იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დღეს
უგანდა
ჭეშმარიტებასმოწყურებულ უგანდელებს ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე საზარელ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება. გაიგებთ, როგორ ახერხებდნენ ისინი აკრძალვის მიუხედავად კრების შეხვედრების ჩატარებას ღია ცის ქვეშ. შეიტყობთ, რას ნიშნავს „ობვაკაბაკა ბვა კატონდა“ და რა მხრივ გაკავშირებთ ეს ფრაზა ამ ერთგულ და-ძმებთან.
ალბანეთი
როგორ არსებობდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მაშინ, როცა არც ერთ რელიგიას არ ჰქონდა არსებობის უფლება? დარჩებოდნენ ძმები მტკიცენი მრავალსაათიანი უსასტიკესი წამების მიუხედავად? რა რჩევა მისცა სიკვდილის პირას მყოფმა ერთგულმა ძმამ ახალგაზრდა ძმებს, რომელთაც პატიმრობა ემუქრებოდათ? ზემოთ მოყვანილ კითხვებზე პასუხებს თქვენ გაიგებთ ამ წიგნში მოცემული რწმენის განმამტკიცებელი ისტორიიდან, რომელიც მოგითხრობთ ალბანელი და-ძმების ერთგულებასა და სიმტკიცეზე.
ბელიზი
იეჰოვას თავმდაბალმა და დაუზარელმა მსახურებმა თეოკრატიული გზა გაიკვალეს ქვეყანაში, სადაც მრავალი კულტურა იყრის თავს. გაიგებთ, რა მოხდა „ბრძოლის ველზე“ და როგორ გაუმკლავდნენ იეჰოვას მოწმეები ქარიშხალ „ჰეტის“ სასტიკ რისხვას. წაიკითხავთ საზღვაო სამქადაგებლო მოგზაურობებზე ბელიზის თვალწარმტაც ბარიერულ რიფზე.