საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lff გაკ. 47
  • მზად ხართ ნათლობისთვის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მზად ხართ ნათლობისთვის?
  • იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გაიღრმავეთ ცოდნა
  • შეჯამება:
  • გაიგეთ მეტი:
  • ნათლობა — ღირებული მიზანი
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მზად ხართ მონათვლისთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ნათლობა — აუცილებელი მოთხოვნა ქრისტიანებისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • უნდა მოვინათლო? — ნაწილი 1: რას ნიშნავს ნათლობა?
    ახალგაზრდების შეკითხვები
იხილეთ მეტი
იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
lff გაკ. 47
47-ე გაკვეთილი — ბიბლიის შემსწავლელი კონგრესზე ნათლობას უყურებს და ფიქრობს, თავადაც მოინათლოს თუ არა.

47-ე გაკვეთილი

მზად ხართ ნათლობისთვის?

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ბიბლიის შესწავლის დროს ბევრი რამ ისწავლეთ იეჰოვას შესახებ და შეიძლება ცხოვრებაში ცვლილებებიც კი მოახდინეთ. თუმცა შესაძლოა რაღაცის გამო თავს იკავებთ, რომ იეჰოვას თავი მიუძღვნათ და მოინათლოთ. ამ გაკვეთილში განვიხილავთ ზოგიერთ მიზეზს, რომელთა გამოც ბევრი ვერ დგამს ამ ნაბიჯს. იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ როგორ გადავლახოთ ეს სირთულეები.

1. დიდი ცოდნაა საჭირო მოსანათლად?

მონათვლამდე „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ უნდა მიიღოთ (1 ტიმოთე 2:4). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბიბლიურ კითხვაზე უნდა იცოდეთ პასუხი. დიდი ხნის მონათლული ქრისტიანებიც კი მუდმივად სწავლობენ და მეტ ცოდნას იძენენ ბიბლიიდან (კოლოსელები 1:9, 10). და მაინც, ბიბლიის ძირითადი მოძღვრებები უნდა გესმოდეთ. უხუცესები დაგეხმარებიან, განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა მოსანათლად.

2. რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ნათლობამდე?

ნათლობამდე საჭიროა, გაითვალისწინოთ ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „მოინანიეთ და მობრუნდით“ (წაიკითხეთ საქმეების 3:19). ასე რომ, გულწრფელად უნდა მოინანიოთ წარსულში ჩადენილი ცოდვები და იეჰოვას სთხოვოთ პატიება. გარდა ამისა, მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ღვთისთვის საძულველია, და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ღვთის მოსაწონად იცხოვროთ. დაბოლოს, უნდა ჩაერთოთ კრების საქმეებში, ანუ დაესწროთ კრების შეხვედრებს, გახდეთ მოუნათლავი მაუწყებელი და სხვებთან ერთად იქადაგოთ.

3. რატომ არ უნდა დაგხიოთ უკან შიშმა?

ზოგი შიშობს, რომ ვერ შეუსრულებს იეჰოვას დაპირებულს. მართალია, ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად თქვენც დაუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან სრულყოფილებას არ ელის (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14). ის აფასებს თქვენს გულწრფელ მცდელობას და აუცილებლად დაგეხმარებათ. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ვერაფერი „ვერ ჩამოგვაშორებს . . . [მის] სიყვარულს“ (წაიკითხეთ რომაელების 8:38, 39).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, როგორ დაგეხმარებათ იეჰოვას უკეთ გაცნობა და მისი მხარდაჭერა, გადალახოთ ნებისმიერი სირთულე და მოინათლოთ.

ილუსტრაციების კოლაჟში ნაჩვენებია, წინააღმდეგობის მიუხედავად როგორ დგამს ერთი გოგო ნათლობისთვის საჭირო ნაბიჯებს და ბოლოს ინათლება.

4. უკეთ გაიცანით იეჰოვა

გოგონა ერთ დასთან ერთად შესწავლას ატარებს.

რამდენად კარგად უნდა იცნობდეთ იეჰოვას ნათლობამდე? ნათლობამდე აუცილებელია, ისე გაიცნოთ იეჰოვა, რომ შეიყვაროთ ის და მის მოსაწონად ცხოვრების სურვილი გაგიჩნდეთ. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა დაეხმარა ზოგ ბიბლიის შემსწავლელს ამაში. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ვიდეო: „ნათლობა — უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“ (3:56)

  • რა დაეხმარა ამ და-ძმებს, მომზადებულიყვნენ მოსანათლად?

წაიკითხეთ რომაელების 12:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ეჭვი ხომ არ გეპარებათ ბიბლიის ზოგიერთ მოძღვრებაში ან ხომ არ ფიქრობთ, რომ იეჰოვას მოწმეები რაიმეში ცდებიან?

  • როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

5. როგორ გადავლახოთ სირთულეები

გოგონა ბიბლიას ჩანთაში იდებს. ამ დროს დედა წინააღმდეგობას უწევს.

ყველა, ვისაც იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობა სურს, სირთულეებს ხვდება. მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

ვიდეო: „იეჰოვასადმი სიყვარულმა დაბრკოლებები გადამალახვინა“ (5:22)

  • რა დაბრკოლებები გადალახა ნარანგერელმა, რომ ღვთის მსახური გამხდარიყო?

  • როგორ დაეხმარა მას იეჰოვას სიყვარული, დაეძლია სირთულეები?

წაიკითხეთ იგავების 29:25 და 2 ტიმოთეს 1:7; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა გვაძლევს დაბრკოლებების გადალახვის ძალას?

6. იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ

გოგონა ხანდაზმულ ქალს უქადაგებს. მას ბიბლიის მასწავლებელი ახლავს თან.

იეჰოვა დაგეხმარებათ, მის მოსაწონად იცხოვროთ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

ვიდეო: „იეჰოვა დაგეხმარება“ (2:50)

  • რატომ იკავებდა გრეისონი თავს ნათლობისგან?

  • რა დაეხმარა მას, უფრო მეტად მინდობოდა იეჰოვას?

წაიკითხეთ ესაიას 41:10, 13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ უნდა გჯეროდეთ, რომ შეძლებთ იეჰოვასთვის მიცემული პირობის შესრულებას?

7. მეტად დააფასეთ იეჰოვას სიყვარული

გოგონა მარტო ლოცულობს.

რაც მეტს იფიქრებთ იმაზე, თუ როგორ უყვარხართ იეჰოვას, მით უფრო მადლიერი იქნებით და სურვილი გექნებათ, მას მარადიულად ემსახუროთ. წაიკითხეთ ფსალმუნის 40:5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • განსაკუთრებით რისთვის ემადლიერებით იეჰოვას?

წინასწარმეტყველ იერემიას უყვარდა იეჰოვა და მისი სიტყვა. მისთვის დიდი პატივი იყო, რომ ღვთის სახელით იწოდებოდა. იერემიამ ასეთი სიტყვებით მიმართა იეჰოვას: „შენმა სიტყვამ გამამხიარულა და გამახარა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა!“ (იერემია 15:16). უპასუხეთ ქვემოთ დასმულ კითხვებს:

  • რატომაა განსაკუთრებულად დიდი პატივი, იყო იეჰოვას მოწმე?

  • გსურთ, მოინათლოთ და გახდეთ იეჰოვას მოწმე?

  • არის რაიმე, რაც ხელს გიშლით ამაში?

  • თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოთ მოსანათლად?

გოგონა ინათლება.

ზოგი ამბობს: „ღვთისთვის მიცემული პირობის შესრულება ძალიან რთულია“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

შეჯამება:

იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა უნდა იცოდეთ საიმისოდ, რომ მოინათლოთ?

  • რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება გახდეს საჭირო ნათლობამდე?

  • რატომ არ უნდა დაგხიოთ უკან შიშმა?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

შეიტყვეთ, რის საფუძველზე უნდა მიიღოთ მონათვლის გადაწყვეტილება.

„მზად ხართ მონათვლისთვის?“ („საგუშაგო კოშკი“, მარტი, 2020)

გაიგეთ, როგორ გადალახოთ ესა თუ ის დაბრკოლება, რომელიც შეიძლება ნათლობაში გიშლიდეთ ხელს.

„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ („საგუშაგო კოშკი“, მარტი, 2019)

ნახეთ, როგორ გადალახა ერთმა მამაკაცმა სირთულეები, რომლებიც ხელს უშლიდა, მონათლულიყო.

„რაღად აყოვნებ . . . მოინათლე“ (1:10)

თავიდან ერთი მამაკაცი, სახელად ატა, ყოყმანობდა, მონათლულიყო თუ არა. ნახეთ, რამ გადააწყვეტინა მას ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.

„ნამდვილად ვიმსახურებ?“ (7:21)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება