საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხელკათი“
  • ხელკათი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელკათი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ხალი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბეტენი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ხუკოკი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აქშაფი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხელკათი“

ᲮᲔᲚᲙᲐᲗᲘ

[სწორი ადგილი]

ქალაქი, რომელიც აშერის ტომის მოსაზღვრე ქალაქების ჩამონათვალშია (იეს. 19:24, 25, 31). იგი მოგვიანებით გერშონელებს ერგოთ და ლევიანთა ქალაქი გახდა (იეს. 21:27, 30, 31). ეს ქალაქი 1 მატიანეს 6:75-ში განსხვავებული სახელწოდებით (ხუკოკი) გვხვდება. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ხელკათი იგივე ხირბეთ ელ-ჰარბაჯია (თელ რეგევი), რომელიც აქოდან სამხრეთით 18 კილომეტრითაა დაშორებული და ქარმელის მთაგრეხილთან ახლოს მდებარეობს. ჯ. დ. დუგლასის რედაქტორობით გამოცემულ „ილუსტრირებულ ბიბლიურ ლექსიკონში“ აღნიშნულია, რომ შესაძლოა ხელკათი იყოს იგივე თელ ელ-ქასისი, რომელიც ხირბეთ ელ-ჰარჯაბის სამხრ.-ით დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს, იზრეელის ველთან ახლოს (The Illustrated Bible DICTIONARY, ჯ. დუგლასის რედაქციით, 1980, ტ. 2, გვ. 634). ვინაიდან იესო ნავეს ძის 19:24–26-ში ხელკათის შემდეგ მოხსენიებული ქალაქების, ხალისისა და ბეტენის ადგილმდებარეობად აქოს ველის სამხრეთი ნაწილი მიიჩნევა, მაშინ თელ ელ–ქასისი (თელ ქაშიში) უნდა იყოს საზღვრის აღსაწერად გამოყენებული ქალაქი, რომელიც იწყება აქოს ველის უკიდურეს სამხრ.-აღმ. ნაწილში და არა ჩრდ. ნაწილში. თუმცა ამ მოსაზრების დასაზუსტებლად სხვა ქალაქების ადგილმდებარეობის დადგენაც საჭიროა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება