იოშებ-ბაშებეთი
დავითის ყველაზე ძლიერ ვაჟკაცთა სამეულის თავკაცი (2სმ. 23:8); 1 მატიანის 11:11-ში მას ეწოდება იაშობამი, რომელიც შესაძლოა მისი სახელის უფრო სწორი ფორმაა. 2 სამუელის 23:8-ის ებრაულ დედანში გადამწერის მიერ დაშვებული გაუგებრობის გამო საჭირო გახდა მასორული ტექსტის ჩასწორება (სადაც, სავარაუდოდ ეწერა: „ის იყო ადინო ეზნელი“) სიტყვებით „შუბის ქნევით“. მსგავსად იკითხება ეს მუხლი სხვა თარგმანებშიც (სსგ; ბსგ; AT; RS; Mo; Ro, ftn; JB). ამგვარად, ეს მუხლი სამუელის წიგნიდან შეთანხმებულ იქნა როგორც მატიანის წიგნთან, ისე კონტექსტთან. მასში საუბარია სამ მამაკაცზე და თუ დაემატება კიდევ ერთი, ადინო, მაშინ მათი რიცხვი ოთხი გახდება. გარდა ამისა, სამივე მამაც კაცს მიეწერება თავისი წილი გმირობა და თუ 800 კაცის შუბით მოკვლა სხვა ვინმეს დამსახურება იქნებოდა, მაშინ გამოვიდოდა, რომ იოშებ-ბაშებეთს (იაშობამი) არაფერი ჩაუდენია საგმირო (იხ. იაშობამი №2).
გამორიცხული არ არის, რომ 2 სამუელის 23:8-ში აღწერილი გმირობა, რომელიც იოშებ-ბაშებეთს მიეწერება, და 1 მატიანის 11:11-ში აღწერილი, სხვადასხვა დროს მოხდა. შესაძლოა ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ წიგნი „სამუელი“ 800 მოკლულს მოიხსენიებს, „მატიანე“ კი — 300-ს.