თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2012 წლის 27 თებერვლით დაწყებულ კვირაში. ფრჩხილებში მოცემული თარიღი მიუთითებს იმ კვირაზე, როცა განხილული იქნება ეს საკითხი, რაც საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ იმ კვირის სკოლის პროგრამისთვის.
1. სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვა გვასამართლებს უფრო მოწყალებით, ვიდრე სამართლიანობით? (ეს. 30:18) [9 იანვ. w02 3/1 გვ. 30]
2. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ შებნამ დაკარგა თავისი მდგომარეობა, როგორც გამგებელმა? (ეს. 36:2, 3, 22) [16 იანვ. w07 1/15 გვ. 8 აბზ. 6]
3. რას ვსწავლობთ განსაცდელებთან გამკლავების შესახებ ესაიას 37:1, 14—20-იდან? [16 იანვ. w07 1/15 გვ. 9 აბზ. 1, 2]
4. როგორ ამხნევებს ესაიას 40:31 იეჰოვას მსახურებს? [23 იანვ. w96 6/15 გვ. 10, 11 (ინგლ.)]
5. რა მომავალი თავდასხმის მხედველობაში მიღებისას არის ესაიას 41:14-ში ჩაწერილი იეჰოვას სიტყვები განსაკუთრებით გამამხნევებელი? [23 იანვ. ip-2 გვ. 24 აბზ. 16]
6. როგორ ვაჩვენებთ იეჰოვას, რომ „სიმართლის მიმდევარნი“ ვართ? (ეს. 51:1) [6 თებ. ip-2 გვ. 165 აბზ. 2]
7. ვინ იგულისხმება ესაიას 53:12-ში მოხსენიებულ „მრავალში“ და, რას ვსწავლობთ მათდამი იეჰოვას დამოკიდებულებიდან? [13 თებ. ip-2 გვ. 213 აბზ. 34]
8. ღვთის ხალხს შორის ბოლო დღეებში მომხდარი რა ცვლილებებია სიმბოლურად აღწერილი ესაიას 60:17-ში? [20 თებ. ip-2 გვ. 316 აბზ. 22]
9. რა მნიშვნელობა აქვს „კეთილგანწყობის წელიწადს“, რომელიც იესოსა და მის მიმდევრებს უნდა გაეცხადებინათ? (ეს. 61:2) [20 თებ. ip-2 გვ. 324, 325 აბზ. 7, 8]
10. იეჰოვას რომელ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას ესაიას 63:9? [27 თებ. w03 7/1 გვ. 19 აბზ. 22, 23]