-
რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 5
რა ატმოსფერო სუფევს იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე?
არგენტინა
სიერა-ლეონე
ბელგია
მალაიზია
ბევრმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული, რადგან ვერ მიიღეს მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები და ვერც ნუგეში პოვეს. მაშ, რატომ უნდა დაესწროთ ქრისტიანული კრების შეხვედრებს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ატარებენ? რა ატმოსფერო სუფევს იქ?
თქვენ სიხარულს პოვებთ მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში. პირველ საუკუნეში ქრისტიანები ატარებდნენ კრების შეხვედრებს, სადაც თაყვანს სცემდნენ ღმერთს, სწავლობდნენ წმინდა წერილებს და ამხნევებდნენ ერთმანეთს (ებრაელები 10:24, 25). მოსიყვარულე სულიერ და-ძმებთან, ნამდვილ მეგობრებთან, ერთად ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ (2 თესალონიკელები 1:3; 3 იოანე 14). ჩვენც ვბაძავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და მსგავს სიხარულს განვიცდით.
თქვენს კეთილდღეობას მოემსახურება, თუ ისწავლით ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. როგორც ბიბლიურ დროში, ისე დღესაც კაცები, ქალები და ბავშვები ერთად იკრიბებიან. დახელოვნებული მასწავლებლები ბიბლიის მეშვეობით გვიხსნიან, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში (კანონი 31:12; ნეემია 8:8). ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვაში და იმღეროს სამეფოს სიმღერები და ამგვარად თავისი იმედი გააცხადოს (ებრაელები 10:23).
რწმენას განიმტკიცებთ, თუ კრების შეხვედრებს დაესწრებით. მოციქულმა პავლემ ერთ-ერთ კრებას მისწერა: „ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა . . . რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომაელები 1:11, 12). კრების შეხვედრებზე რეგულარულად ვხვდებით თანამორწმუნეებს და ერთმანეთს ვაძლიერებთ. ეს შეხვედრები სტიმულს გვაძლევს, განვაგრძოთ ქრისტიანული გზით სვლა.
თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენი კრების შეხვედრას და საკუთარი თვალით ნახოთ, რა ატმოსფეროა გამეფებული. იქ გულთბილად მიგიღებენ. კრების შეხვედრებზე დასწრება უფასოა და არც ფულის აკრეფა ხდება.
ვის მაგალითს ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები, როცა კრების შეხვედრებს ატარებენ?
რატომ არის ჩვენთვისვე კარგი ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება?
-
-
რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 6
რატომ არის ჩვენთვის კარგი თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?
მადაგასკარი
ნორვეგია
ლიბანი
იტალია
იეჰოვას მოწმეებს გაუვალი ჯუნგლებიც რომ ედოთ გზად ან ზამთრის სუსხიან დღესაც რომ მოუწიოთ გარეთ გასვლა, მაინც რეგულარულად დაესწრებიან ქრისტიანული კრების შეხვედრებს. რატომ არ ზოგავენ ისინი თავს და თანამორწმუნეებთან ერთად იკრიბებიან, სხვადასხვა პრობლემებისა თუ დამქანცველი სამუშაო დღის მიუხედავად?
ეს ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. პავლემ კრების წევრებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანები ყოფილიყვნენ (ებრაელები 10:24). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „ყურადღებიანი“ ნიშნავს „სხვის კეთილდღეობაზე ფიქრს“, რაც თავისთავად ერთმანეთის გაცნობასაც გულისხმობს. პავლე მოციქულის სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდა დავინტერესდეთ სხვებით. თუ უკეთ გავიცნობთ სხვა ქრისტიანებს, დავინახავთ, რომ ზოგმა მათგანმა დაძლია ისეთი სირთულეები, როგორსაც თავად ვხვდებით. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და დაგვეხმარებიან, ჩვენც გავუმკლავდეთ მსგავს პრობლემებს.
ეს ხელს უწყობს ურყევ მეგობრობას. თანაქრისტიანები, რომლებთან ერთადაც ვიკრიბებით, უბრალო ნაცნობები კი არა, ჩვენი ახლო მეგობრები არიან. მათთან მხოლოდ კრების შეხვედრებზე კი არ გვაქვს ურთიერთობა, არამედ ერთადაც ვისვენებთ და სასიამოვნოდაც ვატარებთ დროს. შედეგად, უფრო ახლოს ვეცნობით და გვიყვარდება ერთმანეთი. ამიტომ, როცა ისინი პრობლემებს ხვდებიან, მზად ვართ, დავეხმაროთ, რადგან ჩვენი მეგობრები არიან (იგავები 17:17). ჩვენ კრების ყველა წევრთან გვაქვს ურთიერთობა და ამგვარად ვაჩვენებთ, რომ „თანაბრად ვზრუნავთ“ ერთმანეთზე (1 კორინთელები 12:25, 26).
თქვენც შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ მათ, ვინც ღვთის ნებას ასრულებს. ასეთ ადამიანებს იეჰოვას მოწმეთა შორის იპოვით. ამიტომ, ნუ შეწყვეტთ იეჰოვას ხალხთან ურთიერთობას რაიმე ხელის შემშლელი მიზეზის გამო.
რატომ არის ჩვენთვის კარგი კრების შეხვედრებზე თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?
როდის გეგმავთ, უფრო ახლოს გაიცნოთ იეჰოვას მოწმეთა კრების წევრები?
-
-
როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 7
როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები?
ახალი ზელანდია
იაპონია
უგანდა
ლიტვა
პირველი საუკუნის ქრისტიანები კრების შეხვედრებზე ღვთის განსადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ, ლოცულობდნენ, კითხულობდნენ და განიხილავდნენ წმინდა წერილებს. ასეთ შეხვედრებზე არანაირი რიტუალი არ სრულდებოდა (1 კორინთელები 14:26). დღეს ჩვენი კრების შეხვედრებიც მსგავსად ტარდება.
ბიბლიური დასწავლება. შაბათ-კვირას თითოეული კრება იკრიბება, რათა მოისმინოს 30-წუთიანი მოხსენება ბიბლიურ თემაზე. ამ მოხსენების დროს განხილული ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, თუ რა დროში ვცხოვრობთ და როგორ შეგვიძლია ბიბლიური რჩევების გამოყენება. მომხსენებელი მოუწოდებს აუდიტორიას, ამოკითხულ ბიბლიურ მუხლებს საკუთარ წიგნებში მიადევნონ თვალი. მოხსენების შემდეგ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა იწყება, რომელიც ერთ საათს გრძელდება. ამ შეხვედრის დროს კრების წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო სტატიის განხილვაში. ასეთი განხილვა გვეხმარება, ცხოვრებაში ბიბლიური რჩევებით ვიხელმძღვანელოთ. მთელ მსოფლიოში 110 000-ზე მეტ კრებაში ერთი და იგივე მასალა შეისწავლება.
ღვთის სიტყვის სწავლების უნარის დახვეწა. შუა კვირის შეხვედრას ჰქვია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“. კრების ეს შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგება და დაფუძნებულია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ ყოველთვიურ პროგრამაზე. პირველ ნაწილში, „ღვთის სიტყვის საუნჯე“, განვიხილავთ ბიბლიურ მონაკვეთებს, რომლებსაც წინასწარ ვკითხულობთ. მეორე ნაწილში, „გააუმჯობესე მსახურება“, წარმოდგენილია ინსცენირებები, რომლებიც გვეხმარება, გავხდეთ დახელოვნებული მქადაგებლები. შეხვედრის ზედამხედველი გამომსვლელებს საჭირო რჩევებს აძლევს, რათა უფრო დაიხვეწონ კითხვასა და საუბარში (1 ტიმოთე 4:13). პროგრამის ბოლო ნაწილში, „იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით“, ვსწავლობთ, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ნაწილში აგრეთვე კითხვა-პასუხებით განვიხილავთ მოცემულ მასალას, რაც გვეხმარება, გავიღრმავოთ ბიბლიური ცოდნა.
როდესაც ჩვენს შეხვედრებს დაესწრებით, შეუძლებელია, თქვენზე წარუშლელი კვალი არ დატოვოს იქ მოსმენილმა ბიბლიურმა სწავლებებმა (ესაია 54:13).
რის მოსმენა შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე?
კრების რომელ შეხვედრაზე ისურვებდით დასწრებას?
-
-
რატომ უნდა გვეცვას კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 8
რატომ უნდა გვეცვას კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად?
ისლანდია
მექსიკა
გვინეა-ბისაუ
ფილიპინები
ამ ილუსტრაციებზე, ალბათ, ხედავთ, რა მოხდენილად და მოკრძალებულად აცვიათ იეჰოვას მოწმეებს, როცა კრების შეხვედრებზე მიდიან. რატომ ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას ჩვენს ჩაცმულობასა და გარეგნობას?
ჩაცმულობით პატივს მივაგებთ ღმერთს. იეჰოვა გარეგნობის მიღმა ჩვენს შინაგან პიროვნებას ხედავს (1 სამუელი 16:7). მაგრამ, როდესაც მის თაყვანსაცემად ვიკრიბებით, გულწრფელად გვსურს, რომ პატივისცემა გამოვავლინოთ ღვთისა და თანაქრისტიანების მიმართ. სასამართლოში მოსამართლის წინაშე რომ მოგვიწიოს წარდგომა, უდავოა, დიდ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენს ჩაცმულობასა თუ გარეგნობას, რითაც პატივისცემას გამოვავლენთ მოსამართლის მიმართ. მსგავსად ამისა, კრების შეხვედრებზე ჩვენი ჩაცმულობითა და გარეგნობით პატივს უნდა მივაგებდეთ „დედამიწის მოსამართლეს“, იეჰოვა ღმერთს და ადგილს, სადაც თაყვანისცემის მიზნით ვიკრიბებით (დაბადება 18:25).
ჩაცმულობით ვაჩვენებთ, რა ფასეულობებით ვცხოვრობთ. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, შეიმოსონ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ (1 ტიმოთე 2:9, 10). მოკრძალებით შემოსვაში იგულისხმება ისეთ ტანსაცმელზე უარის თქმა, რომელიც ექსტრავაგანტული, გამომწვევი, ზედმეტად ამოღებული ან მოკლეა. აგრეთვე საღი აზროვნება გვეხმარება, არ ჩავიცვათ ზედმეტად განიერი ან ტანზე მოტმასნილი ტანსაცმელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიური პრინციპები მეტისმეტად ზღუდავს ქრისტიანებს და არ უტოვებს არჩევნის საშუალებას. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი მოხდენილი გარეგნობითა და გემოვნებით შერჩეული სამოსითაც „ვამკობთ ჩვენს მხსნელს“ და „განვადიდებთ ღმერთს“ (ტიტე 2:10; 1 პეტრე 2:12). თუ კრების შეხვედრებზე ლამაზად და მოკრძალებულად გვაცვია, გარკვეულწილად ამით სხვებს ვუქმნით წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ თაყვანისმცემლობას იწონებს იეჰოვა.
ნუ ჩაიცვამთ ისე, რომ სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე მისვლა მოგერიდოთ. აუცილებელი არაა, ჩვენი ტანსაცმელი ძვირადღირებული და მოდური იყოს. მთავარია, ჩვენი სამოსი სუფთა, მოკრძალებული და მოხდენილი იყოს.
რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს სამოსს, როცა ღმერთს ვცემთ თაყვანს?
რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მაშინ, როცა სამოსს, ვარცხნილობასა და მაკიაჟს ვირჩევთ?
-
-
როგორ უნდა მოვემზადოთ კრების შეხვედრებისთვის?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 9
როგორ უნდა მოვემზადოთ კრების შეხვედრებისთვის?
კამბოჯა
უკრაინა
თუ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმესთან ბიბლიას სწავლობთ, ალბათ, ცდილობთ, წინასწარ გადახედოთ შესასწავლ მასალას. თქვენთვისვე იქნება კარგი, თუ კრების შეხვედრებისთვისაც წინასწარ მოემზადებით. სასურველ მიზანს მაშინ მიაღწევთ, თუ კარგი განრიგი გექნებათ.
გადაწყვიტეთ, სად და როდის მოემზადებით კრების შეხვედრისთვის. დღის რომელ მონაკვეთში შეგიძლიათ უფრო ცინცხალი გონებით შეისწავლოთ მასალა? დილით ადრე, სამუშაოს დაწყებამდე თუ გვიან საღამოს, როცა ბავშვებს დააძინებთ? მაშინაც კი, თუ გიჭირთ რაიმეზე დიდხანს კონცენტრირება, წინასწარ განსაზღვრეთ, რამდენი ხანი შეგიძლიათ გამოუყოთ კითხვას ისე რომ, არაფერმა გაგიფანტოთ გონება. შეიქმენით მშვიდი ატმოსფერო და გამორთეთ რადიო, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი. შესწავლის დაწყებამდე ილოცეთ, რაც დაგეხმარებათ ყოველდღიურ საზრუნავზე კი არ იფიქროთ, არამედ კონცენტრირება ღვთის სიტყვაზე მოახდინოთ (ფილიპელები 4:6, 7).
მოამზადეთ განსახილველი მასალა და კომენტარები. თავდაპირველად გაიგეთ, რა არის შესასწავლი მასალის დედააზრი. დაფიქრდით სტატიის სათაურზე, აგრეთვე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თითოეული ქვესათაური თემას. დააკვირდით ილუსტრაციებს და გასამეორებელ კითხვებს, რომლებიც ხაზს უსვამს ძირითად აზრებს. შემდეგ წაიკითხეთ თითოეული აბზაცი და მოძებნეთ პასუხი აბზაცის ბოლოს დასმულ კითხვაზე. წაიკითხეთ მითითებული ბიბლიური მუხლები და დაფიქრდით, როგორ უკავშირდება ისინი განსახილველ მასალას (საქმეები 17:11). როდესაც კითხვაზე პასუხს იპოვით, აბზაცში მოცემული მთავარი სიტყვები ან ფრაზები გახაზეთ, რაც პასუხს გაგახსენებთ. კრების შეხვედრაზე კი შეგიძლიათ აიწიოთ ხელი და საკუთარი სიტყვებით გააკეთოთ მოკლე კომენტარი.
თუ ყოველი კრების შეხვედრისთვის წინასწარ მოამზადებთ სხვადასხვა მასალას, თქვენი „ბიბლიური ცოდნის საგანძურს“ ახალ-ახალი აზრებით შეავსებთ (მათე 13:51, 52).
როგორი განრიგი უნდა შეადგინოთ, კრების შეხვედრებისთვის რომ მოემზადოთ?
როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ კომენტარები კრების შეხვედრებისთვის?
-
-
რა არის ოჯახური თაყვანისცემა?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 10
რა არის ოჯახური თაყვანისცემა?
სამხრეთი კორეა
ბრაზილია
ავსტრალია
გვინეა
უძველესი დროიდან მოყოლებული იეჰოვას სურვილი იყო, რომ ოჯახის წევრებს ერთად გაეტარებინათ დრო, რათა მასთან ახლო ურთიერთობა განევითარებინათ და სულიერად გაძლიერებულიყვნენ (კანონი 6:6, 7). სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები გამოყოფენ კვირის ერთ-ერთ დღეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის; ისინი მშვიდ გარემოში განიხილავენ ბიბლიურ საკითხებს, რომელიც აქტუალურია მათი ოჯახისთვის. მაშინაც კი, თუ მარტო ცხოვრობთ, შეგიძლიათ ეს დრო ბიბლიის შესწავლას დაუთმოთ და ღვთის სიტყვიდან რომელიმე საკითხი შეისწავლოთ.
ოჯახური თაყვანისცემა გვაახლოებს იეჰოვასთან. „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ჩვენ უკეთ ვეცნობით იეჰოვას, როცა ბიბლიის ფურცლებიდან უფრო მეტს ვიგებთ მისი თვისებებისა და საქმეების შესახებ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება რომ გაგიადვილდეთ, თავიდან ერთად იკითხეთ ხმამაღლა ბიბლია, მაგალითად, „ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ შეხვედრის გეგმის მიხედვით. ამ მონაკვეთის წაკითხვაში ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია რიგრიგობით მიიღოს მონაწილეობა და შემდეგ ერთად განიხილონ, რა ისწავლეს წაკითხული მონაკვეთიდან.
ოჯახური თაყვანისცემა ოჯახის წევრებს აახლოებს ერთმანეთთან. მეუღლეები, მშობლები და შვილები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, როცა ბიბლიას ერთად სწავლობენ. ოჯახის წევრები მოუთმენლად უნდა ელოდნენ ოჯახური თაყვანისცემის საღამოს. ოჯახური თაყვანისცემა მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. მშობლებმა შესასწავლი მასალა შვილების ასაკის მიხედვით უნდა შეარჩიონ; მაგალითად, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სხვადასხვა რუბრიკით ან გამოიყენონ ვებ-გვერდზე jw.org მოცემული ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ სირთულეებზე, რომლებსაც ბავშვები ხვდებიან სკოლაში და ერთად მოძებნოთ გამოსავალი. მაგალითად, ერთად უყურეთ JW მაუწყებლობას (tv.jw.org) და შემდეგ ერთად იმსჯელეთ. აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ სიმღერები, რომლებიც მიმდინარე კვირის კრების შეხვედრებზე შესრულდება; ბოლოს კი, ოჯახური თაყვანისცემის შემდეგ, ერთად ივახშმოთ.
თუ კვირის ერთ-ერთ დღეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის გამოყოფთ, ეს თქვენი ოჯახის თითოეულ წევრს დაეხმარება, სიამოვნება პოვოს ღვთის სიტყვაში; ღმერთი კი სანაცვლოდ უხვად აკურთხებს თქვენს ძალისხმევას (ფსალმუნი 1:1—3).
რატომ უნდა გამოყოთ დრო ოჯახური თაყვანისცემისთვის?
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შესწავლა სასიამოვნო იყოს ოჯახის თითოეული წევრისთვის?
-
-
რატომ ვესწრებით კონგრესებს?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 11
რატომ ვესწრებით კონგრესებს?
მექსიკა
გერმანია
ბოტსვანა
ნიკარაგუა
იტალია
რატომ არის ეს ხალხი ასე ბედნიერი? ისინი ერთ-ერთ ჩვენს კონგრესს ესწრებიან. ძველი დროის ღვთის მსახურთა მსგავსად, რომლებიც წელიწადში სამჯერ უნდა შეკრებილიყვნენ, ჩვენც მოუთმენლად ველით ასეთ შეხვედრებზე დასწრებას (კანონი 16:16). წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სამი დიდი შეხვედრა. ესენია: ორი ერთდღიანი სარაიონო კონგრესი და სამდღიანი რეგიონული კონგრესი. რა მიზანს ემსახურება ეს კონგრესები?
კონგრესები აძლიერებს ქრისტიანულ საძმოს. ისრაელების მსგავსად, რომლებიც „შეკრებილ ხალხში“ სიხარულით განადიდებდნენ იეჰოვას, ჩვენც სიხარულით ვცემთ მას თაყვანს და-ძმებთან ერთად კონგრესებზე (ფსალმუნი 26:12; 111:1). ასეთ შეხვედრებზე საშუალება გვეძლევა, შევხვდეთ თანამორწმუნეებს სხვა კრებებიდან და სხვა ქვეყნებიდანაც კი. შუადღით ერთად ვსადილობთ კონგრესის ჩატარების ადგილზე, რაც ამ სულიერ ღონისძიებებზე მეგობრული ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს (საქმეები 2:42). ამ კონგრესებზე იმ უდიდესი სიყვარულის მოწმენი ვხდებით, რომელიც მსოფლიოში „მთელ საძმოს“ ერთ მუშტად კრავს (1 პეტრე 2:17).
კონგრესები სულიერ ზრდაში გვეხმარება. ძველად ისრაელები ერთად იკრიბებოდნენ, რათა ღვთის კანონის ახსნა მოესმინათ (ნეემია 8:8, 12). ჩვენც დიდად ვაფასებთ იმას, რომ კონგრესებზე ბიბლიურ რჩევა-დარიგებას ვიღებთ. პროგრამის თითოეული ნაწილი ბიბლიაზეა დაფუძნებული. წარმოდგენილი ცალკეული მოხსენებებიდან თუ მოხსენებათა სერიებიდან, აგრეთვე რეალური შემთხვევების ინსცენირებებიდან ვსწავლობთ, თუ როგორ შევასრულოთ ღვთის ნება. გარდა ამისა, გვამხნევებს იმ და-ძმების შემთხვევების მოსმენაც, რომლებმაც თავი გაართვეს სირთულეებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე. რეგიონულ კონგრესებზე კოსტიუმირებული დრამები სცენაზე აცოცხლებს ბიბლიურ ეპიზოდებს და გვიჩვენებს, თუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დღეს ძველი დროის მაგალითებიდან. მათ, ვისაც სურს, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლოს, თითოეულ კონგრესზე ამის შესაძლებლობა ეძლევა.
რატომ არის კონგრესები სასიხარულო მოვლენა ქრისტიანის ცხოვრებაში?
რაში შეიძლება დაგეხმაროთ კონგრესზე დასწრება?
-
-
როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 12
როგორ ეწევა ორგანიზება სამქადაგებლო საქმიანობას?
ესპანეთი
ბელორუსია
ჰონკონგი
პერუ
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მაგრამ როგორ შესრულდებოდა ეს საქმე ამხელა მასშტაბით? ამას მხოლოდ მაშინ შეძლებდნენ ქრისტიანები, თუ იესოს ნაკვალევს გაჰყვებოდნენ და იქადაგებდნენ (ლუკა 8:1).
ჩვენ სახლებში ვაკითხავთ ადამიანებს. იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, სასიხარულო ცნობა კარდაკარ ექადაგათ (მათე 10:11—13; საქმეები 5:42; 20:20). პირველ საუკუნეში მქადაგებლებს სხვადასხვა ტერიტორიაზე აგზავნიდნენ საქადაგებლად (მათე 10:5, 6; 2 კორინთელები 10:13). დღესაც ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობას ორგანიზება ეწევა და თითოეულ კრებას თავისი სამქადაგებლო ტერიტორია აქვს გამოყოფილი. ეს საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ იესოს დავალება: „ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქმეები 10:42).
ჩვენ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას და ყველგან ვქადაგებთ. იესო არ ერიდებოდა ისეთ ადგილებში ქადაგებას, სადაც ხალხი იყრიდა თავს. მაგალითად, ის ქადაგებდა ზღვის სანაპიროზე და ჭასთან. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას (მარკოზი 4:1; იოანე 4:5—15). ჩვენც ვესაუბრებით ადამიანებს ყველგან, სადაც შევხვდებით, იქნება ეს ქუჩებში, დაწესებულებებსა თუ სკვერებში; ვქადაგებთ ტელეფონითაც. როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა, ვესაუბრებით მეზობლებს, თანამშრომლებს, თანაკლასელებსა და ნათესავებს. სწორედ ასეთი მსახურების შედეგად, დღეს უკვე მთელი დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანმა მოისმინა ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობა (ფსალმუნი 96:2).
ხომ არ გაგახსენდათ ვინმე, ვისაც დიდი სიამოვნებით გაუზიარებდით ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? გიფიქრიათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ცნობას მათთვის? ნუ იფიქრებთ მხოლოდ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება მალე გაუზიარეთ ეს იმედი სხვებსაც!
რა არის „სასიხარულო ცნობა“, რომელიც უნდა ვიქადაგოთ?
როგორ ჰბაძავენ იეჰოვას მოწმეები იესოს მსახურებაში?
-
-
ვინ არიან პიონერები?ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 13
ვინ არიან პიონერები?
კანადა
კარდაკარ მსახურება
ბიბლიის შესწავლა
პირადი შესწავლა
სიტყვა „პიონერი“ ხშირად იმ ადამიანთან მიმართებით გამოიყენება, რომელიც ცხოვრების ამა თუ იმ სფეროსა თუ დარგში გზას უკვალავს სხვებს. იესო ნამდვილად თავისი საქმის პიონერი იყო, რადგან მოევლინა დედამიწას, იქადაგა და ამგვარად გზა გაუკვალა კაცობრიობას გადარჩენისკენ (მათე 20:28). დღეს მისი მიმდევრები ჰბაძავენ მას და მოწაფეების მომზადების საქმეს რაც შეიძლება მეტ დროს უთმობენ (მათე 28:19, 20). ზოგიერთ მათგანს საშუალება აქვს, მონაწილეობა მიიღოს მსახურების იმ სფეროში, რომელსაც პიონერულ მსახურებას ვუწოდებთ.
პიონერი სრული დროით მქადაგებელია. იეჰოვას თითოეული მოწმე სასიხარულო ცნობის მაუწყებელია. ზოგმა კი ისე დაგეგმა თავისი ცხოვრება, რომ პიონერად მსახურობს ანუ ყოველთვიურად 70 საათს უთმობს სამქადაგებლო საქმეს. პიონერობა რომ შეძლონ, ამ მაუწყებელთაგან ბევრი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. სხვები კი სპეციალურ პიონერებად ინიშნებიან იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა და თვის მანძილზე 130 ან უფრო მეტ საათს უთმობენ ქადაგებას. პიონერები კმაყოფილდებიან მცირედით, და სჯერათ, რომ აუცილებელზე იეჰოვა იზრუნებს (მათე 6:31—33; 1 ტიმოთე 6:6—8). ისინი კი, ვისაც მდგომარეობა არ უწყობთ ხელს, რომ სრული დროით მქადაგებლები იყვნენ, დამხმარე პიონერებად მსახურობენ და თვეში 30 ან 50 საათს ქადაგებენ.
პიონერებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავთ ქადაგებისკენ. იესოს მსგავსად, ჩვენც ვხედავთ, რომ დღეს ხალხი სულიერად შიმშილობს (მარკოზი 6:34). მაგრამ ჩვენ გვაქვს ცნობა, რომელიც დღესვე ჰგვრის შვებას ადამიანებს და გულში მომავლის მტკიცე იმედს უსახავს. პიონერებს მოყვასის სიყვარული აღძრავს, არ დაიშურონ დრო და ძალ-ღონე, რათა სხვებს სულიერად დაეხმარონ (მათე 22:39; 1 თესალონიკელები 2:8). შედეგად მათი რწმენა მტკიცდება, ისინი უახლოვდებიან ღმერთს და დიდ სიხარულს გრძნობენ (საქმეები 20:35).
ვინ არიან პიონერები?
რა აღძრავს ზოგს, სრული დროით იქადაგოს?
-
-
სკოლები პიონერებისთვისვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
-
-
გაკვეთილი 14
სკოლები პიონერებისთვის
შეერთებული შტატები
სკოლა გალაადი, პატერსონი, ნიუ-იორკი
პანამა
იეჰოვას მოწმეები უკვე დიდი ხანია, რაც თეოკრატიულ განათლებას იღებენ. ისინი, ვინც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას სრული დროით ქადაგებენ, გადიან სპეციალურ დასწავლებას, რათა „ყოველმხრივ შეასრულონ“ თავიანთი მსახურება (2 ტიმოთე 4:5).
პიონერული მსახურების სკოლა. პიონერებს, რომლებმაც უკვე ერთი წელი სრული დროით იმსახურეს, შეუძლიათ ექვსდღიანი სკოლის გავლა, რომელიც მათთვის უახლოეს სამეფო დარბაზში ჩატარდება. ამ სკოლის მიზანია, დაეხმაროს პიონერებს მსახურების ნებისმიერ სფეროში უფრო დახელოვნებულნი გახდნენ, უფრო დაუახლოვდნენ იეჰოვას და გააგრძელონ ერთგულად მსახურება.
სამეფოს მახარობელთა სკოლა. ამ ორთვიან სკოლას გადიან გამოცდილი პიონერები, რომლებიც მზად არიან დატოვონ თავიანთი სახლები და გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი საჭიროებაა. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“. ამგვარად ჰბაძავენ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ მქადაგებელს, იესო ქრისტეს (ესაია 6:8; იოანე 7:29). ასეთი მსახურება მოითხოვს, შეეგუონ ცხოვრების ახალ და უბრალო წესს. მათ აგრეთვე შეიძლება მოუწიოთ ახალ კულტურასთან, კლიმატთან და საკვებთან შეგუება. შესაძლოა, ახალი ენის შესწავლაც დასჭირდეთ. ეს სკოლა ეხმარება 23-დან 65 წლამდე დაუქორწინებელ და-ძმებსა თუ დაქორწინებულ წყვილებს, განივითარონ სულიერი თვისებები და უნარი, რომლებიც დაეხმარება მათ, ახალ დანიშნულებაში სრულად მოემსახურონ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას.
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“. ებრაული სიტყვა „გალაადი“ ნიშნავს „მოწმობის გროვას“. 1943 წლიდან მოყოლებული 8 000-ზე მეტი მისიონერი, რომლებმაც სკოლა „გალაადი“ გაიარეს, წარმატებით ქადაგებს „დედამიწის კიდით-კიდემდე“ (საქმეები 13:47). მაგალითად, როდესაც მისიონერები პირველად ჩავიდნენ პერუში, იქ ერთი კრებაც არ იყო, ახლა კი 1 000-ზე მეტი კრებაა. როდესაც მისიონერებმა იაპონიაში დაიწყეს მსახურება, ქვეყანაში ათი მოწმეც კი არ იყო, დღეს მათი რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. „გალაადის“ სკოლის ხუთთვიანი კურსის განმავლობაში სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ ღვთის სიტყვას. ამ სკოლის გასავლელად იწვევენ მათ, ვინც სპეციალურ პიონერებად, მისიონერებად, ბეთელელებად ან სარაიონო ზედამხედველებად მსახურობენ. სკოლის მიზანია მსოფლიო სამქადაგებლო საქმის წინ წაწევა.
რა არის პიონერული მსახურების სკოლის მიზანი?
ვის შეუძლია სამეფოს მახარობელთა სკოლის გავლა?
-