საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „დაღი“
  • დაღი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დაღი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ნიშანი სხეულზე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • მონა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ფასით ხართ ნაყიდნი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „დაღი“

ᲓᲐᲦᲘ

ზოგიერთ წარმართ ერში გავრცელებული სხვადასხვა ფორმის ერთგვარი ნიშანი, რომელიც ამოიწვებოდა ან ამოიტვიფრებოდა მონის სხეულზე მისი პატრონის საკუთრების ნიშნად. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ქედმაღალი ქალები დაემონებოდნენ უცხოელ დამპყრობლებს. ისინი დაკარგავდნენ სილამაზეს და სანაცვლოდ დაღი [ებრ. კი] დაესმებოდათ (ეს. 3:24).

ზოგჯერ თავიანთი ღვთისადმი ერთგულების ნიშნად კერპთაყვანისმცემლები იკეთებდნენ დაღს. ეს შეიძლება ყოფილიყო ამ ღმერთის სახელი, სიმბოლო ან გამოსახულება. სხეულის შეგნებული დასახიჩრება მოსეს კანონით იკრძალებოდა (ლვ. 19:28). ერთადერთი დაღი, რომლის გაკეთებაც მოსეს კანონით დაიშვებოდა, იყო იმ მონისთვის ყურის გახვრეტა, რომელსაც ნებაყოფლობით სურდა „მთელი ცხოვრება“ თავისი ბატონის მონა ყოფილიყო (კნ. 15:16, 17).

პავლემ გალატელებს მისწერა: „ჩემს სხეულზე იესოს მონის დაღს [ბერძ. სტიგმატა] ვატარებ“ (გლ. 6:17). ქრისტიანული მსახურების გამო პავლეს ბევრჯერ მოუწია ფიზიკური შეურაცხყოფის ატანა, რის გამოც მას უდავოდ ნაიარევიც ექნებოდა სხეულზე, რაც ამტკიცებდა მისსავე ნათქვამს, რომ იესო ქრისტეს ერთგული მონა იყო (2კრ. 11:23—27). დაღის მოხსენიებით პავლე შესაძლოა გადაკვრით მიანიშნებდა ამ ჭრილობებზე; ან შესაძლოა მან ხაზი გაუსვა თავისი ქრისტიანული ცხოვრების წესს ანუ იმას, თუ როგორ ავლენდა სულის ნაყოფს და როგორ ასრულებდა ქრისტიანულ მსახურებას (იხ. ᲜᲘᲨᲐᲜᲘ ᲡᲮᲔᲣᲚᲖᲔ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება