-
მცდარი შეხედულება 1: სული უკვდავიასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
მცდარი შეხედულება 1: სული უკვდავია
საიდან წარმოიშვა? „ადრინდელმა ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა შეითვისეს ბერძნული წარმოდგენა სულის უკვდავებისა და იმის შესახებ, რომ სულს ღმერთი ქმნის და ჩასახვის დროს ადამიანის სხეულში ნერგავს“ (The New Encyclopædia Britannica, 1988, ტ. 11, გვ. 25).
რას ამბობს ბიბლია? „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4).
პირველი სულის, ადამის შექმნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: «დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად [„სულად ცხოვლად“, ძველი აღთქმის ორტომეული; ებრაულად „ნეფეშ“] იქცა» (დაბადება 2:7).
ებრაული სიტყვა „ნეფეშ“, რომელიც სულად ითარგმნება, მიუთითებს ცოცხალ არსებაზე, რომელიც სუნთქავს. როცა ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი შექმნა, მას უკვდავი სული კი არ მისცა, არამედ სასიცოცხლო ძალა, რომელიც სუნთქვის მეშვეობით ნარჩუნდება. ასე რომ, ბიბლიის თანახმად, სული არის ცოცხალი არსება. სული მაშინ კვდება, როცა ღვთისგან ბოძებული სასიცოცხლო ძალა ტოვებს სხეულს (დაბადება 3:19; ეზეკიელი 18:20).
სულის უკვდავების დოგმატი ასეთ კითხვებს ბადებს: სად მიდიან სულები სიკვდილის შემდეგ? რა ემართებათ ბოროტთა სულებს? მას შემდეგ, რაც ქრისტიანულმა სამყარომ შეითვისა სწავლება სულის უკვდავების შესახებ, მას მოუწია კიდევ ერთი მცდარი შეხედულების შეთვისება. ეს არის სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ.
წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ეკლესიასტე 3:19; მათე 10:28; საქმეები 3:23.
სინამდვილეში:
სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს
-
-
მცდარი შეხედულება 2: ბოროტები ჯოჯოხეთში იტანჯებიანსაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
მცდარი შეხედულება 2: ბოროტები ჯოჯოხეთში იტანჯებიან
საიდან წარმოიშვა? „ჯოჯოხეთზე გავრცელებულ ტრადიციულ შეხედულებებზე ბერძენ კლასიკოს ფილოსოფოსთაგან ყველაზე დიდი გავლენა პლატონმა იქონია“ (Histoire des enfers, ჟორჟ მინუა, გვ. 50).
„ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის მეორე ნახევრიდან ქრისტიანებმა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერკვეოდნენ ბერძნულ ფილოსოფიაში, თავიანთი მრწამსის ფილოსოფიური თეორიებით გადმოცემა მოიწადინეს . . . ყველაზე მეტად მათ პლატონიზმი [პლატონის სწავლებები] მოირგეს“ (The New Encyclopædia Britannica, 1988, ტ. 25, გვ. 890).
„ეკლესია მხარს უჭერს სწავლებას ჯოჯოხეთის არსებობისა და მისი დაუსაბამობის შესახებ. სასიკვდილო ცოდვის ჩამდენი ადამიანის სული სხეულის სიკვდილისთანავე ჯოჯოხეთში მიდის, სადაც მარადიულ ცეცხლში იტანჯება. ჯოჯოხეთის ყველაზე მტანჯველი სასჯელი ღვთისგან სამუდამო განშორებაა“ (Catechism of the Catholic Church, 1994 წლის გამოცემა, გვ. 270). „მოუნანიებელი სულები სატანჯველს ეძლევიან“ („დოგმატური ღმრთისმეტყველება“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი, 2004, გვ. 152).
რას ამბობს ბიბლია? „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
სიტყვა „შავეთი“, რომელიც ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან „შეოლ“, მიუთითებს მკვდრების სამყოფელზე. ბიბლიის ზოგ თარგმანში „შეოლი“ ჯოჯოხეთად არის ნათარგმნი. რას გვეუბნება ბიბლიის ეს მუხლები მკვდრების მდგომარეობის შესახებ? იტანჯებიან ისინი შეოლში სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო? არა, რადგან მათ „არაფერი იციან“. საშინელი სენით გატანჯული პატრიარქი იობი ამიტომ ევედრებოდა ღმერთს: «ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთსა შინა“, ძველი აღთქმის ორტომეული (იდ-იგ)] დამმალავდე» (იობი 14:13). განა ითხოვდა იობი მარადიულ სატანჯველში დამალვას? ბიბლიის თანახმად, ჯოჯოხეთი კაცობრიობის საერთო სამარეა, სადაც ადამიანები უმოქმედო მდგომარეობაში არიან.
ეს ახსნა უფრო ლოგიკური და ბიბლიასთან შეთანხმებულია. განა შეიძლება, რომ სიყვარულის ღმერთმა მარადიულად ტანჯოს ადამიანი, თუნდაც საშინელი დანაშაულის გამო? (1 იოანე 4:8). თუ სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ მცდარია, რისი თქმა შეიძლება ზეციერ ცხოვრებაზე?
წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ფსალმუნი 146:3, 4; საქმეები 2:25—27; რომაელები 6:7, 23.
სინამდვილეში:
ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში არ ტანჯავს
[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Barrators—Giampolo/The Doré Illustrations For Dante’s Divine Comedy/Dover Publications Inc.
-
-
მცდარი შეხედულება 3: ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდისსაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
მცდარი შეხედულება 3: ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის
საიდან წარმოიშვა? იესოს მოციქულების სიკვდილის შემდეგ ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში ასპარეზზე პირველი ეკლესიის მამები გამოვიდნენ. ერთ ენციკლოპედიაში მათ სწავლებებთან დაკავშირებით ნათქვამია: „მოძღვრების მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სიკვდილის შემდეგ განწმენდის პროცედურების დასასრულს სხეულს განშორებული სული ზეციურ ნეტარებას ეზიარება“ (New Catholic Encyclopedia, 2003, ტ. VI, გვ. 687).
რას ამბობს ბიბლია? „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).
მართალია იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ ზეცაში ადგილს მოუმზადებდა, მაგრამ ამით იმის თქმა არ უნდოდა, რომ ყველა მართალი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ზეცაში წავიდოდა (იოანე 3:13; 14:2, 3). იესო ლოცულობდა, რომ ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). სინამდვილეში, მართლებისთვის ღმერთს ორი ჯილდო აქვს გამზადებული. მათი მცირე ნაწილი ქრისტესთან ერთად იმეფებს ზეცაში, ხოლო უმეტესობა დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად (გამოცხადება 5:10).
დროთა განმავლობაში ადრეულმა ეკლესიამ ახლებურად დაიწყო დედამიწაზე თავისი როლის ახსნა. რა მოჰყვა ამას შედეგად? „გაბატონებული ეკლესია თანდათან ჩაენაცვლა ღვთის სამეფოს, რომელსაც ხალხი ელოდა“, — ნათქვამია „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ძალაუფლების განსამტკიცებლად ეკლესიამ დაიწყო პოლიტიკაში ჩარევა და დაივიწყა იესოს მითითება, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 15:19; 17:14—16; 18:36). რომის იმპერატორ კონსტანტინეს გავლენით ეკლესიამ დაამახინჯა ქრისტეს ზოგი სწავლება. მათ შორის იყო სწავლება ღვთის ბუნების შესახებ.
წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ფსალმუნი 37:10, 11, 29; იოანე 17:3; 2 ტიმოთე 2:11, 12.
სინამდვილეში:
კარგი ადამიანების უმეტესობა მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე და არა ზეცაში
[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]
Art Resource, NY
-
-
მცდარი შეხედულება 4: ღმერთი სამებაასაგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ნოემბერი
-
-
მცდარი შეხედულება 4: ღმერთი სამებაა
საიდან წარმოიშვა? წიგნში „რწმენა, ღმერთები ადამიანები“ ნათქვამია, რომ სამების დოგმატი შემუშავდა და დამტკიცდა ნიკეის (ახ. წ. 325) და კონსტანტინოპოლის (ახ. წ. 381) საეკლესიო კრებებზე. სახარებაში ეს ტერმინი არაა, მოძღვრება დაამუშავა ორიგენემ (III ს.) (აკაკი გელოვანი, თბილისი, 1990, გვ. 162). «ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სამების დოგმატი IV საუკუნის მეორე ნახევრის გამოგონებაა. ეს ასეც არის . . . დოგმატური ფორმულა „სამპიროვანი ღმერთი“ მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში» (New Catholic Encyclopedia, 1967, ტ. XIV, გვ. 299).
«ნიკეის კრება მოწვეულ იქნა [ახ. წ.] 325 წლის 20 მაისს. კონსტანტინე თვითონ თავმჯდომარეობდა კრებას და აქტიურად უძღვებოდა დისკუსიებს. მანვე წამოაყენა წინადადება . . . კრების მიერ მიღებულ სარწმუნოების სიმბოლოში ქრისტეს ღმერთთან დამოკიდებულების განმსაზღვრელი დოგმატის, „ერთარსის“ ჩამატების შესახებ . . . იმპერატორის შიშით ეპისკოპოსებმა, ორის გამოკლებით, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერეს სარწმუნოების სიმბოლოს» (Encyclopædia Britannica, 1970, ტ. VI, გვ. 386).
რას ამბობს ბიბლია? „მან [სტეფანემ], სულით წმიდით აღვსილმა, ცად აიხედა და იხილა დიდება ღმრთისა, და იესო, ღმრთის მარჯვნივ მდგომი. და თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცათა და ძეს კაცისას, ღმრთის მარჯვნივ მდგომს“ (საქმეები 7:55, 56; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
რას ვიგებთ ამ ხილვიდან? ღვთის მოქმედი ძალით აღვსილმა სტეფანემ დაინახა იესო, „ღმრთის მარჯვნივ მდგომი“. აშკარაა, რომ ზეცად ამაღლების შემდეგ იესო არ გამხდარა ღმერთი. ის ღვთისგან ცალკე მდგომი სულიერი არსება იყო. სტეფანეს ღვთის გვერდით მესამე პირი არ დაუნახავს. ერთ-ერთი დომინიკელი მღვდელი, რომელიც სამების დოგმატის ახსნას წმინდა წერილებით ცდილობდა, თავის წიგნში ასეთ დასკვნას აკეთებს: „აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთი სამპიროვანია . . . ახალ აღთქმაში ვერსად შეხვდებით“ (At the Dawn of Christianity—The Birth of Dogmas, მარი-ემილ ბუამარი).
კონსტანტინეს მიერ მხარდაჭერილი დოგმატი იმისთვის იყო გამიზნული, რომ მეოთხე საუკუნის ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას წერტილი დასმოდა. ამან კიდევ ერთი კითხვა წამოჭრა: იყო იესოს დედა მარიამი ღვთისმშობელი?
წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: მათე 26:39; იოანე 14:28; 1 კორინთელები 15:27, 28; კოლოსელები 1:15, 16.
სინამდვილეში:
სამების დოგმატი მხოლოდ მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბდა
[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]
Museo Bardini, Florence
-