საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა არის ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 31-ე გაკვეთილი — ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, იეჰოვას წინაშე დგას.

      31-ე გაკვეთილი

      რა არის ღვთის სამეფო?

      ბიბლიას მთავარ თემად ღვთის სამეფო გასდევს. იეჰოვა სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. მაგრამ ჩნდება შემდეგი კითხვები: რა არის ღვთის სამეფო? საიდან ვიცით, რომ ის უკვე მმართველობს? ახლა რას აკეთებს ეს სამეფო და რას გააკეთებს მომავალში? ამ კითხვებზე პასუხებს ამ და მომდევნო ორი გაკვეთილიდან მივიღებთ.

      1. რა არის ღვთის სამეფო და ვინ არის მისი მეფე?

      ღვთის სამეფო იეჰოვას მიერ ზეცაში დაარსებული ხელისუფლებაა და მისი მეფე იესო ქრისტეა (მათე 4:17; იოანე 18:36). ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „მარადიულად იმეფებს იგი“ (ლუკა 1:32, 33). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, იესო მთელ დედამიწაზე იმმართველებს.

      2. ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?

      იესოს თანამმართველები ეყოლება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან . . . იქნებიან დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10). რამდენი თანამმართველი ეყოლება ქრისტეს? მართალია, იესოს დედამიწაზე მსახურების შემდეგ მილიონობით ადამიანი გახდა მისი მიმდევარი, მაგრამ ყველა არ იქნება მისი თანამმართველი. იესოსთან ერთად რომ იმეფონ, დედამიწიდან ზეცაში მხოლოდ 144 000 ადამიანი წავა (წაიკითხეთ გამოცხადების 14:1—4). რაც შეეხება იესოს სხვა მიმდევრებს, ისინი დედამიწაზე მისი სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან (ფსალმუნი 37:29).

      3. რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?

      მაშინაც კი, თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს ხალხისთვის, ყველაფრის ძალა მაინც არ შესწევს. ადრე თუ გვიან, მათ სხვები შეცვლიან, რომლებსაც შეიძლება ხალხის კეთილდღეობა ნაკლებად აფიქრებდეთ. მაგრამ ღვთის სამეფოს მეფეს, იესოს, არავინ შეცვლის. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა დააარსა „სამეფო, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44). იესო მთელ დედამიწაზე იმეფებს და ყველას მიმართ მიუკერძოებელი იქნება. ის მოსიყვარულე, კეთილი და სამართლიანია და თავის ქვეშევრდომებსაც ასწავლის, რომ ერთმანეთს ასე მოექცნენ (წაიკითხეთ ესაიას 11:9).

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, რატომაა ღვთის სამეფო საუკეთესო ხელისუფლება.

      ტახტზე მჯდომი იესო ქრისტე ზეციდან მმართველობს. მის უკან თანამმართველები სხედან. მათ თავს იეჰოვას ტახტიდან ნათელი დანათის.

      4. ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს

      იესო ქრისტე ყველა იმ მმართველზე დიდ ძალაუფლებას ფლობს, რომლებსაც კი ოდესმე უმმართველიათ. წაიკითხეთ მათეს 28:18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • ამ მუხლიდან გამომდინარე, რა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი იესოსა და სხვა მმართველებს შორის?

      ჩვეულებრივ, მთავრობები ხშირად იცვლებიან, თანაც მათი ძალაუფლება მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის სამეფოზე? წაიკითხეთ დანიელის 7:14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • რატომაა კარგი, რომ „[ღვთის] სამეფო არ დაიქცევა“?

      • რატომაა კარგი, რომ ის მთელ დედამიწაზე იმმართველებს?

      5. ყველა სხვა მთავრობა შეიცვლება

      რატომ უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ ყველა სხვა მთავრობა? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      ვიდეო: „რა არის ღვთის სამეფო?“ (ნაწყვეტი) (1:41)

      • რა მოჰყვა შედეგად ადამიანთა მმართველობას?

      წაიკითხეთ ეკლესიასტეს 8:9 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • თქვენი აზრით, უნდა შეცვალოს ღვთის სამეფომ სხვა მთავრობები? ახსენით.

      6. ღვთის სამეფოს მმართველებს ესმით ჩვენი

      იესოს, ჩვენს მეფეს, შეუძლია „გაგვიგოს, თუ რა სისუსტეს ვებრძვით“, რადგან თავადაც იყო ადამიანი (ებრაელები 4:15). გარდა ამისა, იესოს 144 000 თანამმართველი, ღვთის ერთგული ქალები და კაცები, იეჰოვამ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ შეარჩია (გამოცხადება 5:9).

      • მანუგეშებელია თქვენთვის იმის ცოდნა, რომ იესომ და მისმა თანამმართველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს, იყო ადამიანი? რატომ ფიქრობთ ასე?

      სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები სულით ცხებული მამაკაცები და ქალები

      იეჰოვამ იესოს თანამმართველებად სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები აირჩია.

      7. ღვთის სამეფოს მიერ დადგენილი კანონები საუკეთესოა

      როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. ღვთის სამეფოსაც აქვს დადგენილი კანონები თავისი მოქალაქეებისთვის. წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • თქვენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო, როცა ყველა ღვთის ნორმებისa თანახმად იცხოვრებს?

      • თქვენი აზრით, სამართლიანად მოელის იეჰოვა სამეფოს ქვეშევრდომებისგან, რომ დაემორჩილებიან მის კანონებს? ახსენით.

      • საიდან ჩანს, რომ მათ, ვინც არ ემორჩილებიან ამ კანონებს, შეუძლიათ, შეიცვალონ? (იხილეთ მე-11 მუხლი)

      გზაჯვარედინზე პოლიციელი აჩერებს მანქანას. სხვადასხვა ასაკის ადამიანები ქუჩაზე გადადიან.

      როგორც წესი, ხელისუფლებები ცდილობენ, მოქალაქეების საკეთილდღეოდ დაადგინონ კანონები. თუმცა ეს კანონები ახლოსაც ვერ მივა ღვთის სამეფოს მიერ დადგენილ კანონებთან.

      ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რა არის ღვთის სამეფო?“.

      • როგორ უპასუხებთ?

      შეჯამება:

      ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს.

      გასამეორებელი კითხვები:

      • ვინ არიან ღვთის სამეფოს მმართველები?

      • რით უპირატესობს ღვთის სამეფო სხვა ხელისუფლებებზე?

      • რას ელის იეჰოვა თავისი სამეფოს ქვეშევრდომებისგან?

      დავალება:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, რა თქვა იესომ იმაზე, თუ სად არის ღვთის სამეფო.

      „ადამიანის გულშია სასუფეველი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      რატომ ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ ღვთის სამეფოსადმი მორჩილება სხვა ხელისუფლებებისადმი მორჩილებაზე უფრო მნიშვნელოვანია?

      „ღვთის სამეფოს ერთგულნი“ (1:43)

      გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია იესოს 144 000 თანამმართველზე.

      „ვინ მიდის ზეცაში?“ (სტატია ვებგვერდზე)

      რამ დაარწმუნა პატიმრობაში მყოფი ერთი ქალი, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია სამართლიანობის აღდგენა?

      „როგორ გაეცა უსამართლობაზე ჩემს შეკითხვებს პასუხი“ („გამოიღვიძეთ!“, ნოემბერი, 2011)

      a მე-3 ნაწილში განხილული იქნება ზოგიერთი მათგანი.

  • ღვთის სამეფო მმართველობს!
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 32-ე გაკვეთილი — ზეციერ მეფეს, იესო ქრისტეს, კვერთხი უჭირავს და მთელ დედამიწაზე მმართველობს.

      32-ე გაკვეთილი

      ღვთის სამეფო მმართველობს!

      ღვთის სამეფო ზეცაში 1914 წელს დაარსდა. იმავე წელს ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეების ათვლაც დაიწყო. საიდან ვიცით ეს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიგოთ, რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში ამ დროზე, როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლის შემდეგ და როგორ შეიცვალნენ ადამიანები.

      1. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში?

      ბიბლიის წიგნ „დანიელიდან“ ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობა „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ დაიწყებოდა (დანიელი 4:16, 17). ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ იესომ იმავე პერიოდს „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დრო ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული (ლუკა 21:24). ქვემოთ შეიტყობთ, რომ ეს „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა.

      2. როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ შეიცვალნენ ადამიანები 1914 წლის შემდეგ?

      მოწაფეებმა იესოს ჰკითხეს: „რა იქნება შენი მოსვლისა და იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა?“ (მათე 24:3). ამის პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. მაგალითად, მან თქვა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა და მიწისძვრები (წაიკითხეთ მათეს 24:7). ბიბლიაში ისიცაა ნაწინასწარმეტყველები, რომ „ბოლო დღეებში“ ხალხიც შეიცვლებოდა, რის გამოც ცხოვრება „ძნელად ასატანი“ გახდებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). აშკარაა, რომ ამ ყველაფრის მოწმენი განსაკუთრებით 1914 წლის შემდეგ ვხდებით.

      3. რატომ გაუარესდა მსოფლიო მდგომარეობა ღვთის სამეფოს დაარსების შემდეგ?

      გამეფებიდან მალევე იესო ზეცაში სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა. ამ ომში სატანა დამარცხდა და, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის „გადმოაგდეს დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს“ (გამოცხადება 12:9, 10, 12). სატანა განრისხებულია, რადგან იცის, რომ განადგურება ელის. ის იმდენადაა გაბოროტებული, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანთა ცხოვრებას აუტანელს ხდის. ამის ფონზე, გასაკვირი არ არის, თუ რატომაა ასეთი ცუდი ვითარება მსოფლიოში. მაგრამ ღვთის სამეფო ამ მდგომარეობას გამოასწორებს.

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, საიდან ვიცით, რომ ღვთის სამეფო 1914 წელს დაარსდა. გაიგებთ იმასაც, თუ რისი გაკეთებისკენ უნდა აღგვძრას ამის ცოდნამ.

      4. ბიბლიურ ქრონოლოგიას 1914 წლამდე მივყავართ

      ნახეთ ვიდეო.

      ვიდეო: „ღვთის სამეფო 1914 წელს დაარსდა“ (5:02)

      ღმერთმა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს წინასწარმეტყველური სიზმარი ახილვინა და თავისი მსახურის, დანიელის მეშვეობით აუხსნა. სიზმარიც და მისი ახსნაც იმაზე მოწმობს, რომ ის უკავშირდებოდა როგორც თავად ნაბუქოდონოსორს, ისე ღვთის სამეფოს (წაიკითხეთ დანიელის 4:17).a

      წაიკითხეთ დანიელის 4:20—26 და მომდევნო გვერდზე მოცემული ჩარჩოს დახმარებით უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:

      • ა) რა ნახა მეფე ნაბუქოდონოსორმა სიზმარში? (იხილეთ მე-20 და 21-ე მუხლები)

      • ბ) რა ბედი ეწეოდა „ხეს“? (იხილეთ 23-ე მუხლი)

      • გ) რა მოხდებოდა „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ? (იხილეთ 26-ე მუხლი)

      რა კავშირია ნაბუქოდონოსორის სიზმარსა და ღვთის სამეფოს შორის

      წინასწარმეტყველება (დანიელი 4:20—36)

      მმართველობა

      ა) უზარმაზარი ხე

      უზარმაზარი ხე

      მმართველობის შეწყვეტა

      ბ) „მოჭერით ხე“ და „შვიდმა დრომ“ გადაიაროს

      ძირკვი რკინისა და სპილენძის ბორკილებით

      მმართველობის დაბრუნება

      გ) „შენი სამეფო დაგიბრუნდება“

      უზარმაზარი ხე

      წინასწარმეტყველების პირველი შესრულების დროს . . .

      • დ) ვის განასახიერებდა „ხე“? (იხილეთ 22-ე მუხლი)

      • ე) როდის შეწყდა მისი მმართველობა? (წაიკითხეთ დანიელის 4:29—33)

      • ვ) რა მოხდა „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ? (წაიკითხეთ დანიელის 4:34—36)

      პირველი შესრულება

      მმართველობა

      დ) ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი

      ამაყი მეფე ნაბუქოდონოსორი

      მმართველობის შეწყვეტა

      ე) ძვ. წ. 606 წლის შემდეგ, დროის რაღაც პერიოდში, ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან შეიშალა და შვიდი წლის განმავლობაში ვეღარ მმართველობდა

      ნაბუქოდონოსორი ცხოველივით ჭამს ბალახს.

      მმართველობის დაბრუნება

      ვ) ნაბუქოდონოსორი გამოჯანმრთელდა და მმართველობა დაიბრუნა

      მეფე ნაბუქოდონოსორი ხელებს ცისკენ აპყრობს.

      წინასწარმეტყველების მეორე შესრულების დროს . . .

      • ზ) ვის განასახიერებდა „ხე“? (წაიკითხეთ 1 მატიანის 29:23)

      • თ) როდის შეწყდა მათი მმართველობა? საიდან ვიგებთ, რომ იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს მათი მმართველობა კვლავაც შეწყვეტილი იყო? (წაიკითხეთ ლუკას 21:24)

      • ი) როდის და სად აღდგა სამეფოს მმართველობა?

      მეორე შესრულება

      მმართველობა

      ზ) ებრაელი მეფეები, რომლებიც ღვთის ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ

      ებრაელ მეფეთა სამეფო დინასტია; ტახტზე მსხდომ მეფეებს ნათელი დანათის თავს.

      მმართველობის შეწყვეტა

      თ) იერუსალიმი განადგურდა და ებრაელი მეფეების მმართველობა 2 520 წლით შეწყდა

      ქალაქი იერუსალიმი ცეცხლის ალშია გახვეული. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებიდან იწყება 2 520 წლის ათვლა.

      მმართველობის დაბრუნება

      ი) ზეცაში ღვთის სამეფო დაარსდა და იესო გამეფდა

      ახ. წ. 1914 წლის შემდეგ იესო ზეციდან მმართველობს. იგი სინათლეს ასხივებს.

      რა ხანგრძლივობისაა „შვიდი დრო“?

      ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთის გასაგებად სხვა მონაკვეთები გვეხმარება. მაგალითად, წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „სამ-ნახევარი დრო“ 1 260 დღეს შეადგენს (გამოცხადება 12:6, 14). „შვიდი დროის“ გამოსათვლელად ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ ორზე და მივიღებთ 2 520 დღეს. ზოგჯერ „დღე“ ბიბლიაში „წლის“ ეკვივალენტია (ეზეკიელი 4:6). სწორედ ამის მაგალითია წიგნ „დანიელში“ მოხსენიებული „შვიდი დრო“. გამოდის, რომ „შვიდი დრო“ 2 520 წელს შეადგენს.

      5. როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ

      ნახეთ ვიდეო.

      ვიდეო: „როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ“ (1:10)

      იესომ იწინასწარმეტყველა, თუ როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები მისი გამეფების შემდეგ. წაიკითხეთ ლუკას 21:9—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • აქ ჩამოთვლილთაგან რომელი მოვლენის მოწმე გამხდარხართ ან რომლის შესახებ გსმენიათ?

      მოციქულმა პავლემ აღწერა, თუ როგორ შეიცვლებოდა ხალხი ადამიანთა მმართველობის ბოლო დღეებში. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • ამჩნევთ ასეთ ცვლილებებს ხალხში? განსაკუთრებით რომელს აღნიშნავდით?

      ილუსტრაციების კოლაჟში ნაჩვენებია, როგორ განვითარდა „ბოლო დღეებში“ მოვლენები და როგორ შეიცვალა ხალხი: 1) სამხედრო მეთაური ტრიბუნიდან აგიტაციას ეწევა; 2) მიწისძვრის შემდეგ დანგრეული შენობები; 3) სამხედრო თვითმფრინავები; 4) ქუჩაში ხალხს პირბადეები უკეთია; 5) ნიუ-იორკში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ე. წ. ტყუპები ცეცხლის ალშია გახვეული; 6) ახალგაზრდა ნარკოტიკს მოიხმარს; 7) მამაკაცი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ცოლს; 8) ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლური სასმელები; 9) ბოლო მოდაზე ჩაცმული ორი გოგო სელფის იღებს; 10) დიჯეი კონცერტზე მუსიკას უკრავს; 11) პროტესტის მონაწილე „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის.

      6. რისკენ აღგვძრავს იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფო მმართველობს

      წაიკითხეთ მათეს 24:3, 14 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • დღეს მიმდინარე რომელი საქმიანობა მოწმობს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს?

      • როგორ შეგიძლიათ ამ საქმეში თქვენი წვლილის შეტანა?

      ღვთის სამეფო უკვე მმართველობს ზეცაში და ძალიან მალე მთელ დედამიწაზეც იმმართველებს. წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • რისი გაკეთება გვმართებს თითოეულს, როცა „ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“?

      ილუსტრაციების კოლაჟი: 1) ბიბლიის შემსწავლელი ესწრება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას; 2) იგივე შემსწავლელი ნაცნობს უქადაგებს.

      რას გააკეთებდით, თუ ისეთ რამეს გაიგებდით, რაზეც სხვების კეთილდღეობა და სიცოცხლე იქნებოდა დამოკიდებული?

      ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „რატომ ანიჭებენ იეჰოვას მოწმეები 1914 წელს ამხელა მნიშვნელობას?“.

      • როგორ უპასუხებთ?

      შეჯამება:

      ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ბიბლიური ქრონოლოგია და მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს. ამის ცოდნა აღგვძრავს, სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ და კრების შეხვედრებს დავესწროთ.

      გასამეორებელი კითხვები:

      • რა მოხდა წიგნ „დანიელში“ ნაწინასწარმეტყველები „შვიდი დროის“ დასრულების შემდეგ?

      • რა გარწმუნებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობა 1914 წელს დაიწყო?

      • რისკენ აღგძრავთ იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს?

      მიზანი:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, რას ამბობენ ისტორიკოსები და სხვები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო 1914 წლის შემდეგ.

      „ზნეობის სწრაფი დაცემა“ („გამოიღვიძეთ!“, აპრილი, 2007)

      შეიტყვეთ, რა გავლენა მოახდინა ერთ მამაკაცზე მათეს 24:14-ში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებამ.

      „ბეისბოლი ყველაფერს მერჩივნა!“ („საგუშაგო კოშკი“, №3, 2017)

      საიდან ვიცით, რომ დანიელის მე-4 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ღვთის სამეფოს ეხება?

      „როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“ (ნაწილი 1) („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2014)

      რა მიუთითებს იმაზე, რომ დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა?

      „როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“ (ნაწილი 2) („საგუშაგო კოშკი“, 1 ნოემბერი, 2014)

      a წაიკითხეთ ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებული ბოლო ორი სტატია.

  • რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
    • 33-ე გაკვეთილი — ხალხი სამოთხედქცეულ დედამიწაზე

      33-ე გაკვეთილი

      რას გააკეთებს ღვთის სამეფო?

      ღვთის სამეფო უკვე მმართველობს. მალე ის დედამიწაზე დიდ ცვლილებებს მოახდენს. მოდი განვიხილოთ, რას გააკეთებს ღვთის სამეფო ჩვენ საკეთილდღეოდ.

      1. როგორ დაამყარებს ღვთის სამეფო მშვიდობას და როგორ აღადგენს სამართალს?

      ღვთის სამეფოს მეფე, იესო, არმაგედონის ომში მთავრობებსაც გაანადგურებს და ბოროტ ადამიანებსაც (გამოცხადება 16:14, 16). იმ დროს საბოლოოდ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი დაპირება: „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი“ (ფსალმუნი 37:10). სამეფოს მეშვეობით იესო დაამყარებს მშვიდობას. მისი მმართველობის დროს არავინ გახდება უსამართლობის მსხვერპლი (წაიკითხეთ ესაიას 11:4).

      2. როგორი იქნება ცხოვრება, როცა დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდება?

      ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). წარმოიდგინეთ მსოფლიო, სადაც მხოლოდ კარგი ადამიანები იცხოვრებენ, რომელთაც ეყვარებათ როგორც იეჰოვა, ისე ერთმანეთი, არავინ გახდება ავად, არავინ მოკვდება და ყველა გაიხარებს ცხოვრებით მარადიულად.

      3. რას გააკეთებს ღვთის სამეფო ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ?

      ბოროტი ადამიანების განადგურების შემდეგ იესო 1 000 წლის განმავლობაში იმეფებს. იმ პერიოდში იგი 144 000 თანამმართველთან ერთად გაათავისუფლებს ადამიანებს ცოდვისგან და დაეხმარება, სრულყოფილები გახდნენ. 1 000 წლის ბოლოს დედამიწა სამოთხედ იქნება ქცეული და მისი მკვიდრნი ბედნიერნი იქნებიან, რადგან ღვთის კანონების მორჩილება მიანიჭებთ სიხარულს. მაშინ იესო მმართველობას თავის მამას, იეჰოვას, გადასცემს. იმ დროს, ისე როგორც არასდროს, ღვთის სახელი განწმენდილი იქნება (მათე 6:9, 10). აშკარა გახდება, რომ იეჰოვაა საუკეთესო მმართველი და ზრუნავს თავის ქვეშევრდომებზე. 1 000 წლის ბოლოს იეჰოვა გაანადგურებს სატანას, მის დემონებს და ყველას, ვინც იმ დროს ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წავა (გამოცხადება 20:7—10). ღვთის სამეფოს მიერ გასრულყოფილებულ ადამიანებსა თუ სამოთხედქცეულ დედამიწას აღარაფერი შეუქმნის საფრთხეს.

      გაიღრმავეთ ცოდნა

      ქვემოთ შეიტყობთ, თუ რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას.

      4. ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა მთავრობებს

      ბიბლიაში ნათქვამია: „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით წერტილს დაუსვამს უსამართლობას.

      წაიკითხეთ დანიელის 2:44 და 2 თესალონიკელების 1:6—8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

      • რა ელით ადამიანთა მთავრობებსა და მათ მომხრეებს?

      • შესწავლის განმავლობაში რამ დაგარწმუნათ, რომ იეჰოვა და იესო სამართლიანად იმოქმედებენ?

      ზეციერი მეფე იესო სამოთხედქცეულ დედამიწაზე მმართველობს.

      5. იესო საუკეთესო მეფეა

      იესო, ღვთის სამეფოს მეფე, ბევრ რამეს მოიმოქმედებს თავისი მიწიერი ქვეშევრდომების საკეთილდღეოდ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, თუ საიდან ჩანს, რომ იესოს ადამიანების დახმარების სურვილიც აქვს და საამისოდ ძალაც აქვს ბოძებული ღვთისგან.

      ვიდეო: „იესომ საქმით ცხადყო, რას გააკეთებდა ღვთის სამეფო“ (1:13)

      როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მისმა საქმეებმა ხალხს წარმოდგენა შეუქმნა იმაზე, თუ რას გააკეთებდა ღვთის სამეფო. ქვემოთ მოცემული დაპირებებიდან განსაკუთრებით რომლის შესრულებას ელით? წაიკითხეთ მითითებული მუხლებიც.

      დედამიწაზე იესო . . .

      ზეციდან იესო . . .

      • აკონტროლებდა სტიქიურ მოვლენებს (მარკოზი 4:36—41).

      • გადაჭრის ეკოლოგიურ პრობლემებს (ესაია 35:1, 2).

      • აპურებდა ათასებს (მათე 14:17—21).

      • წერტილს დაუსვამს შიმშილობას (ფსალმუნი 72:16).

      • კურნავდა ავადმყოფებს (ლუკა 18:35—43).

      • გამოაჯანმრთელებს ყველას (ესაია 33:24).

      • აღადგენდა მკვდრებს (ლუკა 8:49—55).

      • ბოლოს მოუღებს სიკვდილს და აღადგენს გარდაცვლილებს (გამოცხადება 21:3, 4).

      6. ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს საუცხოო მომავალი ელით

      ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას, რომელიც მას კაცობრიობასთან მიმართებით ჰქონდა. ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის განზრახვას იესოს მეშვეობით.

      ვიდეო: „წინ საუცხოო მომავალი გველის“ (4:38)

      წაიკითხეთ ფსალმუნის 145:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

      • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა „ყოველი სულდგმულის სურვილს“ დააკმაყოფილებს?

      ზოგი ამბობს: „ერთიანი ძალებით ყველა პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი“.

      • რა პრობლემების მოგვარება შეუძლია მხოლოდ ღვთის სამეფოს?

      შეჯამება:

      ღვთის სამეფო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას თავდაპირველ განზრახვას. ის დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, სადაც იეჰოვას თაყვანისმცემლები მარადიულად გაიხარებენ ცხოვრებით.

      გასამეორებელი კითხვები:

      • როგორ განწმენდს სამეფო ღვთის სახელს?

      • რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის სამეფო ბიბლიაში ჩაწერილ ყველა დაპირებას შეასრულებს?

      • ყველაზე მეტად რომელი დაპირების შესრულებას ელით?

      დავალება:

      გაიგეთ მეტი:

      გაიგეთ, რა არის არმაგედონი.

      „რა არის არმაგედონი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      გაიგეთ, რა მოვლენები მოხდება იმ დროს, რომელსაც იესომ „დიდი გასაჭირი“ უწოდა (მათე 24:21).

      „რა არის დიდი გასაჭირი?“ (სტატია ვებგვერდზე)

      ნახეთ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თავი სამოთხეში.

      „წარმოიდგინე შენი თავი სამოთხეში“ (1:50)

      წაიკითხეთ ბიოგრაფია „თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა“ და გაიგეთ, როგორ მიიღო ერთმა მეამბოხემ პასუხები თავის კითხვებზე.

      „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2012)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება