საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hf ნაწილი 9 ნაწ. 1-2
  • მთელმა ოჯახმა განადიდეთ იეჰოვა!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მთელმა ოჯახმა განადიდეთ იეჰოვა!
  • თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • 1. გაიღრმავეთ იეჰოვასთან ურთიერთობა
  • 2. ერთად იკვლიეთ ღვთის სიტყვა
  • დახმარება ოჯახებისთვის
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • რა არის ოჯახური თაყვანისცემა?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
  • ოჯახთან ერთად თაყვანისცემა — როგორ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!
hf ნაწილი 9 ნაწ. 1-2
ცოლ-ქმარი ერთად იკვლევს ბიბლიას.

ნაწილი 9

მთელმა ოჯახმა განადიდეთ იეჰოვა!

„თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს“ (გამოცხადება 14:7).

ამ ბროშურაში ჩაწერილი ბიბლიური პრინციპები დიდ დახმარებას გაგიწევთ როგორც თქვენ, ისე თქვენს ოჯახს. იეჰოვა ღმერთს თქვენი ბედნიერება სურს. ის გპირდებათ, რომ, თუ მისადმი თაყვანისცემას უმთავრეს ადგილს დაუთმობთ, აუცილებელს არ მოგაკლებთ (მათე 6:33). ღმერთს სურს, რომ დაუმეგობრდეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ღმერთი თქვენი მეგობარი გახდეს. ღმერთთან მეგობრობას ამქვეყნად ვერაფერი შეედრება (მათე 22:37, 38).

1. გაიღრმავეთ იეჰოვასთან ურთიერთობა

ცოლ-ქმარი ერთად ქადაგებს.

ბიბლიის თვალსაზრისი: იეჰოვა ამბობს: „მე ვიქნები თქვენი მამა, თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით“ (2 კორინთელები 6:18). ღმერთს თქვენთან დამეგობრება სურს. ღმერთთან დაახლოების ერთ-ერთი საშუალება ლოცვაა. იეჰოვა მოგვიწოდებს: „განუწყვეტლივ ილოცეთ!“ (1 თესალონიკელები 5:17). მას მთელი გულით სურს, რომ თქვენი ფიქრები და საწუხარი გაუზიაროთ (ფილიპელები 4:6). როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად ლოცულობთ, ისინი ხედავენ, რომ ღმერთი თქვენთვის რეალური პიროვნებაა.

ღმერთს მხოლოდ კი არ უნდა ესაუბროთ, არამედ უნდა მოუსმინოთ კიდეც. იეჰოვას მოვუსმენთ, თუ შევისწავლით მის სიტყვასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს (ფსალმუნი 1:1, 2). იფიქრეთ ნასწავლზე (ფსალმუნი 77:11, 12). ღვთის მოსმენაში ისიც იგულისხმება, რომ ყოველთვის დაესწროთ კრების შეხვედრებს (ფსალმუნი 122:1—4).

ღმერთთან ურთიერთობის გასაღრმავებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საშუალება სხვებთან მის შესახებ საუბარია. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას, მით უფრო დაუახლოვდებით ღმერთს (მათე 28:19, 20).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველდღე გამოყავით დრო ბიბლიის კითხვისა და ლოცვისთვის.

  • გართობასა და დასვენებაზე წინ სულიერი საქმეები დააყენეთ.

2. ერთად იკვლიეთ ღვთის სიტყვა

მამა ემზადება ოჯახური შესწავლისთვის, შემდეგ კი მთელი ოჯახი სიამოვნებით იკვლევს ღვთის სიტყვას.

ბიბლიის თვალსაზრისი: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის გამოყავით კონკრეტული დრო და მიჰყევით დასახულ გეგმას (დაბადება 18:19). თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა აჩვენებდეს, რომ ღვთის მსახურები ვართ. დაეხმარეთ ოჯახის წევრებს ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებაში, რასაც იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ღმერთზე ესაუბრებით მათ „სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7). მიზნად დაისახეთ, რომ მიჰბაძოთ იესო ნავეს ძეს, რომელმაც თქვა: „მე და ჩემი სახლეულობა იეჰოვას ვემსახურებით!“ (იესო ნავეს ძე 24:15).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შეიმუშავეთ ისეთი სასწავლო პროგრამა, რომელშიც ოჯახის თითოეული წევრის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

დედა უკითხავს თავის პატარა ბიჭს; ოჯახი დგამს ბიბლიურ დრამას; მამა ასწავლის თავის ქალიშვილს.

იეჰოვას ბედნიერი მსახურები

იეჰოვას თაყვანისცემას არაფერი შეედრება. ღმერთს ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ოჯახთან ერთად მთელი გულით ემსახურებით მას. ამრიგად, იეჰოვასადმი სიყვარული უფრო გაგიღრმავდებათ და მისი მიბაძვის სურვილიც გაგიძლიერდებათ (მარკოზი 12:30; ეფესოელები 5:1). როცა ოჯახში უმთავრესი ადგილი უკავია ღმერთს, ოჯახური კვანძები ძლიერდება (ეკლესიასტე 4:12; ესაია 48:17). თქვენს ოჯახს ბედნიერება არასოდეს მოაკლდება, რადგან თქვენ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გაკურთხათ! (კანონი 12:7).

დაფიქრდით:

  • ბოლოს როდის ვილოცეთ ერთად მე და ჩემმა მეუღლემ?

  • რა საკითხი შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ოჯახური თაყვანისცემის დროს, რომ თითოეულ ჩვენგანს იეჰოვასადმი რწმენა გაგვიღრმავდეს?

ოჯახისთავებო!

  • ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ გაგიცდეთ ოჯახური თაყვანისცემა.

  • წინასწარ უთხარით ოჯახის წევრებს, რას განიხილავთ, რომ ისინიც მოემზადონ.

  • იზრუნეთ იმაზე, რომ ოჯახის თითოეული წევრი ესწრებოდეს თაყვანისცემის პროგრამას.

  • შექმენით მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება