საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „უმაღლესი ხელისუფალნი“
  • უმაღლესი ხელისუფალნი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უმაღლესი ხელისუფალნი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხელისუფლება
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ვისი ძალაუფლება უნდა ცნო?
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
  • ქრისტიანული დამოკიდებულება ხელისუფლებასთან
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • ხელმძღვანელობის უფლებით აღჭურვილ პირთა მიმართ პატივისცემა — რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „უმაღლესი ხელისუფალნი“

უმაღლესი ხელისუფალნი

ეს ფრაზა, რომელიც რომაელების 13:1-ში გვხვდება, გამოიყენება ადამიანთა მთავრობების აღსანიშნავად. ეს მუხლი ქართულ თარგმანებში შემდეგნაირად ჟღერს: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (აქ); „დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმრთისაგან; დიახ, ყოველი ხელმწიფება ღმრთის მიერ დადგენილია“ (სსგ); „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებათ; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი“ (აფ).

მართალია, იეჰოვა ღმერთს თავად არ ჩამოუყალიბებია ეს მთავრობები (შდრ. მთ. 4:8, 9; 1ინ. 5:19; გმც. 13:1, 2), მაგრამ მან დაუშვა მათი არსებობა და ეს დღემდე ასეა. მიუხედავად ამისა, თუ იეჰოვა საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია ხელისუფალნი ძალაუფლებას ჩამოაშოროს ან თავისი ნებისამებრ ამოქმედოს. წინასწარმეტყველმა დანიელმა იეჰოვას შესახებ თქვა: „ის ცვლის დროებსა და ვადებს, ამხობს და აღაზევებს მეფეებს“ (დნ. 2:21). იგავების 21:1-ში ნათქვამია: „მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“ (შდრ. ნემ. 2:3—6; ესთ. 6:1—11).

რატომ უნდა ემორჩილებოდნენ ქრისტიანები ხელისუფლებას? ქრისტიანებს არა აქვთ საფუძველი, შეეწინააღმდეგონ იმას, რაც ღმერთმა დაუშვა. ამიტომ ისინი უნდა დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფალთ. ჩვეულებრივ, თუნდაც არაკეთილსინდისიერი მმართველები, კარგის კეთებისთვის ანუ კანონმორჩილებისთვის არავის სჯიან. მაგრამ თუ კაცი ქურდობს, კლავს ან სხვა უკანონობას სჩადის, მას ხელისუფლებისგან სასჯელი არ ასცდება. მაგალითად, განზრახ მკვლელობისთვის დამნაშავე შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ. წარღვნის შემდეგ იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს მკვლელის სიკვდილით დასჯის უფლება მისცა (დბ. 9:6). ასე რომ, როცა ხელისუფლება მძიმე დანაშაულისთვის ვინმეს სიკვდილით სჯის, ის, როგორც ბიბლია ამბობს, „ღვთის მსახურია და რისხვით იძიებს შურს ბოროტმოქმედებზე“ (რმ. 13:2—4; ტიტ. 3:1; 1პტ. 2:11—17).

ქრისტიანები უმაღლეს ხელისუფალთ მხოლოდ სასჯელის შიშით არ ემორჩილებიან. ისინი ამას თავიანთი სინდისის გამო აკეთებენ. გარდა ამისა, მათ ესმით, რომ ხელისუფალთა მორჩილება ღვთის ნებაა (რმ. 13:5; 1პტ. 2:13—15). შესაბამისად, უმაღლესი ხელისუფლების ანუ ქვეყნიური მთავრობების მიმართ მათი მორჩილება აბსოლუტური ვერ იქნება. ქრისტიანს ვერ ექნება სუფთა სინდისი და ვერც ღვთის ნებას შეასრულებს, თუ ხელისუფლების მოთხოვნით ღვთის კანონს დაარღვევს. ასე რომ, უმაღლესი ხელისუფლების მორჩილებისას ქრისტიანი უნდა ხელმძღვანელობდეს იმ პრინციპით, რომელიც იუდეველთა სინედრიონის წინაშე წარმოთქმული მოციქულების სიტყვებიდან ჩანს: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (სქ. 5:29).

ხელისუფლება მართებულად ითხოვს გადასახადებს, რადგან ზრუნავს თავის ქვეშევრდომთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და მათ სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფს. თუ ხელისუფლებას ამ კუთხით შევხედავთ, შეგვიძლია მას ღვთის მსახური ვუწოდოთ (რმ. 13:6, 7). ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული დახმარება უშუალოდ ღვთის მსახურებს წაადგათ, მაგალითად, როცა მეფე კიროსმა იუდეველებს იუდასა და იერუსალიმში დაბრუნებისა და ტაძრის აღდგენის საშუალება მისცა (2მტ. 36:22, 23; ეზრ. 1:1—4). თუ ხელისუფლება კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას, ეს მისი ყველა ქვეშევრდომის კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, ხელისუფლება არეგულირებს საკანონმდებლო სისტემას, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ სამართლის აღდგენა და ბოროტმოქმედებისა და უკანონოდ მოქმედი დაჯგუფებისგან თავდაცვა (ფლ. 1:7; სქ. 21:30—32; 23:12—32).

ცხადია, მმართველი, რომელიც ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას, ღვთის წინაშე აგებს პასუხს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რმ. 12:19; ეკ. 5:8).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება