საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 თებერვალი გვ. 25
  • ღიმილმა რა ქნა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღიმილმა რა ქნა
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • მსგავსი მასალა
  • სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • „სტენდებით ქადაგებას ყველგან კარგი შედეგი მოაქვს“
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით ამოიცნობიან — გაუფრთხილდით ერთობას
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • ღიმილი გამშვენებთ!
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 თებერვალი გვ. 25

ღიმილმა რა ქნა

მოღიმარი ჰელენი დგას ლიტერატურის სტენდთან; ორმა გოგონამ მას გვერდით ჩაუარა.

ფილიპინებში, ქალაქ ბაგიოს საქმიან უბანში ორი გოგონა მიაბიჯებდა. მათ გზად მოწმეების სტენდი შენიშნეს, თუმცა ახლოს არ მისულან. სტენდთან მდგომმა დამ, ჰელენმა, ორივეს თბილად გაუღიმა. გოგონებმა გზა განაგრძეს, მაგრამ ჰელენის თბილმა ღიმილმა მათზე წარუშლელი კვალი დატოვა.

მოგვიანებით, როცა ორივენი სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ, ფანჯრიდან მოწმეების დარბაზზე გაკეთებული აბრა შენიშნეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა jw.org და გაახსენდათ, რომ მსგავსი ნიშანი სტენდზეც ჰქონდათ ნანახი. ისინი ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ჭიშკარზე გამოკრული სხვადასხვა კრების შეხვედრის განრიგს გადახედეს.

ეს ორი გოგონა იღიმის იეჰოვას მოწმეთა დარბაზში ჰელენის დანახვაზე.

ორივენი დაესწრნენ ერთ-ერთ შეხვედრას. აბა გამოიცანით, ვინ დაინახეს დარბაზში? სწორად მიხვდით, ჰელენი! მათ მაშინვე იცნეს ის ქალბატონი, რომელიც სტენდთან იდგა და გულთბილად უღიმოდა. ჰელენი იხსენებს: „როცა ჩემთან მოვიდნენ, ცოტა ავღელდი. ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი“. მაგრამ გოგონებმა ყველაფერი აუხსნეს.

მათ ძალიან მოეწონათ კრების შეხვედრა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა. თავი ძალიან შინაურულად იგრძნეს. შეხვედრის ბოლოს, როცა დაინახეს, რომ და-ძმებმა დარბაზის დალაგება დაიწყეს, თავადაც გამოთქვეს დალაგებაში მონაწილეობის სურვილი. ამ გოგონებიდან ერთ-ერთი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა, მეორე კი ესწრება შეხვედრებს და სწავლობს ბიბლიას. აი, რა ქნა ღიმილმა!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება