საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 98-გვ. 101 აბზ. 2
  • ქადაგება გრძელდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქადაგება გრძელდება
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • ქვესათაურები
  • მისიონერები ფარულად განაგრძობენ მსახურებას
  • „გამხნევების წყარო“
  • მოწაფეების მომზადება გრძელდება
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 98-გვ. 101 აბზ. 2

დომინიკელთა რესპუბლიკა

ქადაგება გრძელდება

მისიონერები ფარულად განაგრძობენ მსახურებას

მოწმეების საქმიანობის აკრძალვა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მძიმე განსაცდელებისა, რაც ძმებს წინ ელოდათ. „დაიხურა სამეფო დარბაზები და აიკრძალა ჩვენი საქმიანობა. ბევრმა ჩვენმა ძვირფასმა და-ძმამ მძიმე განსაცდელი და ტანჯვა გამოიარა“, — იხსენებს მისიონერი ალმა პარსენი. მათ სამსახურიდან ითხოვდნენ და აპატიმრებდნენ. „ბევრჯერ აშკარად გვიგრძნია, როგორ გვხელმძღვანელობდა და გვიცავდა იეჰოვა“, — დასძენს და ალმა. იეჰოვაზე მინდობით ძმები ფარულად განაგრძობდნენ მსახურებას.

კრების შეხვედრების ჩატარება აგვიკრძალეს. ძმა ლენარტ ჯონსონი იხსენებს: «ძმები მალულად, პატარ-პატარა ჯგუფებად სახლებში ვიკრიბებოდით. იქ „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს ვიხილავდით, რომლის ასლებსაც მიმეოგრაფით ვაკეთებდით. ყველანი ძალიან ვაფასებდით იმ სულიერ საზრდოს, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა ამ პატარა ჯგუფს სულიერად გვაძლიერებდა».

სურათი 98 გვერდზე

როი და ხუანიტა ბრანტთები მათ შორის იყვნენ, ვინც აკრძალვის მიუხედავად ქვეყანაში დარჩნენ

ამასობაში მთავრობამ მოწმეების თვალთვალი და შევიწროება გააძლიერა, მაგრამ და-ძმები ამანაც ვერ შეაშინა. 1950 წლის 15 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნგრიამ ქვეყნის პრეზიდენტს მისწერა: „ბატონი ლი როი ბრანტთი და სხვა ხელმძღვანელები იეჰოვას მოწმეების ჯგუფიდან არაერთხელ დავიბარეთ ამ ოფისში და გავაფრთხილეთ, რომ ყველანაირი მათი პროპაგანდა, რაც ამ რესპუბლიკაში კანონით იკრძალებოდა, უნდა შეწყვეტილიყო. აშკარაა, რომ ამ ბრძანებას ისინი არ ემორჩილებიან. ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, რომ ისინი მალულად ეწევიან პროპაგანდას და აბუჩად იგდებენ მთავრობის გადაწყვეტილებას“. წერილის ბოლოს მინისტრი პრეზიდენტს ურჩევდა, რომ ქვეყნიდან გაეძევებინა იეჰოვას მოწმეების „უცხოელი ხელმძღვანელები“.

„გამხნევების წყარო“

1950 წლის მიწურულს დომინიკელთა რესპუბლიკას ძმები ნორი და ჰენშელი ესტუმრნენ. ამის შემდეგ ზოგი მისიონერი არგენტინაში, გვატემალასა და პუერტო-რიკოში გადანიშნეს. ზოგმა კი მუშაობა დაიწყო, რომ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაგალითად, ძმა ბრანტთმა ენერგოკომპანიაში დაიწყო მუშაობა, ხოლო სხვებმა — ინგლისურის მასწავლებლებად. 1951 წლის წელიწდეულში ამ მისიონერების შესახებ ეწერა: „აკრძალვის მიუხედავად, ქვეყანაში მათი დარჩენა გამხნევების წყარო აღმოჩნდა უფლის იმ ერთგული მიმდევრებისთვის, რომლებმაც მათგან გაიგეს ჭეშმარიტება. ყველას ახარებს იმის დანახვა, თუ რა გაბედულად ასრულებენ თავიანთ საქმეს“.

„ქვეყანაში მათი დარჩენა გამხნევების წყარო აღმოჩნდა ერთგულთათვის“

დოროთი ლოურენსი ერთ-ერთი იყო იმ მისიონერებს შორის, რომლებიც ინგლისურს ასწავლიდნენ. ის ინგლისურის გარდა დაინტერესებულებს ბიბლიასაც ასწავლიდა. დოროთი რამდენიმე ადამიანს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში.

გამუდმებული თვალთვალის მიუხედავად, იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები მსახურების გასაგრძელებლად სხვა გზებსაც მიმართავდნენ. ვინმეს ყურადღება, რომ არ მიეპყროთ, ზოგჯერ ისინი წიგნებს ნაწილებად შლიდნენ, ფურცლებს კეცავდნენ და შემდეგ ან პერანგის ჯიბეში იდებდნენ, ან პროდუქტების ჩანთაში. სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ფურცლები პროდუქტების სიას ჰგავდა. წიგნების, ბროშურების, ჟურნალების, განმეორებითი მონახულებებისა და საათების ნაცვლად, ფურცელზე ეწერა: პაპაია, ლობიო, კვერცხი, კომბოსტო და ისპანახი. ხოლო მიმეოგრაფით დაბეჭდილ „საგუშაგო კოშკს“ იმ მხარეში გავრცელებული ერთ-ერთი მცენარის სახელს, „იუკას“ (მანიჰოტი) ეძახდნენ.

„პროდუქტების სია“

  • სურათი 100 გვერდზე

    Lechosas (პაპაია) = წიგნები

  • Frijoles (ლობიო) = ბროშურები

  • Huevos (კვერცხი) = ჟურნალები

  • Repollos (კომბოსტო) = განმეორებითი მონახულებები

  • Espinacas (ისპანახი) = საათები

მოწაფეების მომზადება გრძელდება

1954 წლის 16 ივნისს რაფაელ ტრუხილიომ კონკორდატს მოაწერა ხელი, რითაც რომაულ კათოლიკურ ეკლესიას განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. ამ დროისთვის იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვიდან დაახლოებით ოთხი წელი იყო გასული. მიუხედავად ამისა, 1955 წლისთვის დომინიკელთა რესპუბლიკაში 478 მაუწყებელი იყო. რამ განაპირობა მათი რიცხობრივი ზრდა ასეთი რთული მდგომარეობის მიუხედავად? „ჩვენი სიმტკიცის საიდუმლო იეჰოვას წმინდა სულია. ერთსულოვნება და ძლიერი რწმენა ეხმარება ძმებს, გაბედულად იარონ წინ“, — ეწერა 1956 წლის წელიწდეულში.

1955 წლის ივლისში მსოფლიო მთავარ სამმართველოდან ძმებმა ნოტარიულად დამტკიცებული წერილი გაუგზავნეს ტრუხილიოს. წერილში ძმები დეტალურად ხსნიდნენ იეჰოვას მოწმეების ნეიტრალურ პოზიციას და თხოვნით მიმართავდნენ მას, «გაეუქმებინა ბრძანება, რომელიც კრძალავდა იეჰოვას მოწმეებისა და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საქმიანობას». რა შედეგი მოჰყვა ამ წერილს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება