საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb14 გვ. 112-113
  • საიდუმლო გაერთიანებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საიდუმლო გაერთიანებები
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2014
yb14 გვ. 112-113

სიერა-ლეონე და გვინეა

საიდუმლო გაერთიანებები

დასავლეთ აფრიკაში მრავალი საიდუმლო გაერთიანებაა; მათი წევრები სხვადასხვა ტომისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომელთაც განსხვავებული ენა და კულტურა აქვთ. ეს გაერთიანებები წარმართავენ თავიანთი წევრების სოციალურ, საგანმანათლებლო თუ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა მათი ამოსავალი წერტილი რელიგიაა. ორი ყველაზე დიდი საიდუმლო გაერთიანებაა „პორო“ (მამაკაცებისთვის) და „სანდე“ (ქალებისთვის).a „პოროს“ წევრები ცდილობენ, „მართონ სულები და დარწმუნდნენ, რომ ისინი მათ საკეთილდღეოდ მოქმედებენ“ (Initiation, 1986).

მთელი 112, 113 გვერდები დათმობილი აქვს სურათს

„პოროს“ გაერთიანების ახალ წევრებს ასწავლიან ჯადოქრობას და საიდუმლოებებს სულიერი სამყაროს შესახებ. გარდა ამისა, როდესაც რომელიმე მამაკაცს თავიანთ გაერთიანებაში იღებენ, ასრულებენ რიტუალს, რომლის დროსაც მის სხეულს დაღავენ. „სანდეს“ გაერთიანების ახალი წევრებიც, რომლებიც მხოლოდ ქალები არიან, სპირიტული რიტუალების ჩატარებას სწავლობენ. წესისამებრ, მათ კასტრაციას უტარებენ. თუმცა ზოგ რეგიონში შეწყვიტეს ამ რიტუალის შესრულება.

სხვა საიდუმლო გაერთიანებები წესებს ადგენენ სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით და სპირიტული სეანსებით მკურნალობენ ფსიქიკურ აშლილობასა თუ სხვა დაავადებებს. სიერა-ლეონეში სამოქალაქო ომის დროს ერთი საიდუმლო გაერთიანება ირწმუნებოდა, რომ მის წევრებს ნასროლი ტყვია ვერაფერს ავნებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიცრუე აღმოჩნდა.

საიდუმლო გაერთიანებების წევრებს ეკრძალებათ, გარეშეებს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და ასწავლონ რიტუალების შესრულება. ვინც არ ემორჩილება გაერთიანების წესებსა და კანონებს, საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს.

a ზოგ რეგიონში „სანდეს“ გაერთიანება „ბონდოუს“ სახელითაა ცნობილი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება