საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lff გაკ. 38
  • დააფასეთ სიცოცხლე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დააფასეთ სიცოცხლე!
  • იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გაიღრმავეთ ცოდნა
  • შეჯამება:
  • გაიგეთ მეტი:
  • რას ამბობს ბიბლია აბორტზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • აბორტი
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • აბორტი გამოსავალი არ არის
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • აბორტი
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
lff გაკ. 38
38-ე გაკვეთილი — მშობლები ეფერებიან თავიანთ პატარას.

38-ე გაკვეთილი

დააფასეთ სიცოცხლე!

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

სიცოცხლე უძვირფასესი ძღვენია. მაშინაც კი, თუ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაინც ვტკბებით ცხოვრებით. შესაბამისად, ისმის კითხვები: საიდან ჩანს, რომ მადლიერნი ვართ ამ ძღვნისთვის? უმთავრესად, რატომ ვაფასებთ სიცოცხლეს?

1. რატომ უნდა დავაფასოთ სიცოცხლე?

სიცოცხლე ჩვენმა მოსიყვარულე მამამ, იეჰოვამ, გვიბოძა, ამიტომ უნდა დავაფასოთ ის. იეჰოვა არის „სიცოცხლის წყარო“, რადგან მან შექმნა სიცოცხლე (ფსალმუნი 36:9). ღმერთი „თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს“ (საქმეები 17:25, 28). მან ყველაფერი მოგვცა საიმისოდ, რომ არა მხოლოდ ვიცოცხლოთ, არამედ დავტკბეთ კიდეც ცხოვრებით (წაიკითხეთ საქმეების 14:17).

2. რით ვაჩვენოთ იეჰოვას, რომ ვაფასებთ სიცოცხლეს?

იეჰოვა ჩასახვის დღიდან ზრუნავს ჩვენზე. ღვთის ერთმა მსახურმა, დავითმა, იეჰოვას ასეთი რამ უთხრა: „შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა“ (ფსალმუნი 139:16). იეჰოვასთვის ჩვენი სიცოცხლე უძვირფასესია (წაიკითხეთ მათეს 10:29—31). მას ძალიან სტკენს გულს, თუ ვინმე სხვას განზრახ უსწრაფებს სიცოცხლეს ან საკუთარს ხელყოფსa (გამოსვლა 20:13). მისთვის ისიც მტკივნეულია, როცა ადამიანი უმიზეზოდ იგდებს თავს საფრთხეში ან სხვებს უქმნის საფრთხეს. როცა ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს, ისე სხვების სიცოცხლეს, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასგან ნაბოძებ ამ ძღვენს.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, კიდევ რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ სიცოცხლეს.

3. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას

ქრისტიანებმა ღმერთს აღვუთქვით, რომ მთელ სიცოცხლეს მის მსახურებას მივუძღვნიდით. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთს ჩვენი „სხეულები . . . მისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ უნდა ვუძღვნათ, ამიტომ ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. წაიკითხეთ რომაელების 12:1, 2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას?

  • როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

ფეხმძიმე ქალი თავის ექიმს ესაუბრება.

4. დაიცავით უსაფრთხოების ზომები

ბიბლია მოგვიწოდებს, მოვერიდოთ ყველაფერს, რითაც საფრთხეს შევუქმნიდით როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ვიდეო: „დაიცავით უსაფრთხოების ზომები“ (8:34)

წაიკითხეთ იგავების 22:3 და იმსჯელეთ, როგორ შეგიძლიათ უსაფრთხოების ზომების დაცვა . . .

  • სახლში

  • სამუშაოზე

  • სპორტული აქტივობებისას

  • სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობისას

მამაკაცი მანქანაში უსაფრთხოების ღვედს იკრავს.

5. დააფასეთ ჯერ არდაბადებული ბავშვის სიცოცხლე

ორსული ხელით ეხება მუცელს.

მეფე დავითმა პოეტური ენით აღწერა, როგორაა დაინტერესებული იეჰოვა ჯერ არშობილი ბავშვით. წაიკითხეთ ფსალმუნის 139:13—17 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როდის იწყება იეჰოვასთვის ადამიანის სიცოცხლე — ჩასახვისას თუ დაბადებისას?

ისრაელისთვის მიცემული იეჰოვას კანონი იცავდა როგორც დედას, ისე ჯერ არდაბადებულ ბავშვს. წაიკითხეთ გამოსვლის 21:22, 23 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რას ფიქრობდა იეჰოვა მათზე, ვინც ჯერ არშობილ ბავშვს შემთხვევით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს?

  • აქედან გამომდინარე, რა აზრის იქნება იეჰოვა მათზე, ვინც მიზანმიმართულად აკეთებს ამას?b

  • თქვენ რას ფიქრობთ იეჰოვას დამოკიდებულებაზე?

ნახეთ ვიდეო.

ვიდეო: „ღვთისთვის ძვირფასი სიცოცხლე“ (5:00)

ადამიანი შეიძლება აფასებდეს სიცოცხლეს, მაგრამ მაინც იფიქროს, რომ აბორტი მის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია. წაიკითხეთ ესაიას 41:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • თუ ქალზე ზეწოლას ახდენენ, რომ აბორტი გაიკეთოს, ვის უნდა მიმართოს დახმარებისთვის? ახსენით.

ზოგი ამბობს: „დედის გადასაწყვეტია, გაიკეთებს თუ არა აბორტს“.

  • რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვას თვალში ჯერ არშობილი ბავშვის სიცოცხლეც ძვირფასია?

შეჯამება:

ბიბლია გვასწავლის, რომ დავაფასოთ, გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს იეჰოვასგან ნაბოძები სიცოცხლე, იქნება ეს ჩვენი თუ სხვისი.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომაა იეჰოვას თვალში ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი?

  • რას გრძნობს იეჰოვა, თუ ვინმე სხვას განზრახ უსწრაფებს სიცოცხლეს ან საკუთარს ხელყოფს?

  • რატომ ხართ მადლიერი სიცოცხლისთვის?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

როგორ გამოვხატოთ მადლიერება იეჰოვასგან ნაბოძები სიცოცხლისთვის?

„სიცოცხლის სასწაული“ (სიმღერა 141) (2:41)

გაიგეთ, პატიობს თუ არა ღმერთი მას, ვისაც აბორტი აქვს გაკეთებული.

„რას ამბობს ბიბლია აბორტზე?“ (სტატია ვებგვერდზე)

შეიტყვეთ, გართობის არჩევისას როგორ გავითვალისწინოთ იეჰოვას თვალსაზრისი სიცოცხლეზე.

„სახიფათო სპორტი — უნდა გარისკო?“ („გამოიღვიძეთ!“, 8 ოქტომბერი, 2000)

გაიგეთ, როგორ შეუძლია ბიბლიას მათი დახმარება, ვინც თვითმკვლელობაზე ფიქრობს.

„დაგეხმარებათ ბიბლია, თუ თავის მოკვლაზე ფიქრობთ?“ (სტატია ვებგვერდზე)

a იეჰოვას ძალიან ადარდებს მათი მდგომარეობა, ვისაც გული აქვს გატეხილი (ფსალმუნი 34:18). მას ესმის იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება შინაგანად ისე იტანჯებოდნენ, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდნენ. ამიტომ სურს, დახმარების ხელი გაუწოდოს მათ. ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებული სტატია „დაგეხმარებათ ბიბლია, თუ თავის მოკვლაზე ფიქრობთ?“ დაგანახვებთ, როგორ აძლევს ღმერთი ძალას მას, ვისაც თვითმკვლელობაზე ფიქრი არ ასვენებს.

b მან, ვისაც აბორტი აქვს გაკეთებული, დანაშაულის გრძნობით არ უნდა იცხოვროს, რადგან იეჰოვა მიმტევებელი ღმერთია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“ მითითებული სტატია „რას ამბობს ბიბლია აბორტზე?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება