საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w16 ნოემბერი გვ. 19-20
  • „საქმე დიდია“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „საქმე დიდია“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • მსგავსი მასალა
  • მადლობდეთ იეჰოვას ხელგაშლილობისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • იეჰოვა დიდად აკურთხებს გაცემის სულს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • მათმა ნამეტმა შეავსო ნაკლულობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
w16 ნოემბერი გვ. 19-20
მეფე დავითი ერთ კაცს აჩვენებს ტაძრის გეგმას; ძმა უყურებს ნახაზს

„საქმე დიდია“

იერუსალიმში მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარების დრო დადგა. ყველა მთავარი, სამეფო კარის მოხელე და ძლიერი ვაჟკაცი მეფე დავითის წინაშე დგას. ისინი აღფრთოვანებულები უსმენენ მეფის განცხადებას. იეჰოვამ დავითის ვაჟს, სოლომონს, საუცხოო შენობის აგება დაავალა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას მიეძღვნება. ხანში შესულმა ისრაელის მეფემ ღვთივშთაგონებით მიიღო ამ ნაგებობის გეგმა და ის სოლომონს გადასცა. მან თქვა: „საქმე დიდია, რადგან დიდებული სახლი იეჰოვა ღმერთისთვისაა და არა კაცისთვის“ (1 მატ. 28:1, 2, 6, 11, 12; 29:1).

შემდეგ დავითმა ყველას გასაგონად იკითხა: „ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“ (1 მატ. 29:5). როგორი რეაქცია გექნებოდათ, იქ რომ ყოფილიყავით? აღძრული იქნებოდით ამ დიდი საქმის მხარდასაჭერად? ისრაელებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს. „გაახარა ხალხი შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი“ (1 მატ. 29:9).

საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ იერუსალიმის ტაძარზე გაცილებით დიდებული სულიერი ტაძარი დააარსა. მასში იგულისხმება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე თაყვანი ვცეთ და დავუახლოვდეთ იეჰოვას (ებრ. 9:11, 12). დღეს იეჰოვა მოწაფეების მომზადების საქმის მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, რომ მას შეურიგდნენ (მათ. 28:19, 20). შედეგად, ყოველ წელს მილიონობით ბიბლიის შესწავლა ტარდება, ათასობით შემსწავლელი ინათლება და ასობით ახალი კრება ყალიბდება.

შესაბამისად საჭირო ხდება უფრო მეტი ბიბლიური ლიტერატურის დაბეჭდვა, მეტი სამეფო დარბაზის აშენება და შეკეთება, აგრეთვე კონგრესის ჩასატარებელი ადგილების შეძენა ან დაქირავება. ალბათ, ეთანხმებით, რომ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება სიხარულის მომტანი დიდებული საქმიანობაა (მათ. 24:14).

ღვთისა და მოყვასის სიყვარული და სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების გადაუდებლობა აღძრავს ღვთის ხალხს, „იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით“, ანუ ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. რამხელა სიხარული მოაქვს იეჰოვასთვის ჩვენი ქონებიდან პატივის მიგებას და იმის დანახვას, რომ ეს სახსრები კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საქმის შესასრულებლად გონივრულად იხარჯება! (იგავ. 3:9).

მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის შესაწირავის გაღების საშუალებები

ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს კრების შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“ (1 კორ. 16:2). ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს. შემწირველს შეუძლია ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი უშუალოდაც გადასცეს ადგილობრივ ფილიალს. შესაწირავის სახეობებია:

შესაწირავი, რომელსაც შემწირველი უკან აღარ მოითხოვს

  • შესაწირავი თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ბანკის მეშვეობით, აგრეთვე სადებეტო და საკრედიტო ბარათების მეშვეობით ჩვენი ვებ-გვერდიდან jw.org.

  • შესაძლებელია ნაღდი ფულის, ძვირფასეულობის ან სხვა ფასეული ნივთების შეწირვაც. შეწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შესაწირავია.

შესაწირავის გაღება თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობით

  • ფულის შეწირვა იმ პირობით, რომ შემწირველი საჭიროების შემთხვევაში უკან დაიბრუნებს თანხას.

  • გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ფილიალს.

დაგეგმილი შესაწირავი

ფულადი საჩუქრისა და სხვა ფასეული ნივთების გაღების გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი. მათ არჩევამდე საჭიროა შემწირველი დაუკავშირდეს ადგილობრივ ფილიალს.

უძრავი ქონება: შემწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ იურიდიულ პირს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. უძრავი ქონების გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ფილიალს.

ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ იურიდიულ პირს კანონით დადგენილი წესის მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

სხვა: შესაწირავის სახით შესაძლებელია აგრეთვე შეწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები. გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ფილიალს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ ვებ-გვერდის jw.org საწყისი გვერდის ბოლოში არსებულ ბმულზე „გაიღეთ შესაწირავები ჩვენი მსოფლიო საქმიანობის მხარდასაჭერად“ ან მიმართეთ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება