გავრცელდა დედამიწაზე ბოროტება?

  • როგორ დაამტკიცა ნოემ, რომ ღვთის ერთგული იყო?

  • რა აუკრძალა ღმერთმა ადამიანებს წარღვნის შემდეგ?

ისინი ღმერთთან ერთად დადიოდნენ

ადამისა და ევას შთამომავალთა უმეტესობამ უარყო იეჰოვა. მაგრამ იყვნენ ღვთის ერთგული ადამიანებიც. მაგალითად, ადამისა და ევას ვაჟი აბელი. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ ენოქიცა და ნოეც ღმერთთან ერთად დადიოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იეჰოვას მოსაწონად ცხოვრობდნენ (დაბადება 5:22; 6:9). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მათ გარდა კიდევ მრავალმა ადამიანმა აირჩია ღმერთი თავის მმართველად.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება