საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 7 ნაწ. 1-4
  • როგორ უნდა აღზარდოთ შვილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ უნდა აღზარდოთ შვილი
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. გაუადვილეთ შვილებს თქვენთან საუბარი
  • 2. შეეცადეთ გაიგოთ, რას დგას მათი სიტყვების მიღმა
  • 3. მშობლებო, იყავით ერთსულოვანი
  • 4. შეიმუშავეთ აღზრდის მეთოდები
  • სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • სულიერად მტკიცე ოჯახის აშენება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 7 ნაწ. 1-4
მამა-შვილი ერთად აკეთებს ველოსიპედს.

ნაწილი 7

როგორ უნდა აღზარდოთ შვილი

„გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს“ (კანონი 6:6, 7).

იეჰოვა ღმერთმა, როდესაც ოჯახს დასაბამი მისცა, შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა მშობლებს დააკისრა (კოლოსელები 3:20). მშობლებო, თქვენი მოვალეობაა, შვილი ღვთის მოყვარულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად აღზარდოთ (2 ტიმოთე 1:5; 3:15). თქვენი პასუხისმგებლობაა, გაიგოთ, რაზე ფიქრობს და რა ინტერესები აქვს თქვენს შვილს. გახსოვდეთ, რომ შვილის აღზრდაში თქვენი მაგალითიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ გსურთ, ღვთის სიტყვა შვილის გულამდე მიიტანოთ, უპირველესად თავად უნდა გიყვარდეთ ის მთელი გულით (ფსალმუნი 40:8).

1. გაუადვილეთ შვილებს თქვენთან საუბარი

ბიბლიის თვალსაზრისი: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას“ (იაკობი 1:19). ცხადია, გსურთ, რომ შვილი თქვენთან თავს თავისუფლად გრძნობდეს და უადვილდებოდეს თქვენთან საუბარი. შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის მზად ხართ მათ მოსასმენად. შექმენით მშვიდი გარემო, რათა მათ ადვილად გაგანდონ გულისნადები (იაკობი 3:18). თუ მკაცრი ან კრიტიკული იქნებით შვილების მიმართ, შესაძლოა ისინი საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტონ. ამიტომ, როცა რამეს გულახდილად გიყვებიან, მოთმინების ძაფი ნუ გაგიწყდებათ; ხშირად დაარწმუნეთ შვილები სიყვარულში (მათე 3:17; 1 კორინთელები 8:1).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • მზად იყავით, შვილებს მოუსმინოთ, როცა ისინი თქვენთან საუბარს მოისურვებენ.

  • მხოლოდ მაშინ ნუ დაელაპარაკებით შვილებს, როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრება. ყოველთვის გამონახეთ დრო მათთან სასაუბროდ.

2. შეეცადეთ გაიგოთ, რას დგას მათი სიტყვების მიღმა

ბიბლიის თვალსაზრისი: „ვინც საქმეში გამჭრიახობას იჩენს, წარმატებას მიაღწევს“ (იგავები 16:20). ზოგჯერ იმისათვის, რომ გაიგოთ, სინამდვილეში რას გრძნობენ თქვენი შვილები, საჭიროა, მათი სიტყვების მიღმა გაიხედოთ. ზოგადად, ახალგაზრდებს სჩვევიათ რაღაცის გაზვიადება და ხშირად იმას ამბობენ, რასაც არ გულისხმობენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება“ (იგავები 18:13). ასე რომ, სწრაფად ნუ განაწყენდებით (იგავები 19:11).

დედა მძაფრად რეაგირებს შვილის ნათქვამზე.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შვილმა რაც არ უნდა გითხრათ, საუბარს ნუ შეაწყვეტინებთ და მწვავე რეაქცია ნუ გექნებათ.

  • გაიხსენეთ, მათ ასაკში თქვენ რა გრძნობები გეუფლებოდათ და რას ანიჭებდით მნიშვნელობას.

3. მშობლებო, იყავით ერთსულოვანი

ბიბლიის თვალსაზრისი: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ“ (იგავები 1:8). იეჰოვამ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა ორივე მშობელს დააკისრა. მშობლებო, ასწავლეთ შვილებს, რომ პატივი გცენ და დაგემორჩილონ (ეფესოელები 6:1—3). ბავშვები კარგად ხვდებიან, როცა მშობლებს ერთი აზრი არა აქვთ რაღაც საკითხზე (1 კორინთელები 1:10). თუ რამეში ერთმანეთს არ ეთანხმებით, აჯობებს, თქვენი აზრი ბავშვების თანდასწრებით არ გამოხატოთ, რადგან ამით შეიძლება პატივისცემა დაკარგოთ მათ თვალში.

მამა შვილს ცალკე აძლევს შენიშვნას; მისი ძმა და დედა მეორე ოთახში არიან.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ერთად იმსჯელეთ და შეთანხმდით, შვილთან მიმართებით რა აღმზრდელობით ზომებს მიმართავთ.

  • შეეცადეთ, გაუგოთ მეუღლეს, თუ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს.

4. შეიმუშავეთ აღზრდის მეთოდები

ბიბლიის თვალსაზრისი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“ (იგავები 22:6). ბავშვი რომ სწორად აღზარდოთ, წინასწარ უნდა შეიმუშაოთ აღზრდის მეთოდები. იმაზეც უნდა შეთანხმდეთ, რა მეთოდს მიმართავთ შვილის დასასჯელად (ფსალმუნი 127:4). ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა, რომელიც „დასჯად“ ითარგმნა, შვილისთვის იმის დანახვებასაც გულისხმობს, თუ რა დგას ამა თუ იმ წესის მიღმა (იგავები 28:7; 29:17). მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვას სიტყვა და დაეხმარეთ, ჩასწვდნენ მასში მოცემულ პრინციპებს (ფსალმუნი 1:2). ამრიგად, შვილებს სინდისს გაუწაფავთ და სწორისა და არასწორის გარჩევას ასწავლით (ებრაელები 5:14).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • დაეხმარეთ შვილებს, რომ ღმერთი რეალურ და სანდო პიროვნებად აღიქვან.

  • დაეხმარეთ მათ, ამოიცნონ და თავიდან აირიდონ ის საფრთხეები, რაც ინტერნეტსა თუ სოციალურ ქსელებში იმალება. ასწავლეთ, როგორ დაიცვან თავი სექსუალური მოძალადეებისგან.

მშობლები თავიანთ პატარა ბიჭს, სანამ მოინათლება იეჰოვას მსახურებას ასწავლიან.

„ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“

იეჰოვა დაგიფასებთ შრომას

მშობლებო, თქვენ განსაკუთრებული დავალება გაქვთ — ბავშვებს უნდა ასწავლოთ, როგორი ღმერთია იეჰოვა (ეფესოელები 6:4). ღმერთს ესმის, რომ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა; თუ შვილს ღვთიური პრინციპებით აღზრდით, ამით იეჰოვასაც განადიდებთ და თავადაც დიდ სიხარულს იგრძნობთ (იგავები 23:24).

დაფიქრდით:

  • რა უნდა გავაკეთო, რომ შვილი ნებისმიერ თემაზე თავისუფლად მესაუბროს?

  • როგორ წამადგება სხვა მშობლების გამოცდილება შვილების აღზრდაში?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება