საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ნაწილი I ქრისტიანული სწავლებები
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
    • კითხვები მონათვლის მსურველთათვის

      ნაწილი I ქრისტიანული სწავლებები

      ბიბლიურ ჭეშმარიტებას იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დროს გაეცანი. ნასწავლმა იეჰოვასთან დაგაახლოვა და ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი მოგცა. ღვთის სიტყვისადმი რწმენა განგიმტკიცდა და ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობამ მრავალი კურთხევა მოგიტანა. შენ საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის ხალხს (ზაქ. 8:23).

      ნათლობამდე კრების უხუცესებთან ერთად უნდა იმსჯელო ქვემოთ მოცემულ ძირითად ბიბლიურ სწავლებებზე (ებრ. 6:1—3). დაე კვლავაც აკურთხოს იეჰოვამ შენი მცდელობა მასთან დასაახლოებლად და მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოოს! (იოან. 17:3).

      1. რატომ გსურს მონათვლა?

      2. ვინ არის იეჰოვა?

      • „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე; მის გარდა სხვა არავინაა“ (კან. 4:39).

      • „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმ. 83:18).

      3. რატომაა მნიშვნელოვანი ღვთის სახელის გამოყენება?

      • «ამიტომ ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათ. 6:9).

      • „ყველა, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომ. 10:13).

      4. როგორ აღწერს ბიბლია იეჰოვას?

      • „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა, ცისა და დედამიწის შემოქმედისგან“ (ფსალმ. 121:2).

      • „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9).

      • „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8).

      5. რისი გაღება შეგიძლია იეჰოვასთვის?

      • „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30).

      • „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკ. 4:8).

      6. რატომ გსურს, უერთგულო იეჰოვას?

      • „შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11).

      7. ვის მიმართავ ლოცვით და ვისი სახელით ლოცულობ?

      • „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუკი რამეს სთხოვთ მამას ჩემი [იესოს] სახელით, ის მოგცემთ“ (იოან. 16:23).

      8. რის შესახებ შეგიძლია ილოცო?

      • «ამიტომ ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს. დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“» (მათ. 6:9—13).

      • „დარწმუნებულნი ვართ, რომ, რაც არ უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14).

      9. რა შემთხვევაში არ ისმენს იეჰოვა ლოცვას?

      • „მაშინ საშველად მოუხმობენ იეჰოვას, მაგრამ ის არ უპასუხებს მათ . . . მათი ბოროტი საქმეების გამო“ (მიქ. 3:4).

      • „რადგან იეჰოვას თვალი მართლებისკენ აქვს მიპყრობილი და ყური — მათი ვედრებისკენ, ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა“ (1 პეტ. 3:12).

      10. ვინ არის იესო ქრისტე?

      • «სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“» (მათ. 16:16).

      11. რატომ მოევლინა იესო დედამიწას?

      • „არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და სიცოცხლე გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათ. 20:28).

      • «იესომ კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“» (ლუკ. 4:43).

      12. როგორ უნდა გამოხატო მადლიერება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის?

      • „ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ მისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:15).

      13. რა ძალაუფლება აქვს იესოს?

      • „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათ. 28:18).

      • „ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ (ფილ. 2:9).

      14. გჯერა, რომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო იესოს მიერ დანიშნული „ერთგული და გონიერი მონაა“?

      • „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მისცეს საზრდო მის შინაურებს?“ (მათ. 24:45).

      15. პიროვნებაა წმინდა სული?

      • «ანგელოზმა მიუგო: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიცავს. ამიტომ ის, ვინც დაიბადება, წმინდად, ღვთის ძედ, იქნება წოდებული“» (ლუკ. 1:35).

      • „ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13).

      16. როგორ იყენებს იეჰოვა წმინდა სულს?

      • „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგის მონაბერით — ყოველივე მასში არსებული“ (ფსალმ. 33:6).

      • „თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).

      • „წმინდა წერილების არცერთი წინასწარმეტყველება არ ეფუძნება ვინმეს ნააზრევს, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:20, 21).

      17. რა არის ღვთის სამეფო?

      • „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დან. 2:44).

      18. რას მოგვიტანს ღვთის სამეფოს მმართველობა?

      • „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:4).

      19. რა გარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო მალე მოგვიტანს კურთხევებს?

      • «როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ იესომ მიუგო: „ . . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას . . . იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“» (მათ. 24:3, 4, 7, 14).

      • „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს“ (2 ტიმ. 3:1—5).

      20. რით ცხადყოფ, რომ ღვთის სამეფოს შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია?

      • „ამიტომ, უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33).

      • «იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“» (მათ. 16:24).

      21. ვინ არიან სატანა და დემონები?

      • „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ . . . ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოან. 8:44).

      • „გადმოაგდეს დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, გადმოაგდეს დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს“ (გამოცხ. 12:9).

      22. რაში დასდო ბრალი სატანამ იეჰოვას და რაში დაადანაშაულა მისი თაყვანისმცემლები?

      • «ქალმა გველს მიუგო: „ბაღის ხეთა ნაყოფი შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა, არ შეჭამოთ, არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო“. გველმა ქალს უთხრა: „არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“» (დაბ. 3:2—5).

      • «სატანამ იეჰოვას მიუგო: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ — სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“» (იობ. 2:4).

      23. რით დაამტკიცებ სატანის ბრალდებების სიცრუეს?

      • „მთელი გულითა და სულით ემსახურე მას [ღმერთს]“ (1 მატ. 28:9).

      • „სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ ღმერთს!“ (იობ. 27:5).

      24. რატომ კვდება ადამიანი?

      • „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12).

      25. რა მდგომარეობაში არიან გარდაცვლილები?

      • „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5).

      26. რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

      • „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქ. 24:15).

      27. რამდენი ადამიანი იმეფებს ზეცაში იესოსთან ერთად?

      • „გავიხედე და დავინახე, რომ კრავი სიონის მთაზე იდგა და მასთან ერთად იყო 144 000, რომლებსაც შუბლებზე მისი სახელი და მისი მამის სახელი ეწერათ“ (გამოცხ. 14:1).

  • ნაწილი II ქრისტიანული ცხოვრება
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
    • კითხვები მონათვლის მსურველთათვის

      ნაწილი II ქრისტიანული ცხოვრება

      ბიბლიის შესწავლის პროცესში შენ გაეცანი იეჰოვას მოთხოვნებს და გაიგე, რა უნდა გააკეთო, რომ შეესაბამებოდე ამ მოთხოვნებს. ბიბლიური ცოდნის წყალობით შენ შეიცვალე აზროვნება და ცხოვრების წესი. შენ უკვე ცხოვრობ იეჰოვას მოთხოვნების თანახმად და ქადაგებ კიდეც სასიხარულო ცნობას.

      ქვემოთ მოცემულ კითხვებზე მსჯელობა დაგეხმარება, გულსა და გონებაში ჩაიბეჭდო იეჰოვას მოთხოვნები და შეიხსენო, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მისი მოსაწონი მსახური იყო. ამ განხილვიდან იმასაც დაინახავ, რამდენად მნიშვნელოვანია, ყველაფერი სუფთა სინდისით აკეთო იეჰოვას სადიდებლად (2 კორ. 1:12; 1 ტიმ. 1:19; 1 პეტ. 3:16, 21).

      ბიბლიის შესწავლა დაგეხმარა, რომ დამორჩილებოდი იეჰოვას, როგორც უზენაეს ხელისუფალს, და გაერთიანებულიყავი მის ორგანიზაციაში. ქვემოთ მოცემული კითხვები და ბიბლიური მუხლები დაგეხმარება იმის შემოწმებაში, რამდენად კარგად გესმის მორჩილების საკითხი, იქნება ეს კრებაში, ოჯახში თუ ხელისუფლებასთან მიმართებით. გარდა ამისა, შენ უფრო მეტად დააფასებ იმას, რასაც იეჰოვა თავისი ხალხის განათლებისა და სულიერი განმტკიცებისთვის აკეთებს. საამისოდ ერთ-ერთი საშუალება კრების შეხვედრაა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უნდა დაესწრო და მონაწილეობაც მიიღო პროგრამაში.

      ამ ნაწილში ყურადღება იმაზეც გამახვილდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო საქმეში, გავაცნოთ ხალხს იეჰოვა და გავაგებინოთ, თუ რას აკეთებს ის ადამიანებისთვის (მათ. 24:14; 28:19, 20). ეს ნაწილი უკეთ დაგანახვებს, რომ იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და მონათვლა ძალიან მნიშვნელოვანია. გჯეროდეს, რომ იეჰოვა აფასებს შენ მიერ მადლიერების ნიშნად გადადგმულ ამ ნაბიჯს.

      1. როგორია ღვთის თვალსაზრისი ქორწინებაზე? რომელია გაყრის ერთადერთი ბიბლიური საფუძველი?

      • „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა და თქვა, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიანო? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ . . . თუ ქმარი ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის გამო, და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:4—6, 9).

      2. რატომ უნდა იყოს ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული? არის თუ არა თქვენი ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული?

      • „კვლავაც შეახსენე ძმებს, მოუსმინონ და დაემორჩილონ მთავრობებსა და ხელისუფლებებს“ (ტიტ. 3:1).

      • „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და სარეცელი — შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრ. 13:4).

      3. რა პასუხისმგებლობა გაკისრია ოჯახში?

      • „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ“ (იგავ. 1:8).

      • „ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი . . . ქმრებო, ისე გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:23, 25).

      • „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფეს. 6:4).

      • „ბავშვებო, ყველაფერში დაუჯერეთ მშობლებს, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“ (კოლ. 3:20).

      • „ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს“ (1 პეტ. 3:1).

      4. რატომ უნდა დავაფასოთ სიცოცხლე?

      • „[ღმერთი] აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს . . . მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“ (საქ. 17:25, 28).

      5. რატომ არ უნდა ხელვყოთ ადამიანის, მათ შორის არშობილი ბავშვის სიცოცხლე?

      • „თუ კაცები იჩხუბებენ და ზიანს მიაყენებენ ორსულ ქალს . . . [და] უბედურება დატრიალდება, უნდა ზღოს სიცოცხლე სიცოცხლით“ (გამ. 21:22, 23).

      • „შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ჩემი სხეულის ნაწილები უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არცერთი მათგანი არ არსებობდა“ (ფსალმ. 139:16).

      • „სძულს იეჰოვას . . . უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავ. 6:16, 17).

      6. რა მითითება მოგვცა ღმერთმა სისხლთან დაკავშირებით?

      • „მოერიდოთ . . . სისხლს, დამხრჩვალს“ (საქ. 15:29).

      7. რატომ უნდა გვიყვარდეს და-ძმები?

      • „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი! ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35).

      8. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით: ა) რატომ უნდა შეიკავოს თავი დაინფიცირებულმა ადამიანმა სითბოს გამოხატვისგან, ჩახუტებისა თუ კოცნისგან? ბ) რატომ არ უნდა ეწყინოს დაინფიცირებულ ადამიანს, თუ მას სტუმრად არ დაპატიჟებენ? გ) რატომ უნდა აიღოს სისხლის ანალიზი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებამდე მან, ვისაც ინფექციური დაავადება აღმოაჩნდა? დ) რატომ უნდა შეატყობინოს დაინფიცირებულმა ადამიანმა თავისი დაავადების შესახებ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს ნათლობამდე?

      • „არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა . . . მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს. ვისაც უყვარს, ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“ (რომ. 13:8—10).

      • „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4).

      9. რატომ მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან, რომ ვაპატიოთ სხვებს?

      • „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).

      10. როგორ უნდა მოიქცე, თუ თანამორწმუნის მხრიდან ცილისწამების ან თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდები?

      • „თუ შენი ძმა შესცოდავს, წადი და ამხილე, როცა მარტონი იქნებით. თუ მოგისმენს, შეგიძენია შენი ძმა. თუ არ მოგისმენს, წაიყოლე ერთი ან ორი სხვა, ორი ან სამი მოწმის პირით რომ დამტკიცდეს ყველაფერი. თუ არც მათ მოუსმენს, კრებას უთხარი და, თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და მებაჟე“ (მათ. 18:15—17).

      11. როგორია იეჰოვას დამოკიდებულება ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდვების მიმართ?

      ▪ სექსუალური უზნეობა

      ▪ კერპთაყვანისმცემლობა

      ▪ ჰომოსექსუალიზმი

      ▪ ქურდობა

      ▪ აზარტული თამაშები

      ▪ ლოთობა

      • „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს!“ (1 კორ. 6:9, 10).

      12. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის პოზიცია სექსუალურ უზნეობასთან დაკავშირებით?

      • „ნუ ჩაიდენთ გარყვნილებას!“ (1 კორ. 6:18).

      13. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ დამოკიდებულების გამომწვევი ან გამაბრუებელი საშუალებები არასამედიცინო მიზნით?

      • „გევედრებით, რომ უძღვნათ მას თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, მისთვის მოსაწონ მსხვერპლად, ანუ გააზრებულად ემსახუროთ მას. ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (რომ. 12:1, 2).

      14. რომელია ღვთისთვის მიუღებელი სპირიტული საქმეები?

      • „არ იყოს თქვენ შორის . . . მარჩიელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მკითხავს, და არც მკვდართა გამომკითხველი“ (კან. 18:10, 11).

      15. რა უნდა გააკეთოს მძიმე ცოდვის ჩამდენმა, თუ იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენა სურს?

      • „ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს. ვთქვი, ვაღიარებ-მეთქი ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“ (ფსალმ. 32:5).

      • „ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მისთვის — ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს ავადმყოფს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15).

      16. რა უნდა გააკეთო, თუ იცი, რომ თანამორწმუნემ მძიმე ცოდვა ჩაიდინა?

      • „თუ ვინმე დანაშაულს შეესწრება, მოწმე იქნება ან შეიტყობს დანაშაულის შესახებ და მოისმენს საჯარო მოწოდებას, რომ მოწმედ გამოვიდეს, მაგრამ არ გამოვა, ეს ცოდვად ჩაეთვლება მას და პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“ (ლევ. 5:1).

      17. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მის მიმართ, ვის შესახებაც გამოცხადდება, რომ იეჰოვას მოწმე აღარ არის?

      • „აღარ იქონიოთ ურთიერთობა მასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილ ცხოვრებას ეწევა, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია; ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორ. 5:11).

      • „თუ ვინმე მოდის თქვენთან და ამ მოძღვრებას არ გიქადაგებთ, ნურც სახლში მიიღებთ და ნურც მიესალმებით“ (2 იოან. 10).

      18. რატომ უნდა იმეგობრო მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს?

      • „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20).

      • „ნუ მოტყუვდებით! ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).

      19. რატომ არიან იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურად ნეიტრალურები?

      • „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე [იესო] არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16).

      20. რატომ უნდა დაემორჩილო ხელისუფლებას?

      • „ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფლებებს ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (რომ. 13:1).

      21. როგორ მოიქცევი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიერ დადგენილი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ღვთის კანონთან?

      • „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29).

      22. რომელი ბიბლიური მუხლები დაგეხმარება ისეთი სამუშაოს არჩევაში, რომ ქვეყნიერების ნაწილი არ გახდე?

      • „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (მიქ. 4:3).

      • „გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, რომ მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისთვის გამოტანილი სასჯელი დაიტეხოთ“ (გამოცხ. 18:4).

      23. როგორი გართობა უნდა აირჩიო და როგორ გართობაზე უნდა თქვა უარი?

      • „სძულს მას [იეჰოვას] ძალადობის მოყვარული“ (ფსალმ. 11:5).

      • „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთე შეიყვარეთ“ (რომ. 12:9).

      • „ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც ყურადსაღებია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილ. 4:8).

      24. რატომ არ სცემენ თაყვანს იეჰოვას მოწმეები ღმერთს სხვა რელიგიურ მიმდინარეობებთან ერთად?

      • „შეუძლებელია, იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც“ (1 კორ. 10:21).

      • „გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით, და მე მიგიღებთ თქვენ“ (2 კორ. 6:17).

      25. რომელი პრინციპები დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, აღნიშნო თუ არა ესა თუ ის დღესასწაული?

      • „შეერივნენ სხვა ერებს და მათ კვალს გაჰყვნენ. ემსახურებოდნენ მათ კერპებს და ეს მახედ ექცათ“ (ფსალმ. 106:35, 36).

      • „მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლ. 9:5).

      • „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არ ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16).

      • „ისიც გეყოფათ, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ლოთობას, ღრეობას, უზომო სმასა და საძულველ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტ. 4:3).

      26. რომელი ბიბლიური შემთხვევები დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, აღნიშნო თუ არა დაბადების დღე?

      • „მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო. მან ნადიმი გაუმართა ყველა მსახურს; მოიყვანა მწდეთუხუცესიც და მეპურეთუხუცესიც. მწდეთუხუცესი თავის ადგილზე დააბრუნა . . . მეპურეთუხუცესი კი ძელზე ჩამოკიდა“ (დაბ. 40:20—22).

      • «ჰეროდეს დაბადების დღეზე ჰეროდიას ქალიშვილმა იცეკვა და ისე ასიამოვნა ჰეროდეს, რომ მან შეჰფიცა, რასაც მთხოვ, ყველაფერს მოგცემო. მაშინ დედისგან წაქეზებულმა ქალიშვილმა უთხრა: „ლანგრით მომიტანონ იოანე ნათლისმცემლის თავი!“ . . . გაგზავნა ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის» (მათ. 14:6—8, 10).

      27. რატომ უნდა დაემორჩილო უხუცესებს?

      • „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17).

      28. რატომ უნდა გამოყოთ შენ და შენმა ოჯახმა დრო ბიბლიის რეგულარულად კითხვისა და კვლევისთვის?

      • „იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ. იქნება ის წყლის ნაკადებთან დარგულ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და მისი ფოთლები არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:2, 3).

      29. რატომ ესწრები კრების შეხვედრებს და რატომ მონაწილეობ კრების პროგრამაში?

      • „ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში მოგიძღვნი ქებას“ (ფსალმ. 22:22).

      • „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით, პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).

      30. რომელია ის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც იესომ დაგვავალა?

      • „ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20).

      31. როცა შესაწირავს ვიღებთ სამეფოს საქმისთვის ან როცა და-ძმებს ვეხმარებით, როგორი განწყობა უნდა გვქონდეს, რომ იეჰოვას გული გავუხაროთ?

      • „პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია“ (იგავ. 3:9).

      • „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, და არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:7).

      32. რა სირთულეებია გარდაუვალი ქრისტიანებისთვის?

      • „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო. ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ“ (მათ. 5:10—12).

      33. რატომ თვლი დიდ პატივად, რომ მოინათლო და იეჰოვას მოწმე გახდე?

      • „შენმა სიტყვამ გამამხიარულა და გამახარა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!“ (იერ. 15:16).

  • დასკვნითი განხილვა მონათვლის მსურველებთან
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
    • დასკვნითი განხილვა მონათვლის მსურველებთან

      მონათვლის მსურველები, როგორც წესი, იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე ინათლებიან. მათთვის განკუთვნილი მოხსენების დასასრულს მომხსენებელი სთხოვს მონათვლის მსურველებს, რომ ფეხზე წამოდგნენ და ხმამაღლა უპასუხონ შემდეგ ორ კითხვას:

      1. მოინანიე ცოდვები, მიუძღვენი თავი იეჰოვას და გწამს, რომ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით გვიხსნის?

      2. გესმის, რომ ნათლობით იეჰოვას მოწმე ხდები და იეჰოვას ორგანიზაციას უერთდები?

      ამ კითხვებზე გაცემული დადებითი პასუხები იმის მაჩვენებელია, რომ მონათვლის მსურველები „სახალხოდ აღიარებენ“, რომ ქრისტეს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს და საჯაროდ ადასტურებენ, რომ იეჰოვას მიუძღვნეს თავიანთი სიცოცხლე (რომ. 10:9, 10). მონათვლის მსურველებმა წინასწარ უნდა იფიქრონ ამ კითხვებზე და ილოცონ, რათა გააზრებულად უპასუხონ.

      მიუძღვენი თავი იეჰოვას ლოცვაში და დაჰპირდი, რომ მხოლოდ მისი თაყვანისმცემელი იქნები და შენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მისი ნების შესრულება იქნება?

      დარწმუნებული ხარ, რომ უკვე მზად ხარ მოსანათლავად?

      როგორ უნდა გეცვას ნათლობის დროს? (1 ტიმ. 2:9, 10; იოან. 15:19; ფილ. 1:10).

      ჩვენ, როგორც ღვთისმოშიშ ქრისტიანებს, „მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული“ ტანსაცმელი უნდა გვეცვას. მონათვლის მსურველებს არ უნდა ეცვათ ზედმეტად ღია საცურაო კოსტიუმი ან წარწერებიანი სამოსი. მათ უნდა ეცვათ სუფთად, მოწესრიგებულად და ამ მოვლენის შესაფერისად. როგორ უნდა იქცეოდეს მონათვლის მსურველი ნათლობისას? (ლუკ. 3:21, 22).

      იესომ თავისი ნათლობით იმის მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნათლობის მსურველი. მას ესმოდა, რომ ნათლობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც მის განწყობასა და მოქმედებაში გამოჩნდა. იქ, სადაც ნათლობა ტარდება, შეუფერებელია ლაზღანდარობა, ცურვა ან ისეთი საქციელი, რომელიც ამ მოვლენის მნიშვნელობას გააუბრალოებდა. ახალმონათლული არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც გამარჯვებულებს სჩვევიათ. ნათლობა სასიხარულო მოვლენაა და სიხარულის გამოხატვა ამ მოვლენის შესაფერისად უნდა ხდებოდეს.

      როგორ დაგეხმარება კრების შეხვედრები და და-ძმებთან ურთიერთობა იეჰოვასადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებაში?

      რატომაა აუცილებელი, რომ ნათლობის შემდეგაც რეგულარულად ჩაიტარო პირადი შესწავლა და აქტიური მონაწილეობა მიიღო მსახურებაში?

      მითითებები უხუცესებისთვის

      როცა მოუნათლავი მაუწყებელი უხუცესებს შეგატყობინებთ, რომ სურს მონათვლა, წაახალისეთ, რომ დაკვირვებით წაიკითხოს 185—207-ე გვერდებზე მოცემული „კითხვები მონათვლის მსურველთათვის“. ყურადღება გაუმახვილეთ 182-ე გვერდზე მოცემული დანართის ნაწილზე — „მოუნათლავ მაუწყებელს“, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა მოემზადოს ის უხუცესებთან გასაუბრებისთვის. როგორც იქ არის აღნიშნული, მონათვლის მსურველს შეუძლია გამოიყენოს ჩანაწერები და წიგნიც გადაშლილი ჰქონდეს. საჭირო არ არის, რომ უხუცესებთან შეხვედრამდე მასთან ვინმემ განიხილოს კითხვები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება