კუნძულ ტუვალუზე მაუწყებელი ერთ კაცს სთავაზობს ბუკლეტს „მკვდრეთით აღდგომა“
შეთავაზების ნიმუშები
„გამოიღვიძეთ!“
შეეკითხე: რატომ უნდა მოვემზადოთ საგანგებო სიტუაციებისთვის?
წაუკითხე: იგავ. 27:12.
შესთავაზე: ამ ჟურნალიდან გავიგებთ, რის გაკეთება გვმართებს საგანგებო სიტუაციის შექმნამდე, მის დროს და მის შემდეგ.
ასწავლე ჭეშმარიტება
შეეკითხე: როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს?
წაუკითხე: 1 იოან. 5:3.
დაანახვე ჭეშმარიტება: ღვთისადმი სიყვარულს ვავლენთ, როცა ვიცავთ მის მცნებებს.
„იქნება მკვდრეთით აღდგომა?“ (T-35)
შეეკითხე: ბევრი ადამიანი მიცვალებულებისთვის პატივის მისაგებად ყოველწლიურ დღესასწაულებს მართავს. შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ კვლავ ვიხილავთ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდან?
წაუკითხე: საქ. 24:15.
შესთავაზე: ამ ბუკლეტში განხილულია, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე იმის ცოდნამ, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა [თუ საშუალება მოგეცემა, აჩვენე ვიდეო „არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?“].
თავად შეადგინე შეთავაზება:
შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.