საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 162-გვ. 163 აბზ. 2
  • ეკლესია ოცდაორმა კაცმა დატოვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ეკლესია ოცდაორმა კაცმა დატოვა
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 162-გვ. 163 აბზ. 2

დომინიკელთა რესპუბლიკა

ეკლესია ოცდაორმა კაცმა დატოვა

სურათი 162 გვერდზე

ხერმან გომერა 11 დედმამიშვილიდან მე-10 იყო. მას შემდეგ, რაც ხერმანს მამა და ორი და დაეღუპა, დედამისი, ლუისა, შვილებთან ერთად საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. მათ იქ მენონიტურ ეკლესიაში დაიწყეს სიარული, სადაც ლუისას ძმები დადიოდნენ თავიანთი ოჯახებით.

ხერმანი გვიყვება: «1962 წელს ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა ერთი წყვილი, რომლებიც სპეც-პიონერებად მსახურობდნენ. მათზე ამბობდნენ, ისინი თავიანთი „დემონური სწავლებებით“ ცდილობენ, ხალხი დაქსაქსონო. მიუხედავად ამისა, პინიას ოჯახმა წყვილი კეთილად მიიღო. პინიებს დიდი ოჯახი ჰქონდათ. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პიონერების თბილმა და მეგობრულმა დამოკიდებულებამ, ამიტომ მათ ყურადღებით მოუსმინეს. ამ შეხვედრის შემდეგ პინიების ოჯახმა და ჩემმა სამმა უფროსმა დამ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს».

ხერმანი განაგრძობს: «ერთხელ, როდესაც პიონერები პინიებთან მორიგი შესწავლის ჩასატარებლად მივიდნენ, მათ დედაჩემიც მიიპატიჟეს. მოწმეებმა წაიკითხეს ბიბლიური მუხლები, სადაც საუბარი იყო დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედზე. დედამ იკითხა: „აბა, რატომ ამბობენ ჩემს ეკლესიაში, რომ ზეცაში მივდივართო?“. მას შემდეგ, რაც ძმამ აუხსნა, თუ რას ამბობდა ბიბლია დედამიწაზე აღდგომასთან დაკავშირებით, დედამ ირწმუნა და ამის შესახებ სხვებთან დაიწყო საუბარი».

«როდესაც მენონიტური ეკლესიის პასტორებმა გაიგეს, რომ მათი ეკლესიის წევრები ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდნენ, მუქარითა და აგრესიით შეეცადნენ მათ გადარწმუნებას. მაქსიმინამ, პინიების ოჯახის დიასახლისმა, მათ უთხრა: „პატარა ბავშვი აღარა ვარ, ჩემი საქმისა მე ვიცი!“».

„საბოლოოდ, 22-მა მენონიტმა დატოვა ეკლესია და კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული ნაქირავებ სახლში. დედა 1965 წელს მოინათლა, მე კი — ოთხი წლის შემდეგ, 1969 წელს, 13 წლის ასაკში“.

სურათი 163 გვერდზე

ხერმანი თავის დებთან ერთად. ყველანი ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება