თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2010 წლის 25 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის 6 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 25 ოქტომბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. რას ვსწავლობთ მეფე აზარიას (უზია) ცხოვრებაზე დაკვირვებით? (2 მეფ. 15:1—6) [w91 7/15 გვ. 29, 30 (რუს.)].
2. რატომ არის 2 მეფეების 15:30-ში ნათქვამი, რომ იუდას მეფის „იოთამის მეფობის მეოცე წელი“ იდგა, მაშინ როცა ბიბლიის სხვა მონაკვეთში მასზე ნათქვამია, რომ მხოლოდ 16 წელი იმეფა? (2 მატ. 27:7, 8) [it-2 გვ. 119, აბზ. 5 (ინგლ.)].
3. ვინ არიან 2 მეფეების 17:29-ში მოხსენიებული სამარიელები? [it-2 გვ. 847, აბზ. 7 (ინგლ.); w90 12/1 გვ. 3, აბზ. 3 (რუს.)].
4. რატომ წერია იეჰოვაზე, რომ ის წინასწარ განიზრახავს, რას გააკეთებს მომავალში? (2 მეფ. 19:25) [w99 8/15 გვ. 14, აბზ. 3].
5. 2 მეფეების 25:8, 25, 26-ის თანახმად, როდის დაიწყებოდა იერუსალიმის გაპარტახების 70-წლიანი პერიოდის შესახებ წინასწარმეტყველების შესრულება? [it-1 გვ. 415, აბზ. 6 — გვ. 416, აბზ. 1, 2; გვ. 463, აბზ. 4 (ინგლ.); w06 1/15 გვ. 19, აბზ. 1].
6. რატომ წერია 1 სამუელის 16:10, 11-ში, რომ დავითი იესეს მერვე ვაჟი იყო, მაშინ როცა ეზრა მეშვიდედ მოიხსენიებს? (1 მატ. 2:15) [w02 9/15 გვ. 31].
7. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ძველ დროში მცხოვრებ გალაადელებს? (1 მატ. 5:10, 18—22) [w05 10/1 გვ. 9, აბზ. 7].
8. რას ვსწავლობთ კარიბჭეების მცველი ლევიანებისგან? (1 მატ. 9:26, 27) [w05 10/1 გვ. 9, აბზ. 8].
9. რა როლს ასრულებდა მუსიკა ძველი ისრაელის ცხოვრებაში? (1 მატ. 9:33) [w09 12/1 გვ. 29, აბზ. 2— გვ. 30, აბზ. 3; it-2 გვ. 452, აბზ. 9 (ინგლ.)].
10. რატომ იყო დავითის რეაქცია არასწორი, როგორც ამას 1 მატიანეს 13:11-ში ვკითხულობთ? [w05 10/1 გვ. 11].