საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mrt სტატია 32
  • თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან
  • სხვადასხვა
  • მსგავსი მასალა
  • ბავშვები და სოციალური მედია | უნდა გამოიყენოს ჩემმა შვილმა სოციალური მედია? (ნაწილი 1)
    რჩევები ოჯახებს
  • როგორ მოქმედებს სოციალური მედია ჩემზე?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • ნუ მოექცევით დეზინფორმაციის გავლენაში
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • რა გავლენას ახდენს სოციალური მედია თქვენს შვილებზე?
    სხვადასხვა
იხილეთ მეტი
სხვადასხვა
mrt სტატია 32
მამაკაცი ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.

თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან

დღეს იმაზე მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე ოდესმე. ადვილია ისეთი სახის ინფორმაციის მოპოვებაც, რომელიც უსაფრთხოების დაცვასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს ისეთი ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა:

  • შეცდომაში შემყვანი ახალი ამბები

  • არასწორი ინფორმაცია

  • შეთქმულების თეორიები

მაგალითად, კოვიდ-19 პანდემიის დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საზოგადოება მასობრივი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ გააფრთხილა. „ჯანმრთელობისთვის საზიანო რჩევები და თაღლითური სამკურნალო მეთოდები უფრო და უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს“, — აღნიშნავს ის,— „უამრავ სიცრუეს მოისმენთ ტელევიზიისა და რადიოს მეშვეობით. ხალხი მასობრივად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით. ჩვეულებრივი რამ გახდა განსხვავებული ადამიანებისა და ჯგუფების მიმართ სიძულვილის გამოხატვა და მათი გაკრიტიკება“.

რასაკვირველია, დეზინფორმაციის გავრცელება ახალი მოვლენა არ არის. თუმცა ბიბლიაში ჩვენს დღეებთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტყველებია: „ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:1, 13). ინტერნეტის წყალობით ახლა ყველაზე ადვილია ცრუ ინფორმაციის სწრაფად მიღება და გაუცნობიერებლად გავრცელება. შედეგად, ჩვენი ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია და ახალი ამბების განყოფილება ივსება დამახინჯებული ფაქტებითა და ნახევრად მართალი ინფორმაციით.

როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი შეცდომაში შემყვანი და გადაუმოწმებელი ინფორმაციისგან? განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური რჩევა.

  • მამაკაცი ფიქრობს იმაზე, რაც ნახა და რაც მოისმინა.

    ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ხედავთ და რაც გესმით

    ბიბლიაში წერია: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

    თუ არ ვიფრთხილეთ, შეიძლება ადვილად მოვტყუვდეთ. მაგალითად, ტიტრებიანი გამოსახულებები და მოკლე ვიდეოები ძალიან გავრცელებულია ინტერნეტ სამყაროში, განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში. ასეთ მასალას ჩვეულებრივ „ინტერნეტ-მიმებს“ უწოდებენ და უმეტესად ისინი იუმორისტული ხასიათისაა. თუმცა, ფოტოებისა და ვიდეოკლიპების გადაკეთებით შეიძლება მოხდეს მათი დამახინჯება და კონტექსტიდან მოწყვეტა. გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთი ვიდეოების შექმნაც, სადაც ადამიანები იმას ამბობენ და აკეთებენ, რაც სინამდვილეში არასოდეს უთქვამთ და გაუკეთებიათ.

    „დეზინფორმაციის მაძიებელთა უმეტესობა ისეთ სოციალურ პლატფორმას სტუმრობს, სადაც განთავსებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული მასალა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მიმები“, — აქსიოს-მედია.

    დაფიქრდით: „ეს მასალა ფაქტებს ეფუძნება თუ უბრალოდ მიმია?“.

  • გამადიდებელი შუშა

    გადაამოწმე წყარო და შინაარსი

    ბიბლიაში წერია: „ყოველივე შეამოწმეთ“ (1 თესალონიკელები 5:21).

    სანამ რაიმე ამბის ვინმესთვის გადაგზავნას გადაწყვეტ, თუნდაც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდეს, გადაამოწმე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. როგორ?

    შეამოწმეთ ინფორმაციის წყაროს სანდოობა. ახალი ამბების კომპანიებმა და სხვა ორგანიზაციებმა შეიძლება საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გააშუქონ რაიმე ამბავი. ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით გადაამოწმეთ.ზოგჯერ შეიძლება მეგობრებმაც კი გაავრცელონ რაიმე დეზინფორმაცია ცუდი განზრახვის გარეშე ერთმანეთს შორის იმეილებითა და სოციალური ქსელების პოსტებით. ასე რომ, ნუ ენდობით ახალ ამბავს, სანამ არ გადაამოწმებთ პირველწყაროს.

    დარწმუნდით, რომ მოწოდებული მასალა ახალია და ზუსტი. დააკვირდით თარიღებს, დამადასტურებელ ფაქტებს და მტკიცებულებებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, როცა რაიმე რთული ინფორმაცია ძალიან მარტივადაა გადმოცემული ან მაშინ, როცა ახალი ამბავი იმაზეა გათვლილი, რომ ხალხში ემოციური ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

    „ფაქტების გადამოწმების ჩვევა ახლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელების ხშირად დაბანა“, — აღნიშნავს შრიდერ დარმაპური, გაეროს საკვების უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე უფლებამოსილი პირი.

    დაფიქრდით: „ეს საინფორმაციო გადაცემა ვინმეს შეხედულებებს ფაქტებად ხომ არ წარმოაჩენს ან საკითხის მხოლოდ ერთ მხარეს ხომ არ აშუქებს?“.

  • გადასამოწმებელი სია

    ფაქტებით იხელმძღვანელეთ და არა პირადი სიმპათიებით

    ბიბლიაში წერია: „საკუთარ თავზე დაიმედებული უგუნურია“ (იგავები 28:26).

    ჩვენ მიდრეკილნი ვართ იმისკენ, რომ ისეთი ინფორმაცია დავიჯეროთ, რაც გვინდა, რომ მართალი იყოს. ინტერნეტ კომპანიები ხშირად ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ათავსებენ ინფორმაციას ახალი ამბების განყოფილებაში. ისინი აგრეთვე მხედველობაში იღებენ იმასაც, თუ რა მასალა მოვიძიეთ ბოლო პერიოდში ინტერნეტით. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად რისი მოსმენაც გვინდა, მაინცდამაინც არ გვჭირდება.

    „როგორც წესი, ადამიანებს შეუძლიათ გონივრულად და ლოგიკურად მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ ჩვენი სურვილების, იმედების, შიშების და მოტივების გავლენით ხშირად იმას ვიჯერებთ, რაც გვინდა, რომ გვჯეროდეს“, — პიტერ დიტო, სოციალური ფსიქოლოგი.

    დაფიქრდით: „მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვენდობი ინფორმაციას, რომ უბრალოდ მინდა, ასე იყოს?“.

  • ცრუ ინფორმაციას ნაგვის ურნაში ისვრიან.

    შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება

    ბიბლიაში წერია: „არ გაავრცელო ცრუ ამბავი“ (გამოსვლა 23:1).

    გახსოვდეთ, რომ ინფორმაციას, რომელსაც სხვებს უზიარებთ, აქვს იმის ძალა, რომ მათ ფიქრებზე და ქმედებებზე მოახდინოს გავლენა. მაშინაც კი, თუ ცუდი განზრახვის გარეშე ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, შედეგები შეიძლება საზიანო იყოს.

    „ნომერ პირველი წესი ისაა, რომ შეჩერდე და დაფიქრდე, ხარ თუ არა ბოლომდე დარწმუნებული, რომ უნდა გაავრცელო ესა თუ ის ინფორმაცია. ყველა რომ ასე მოიქცეს, ინტერნეტით დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბები დრამატულად შემცირდება“, — აღნიშნავს პიტერ ადამსი, მედიაწიგნიერების პროექტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

    დაფიქრდით: „იმიტომ ვავრცელებ ამ ინფორმაციას, რომ დარწმუნებული ვარ მის სიზუსტეში?“.

სიმართლე შეთქმულების თეორიების შესახებ

„საზოგადოების ცნობიერებასა და ქცევაზე შეთქმულების თეორიები დღეს უფრო ახდენს გავლენას ვიდრე ოდესმე“, — აღნიშნავს შონა ბოუზი, მკვლევარი ფსიქოლოგი. აი, რა უნდა იცოდეთ შეთქმულების თეორიების შესახებ:

რა არის შეთქმულების თეორია? შეთქმულების თეორია არის ბრალდება, რომ ბოროტმა და ძალაუფლების მქონე ჯგუფებმა საიდუმლოდ დაგეგმეს მოვლენები, რითაც მნიშვნელოვან ან ფატალურ ზიანს მიაყენებენ სხვებს.

რატომაა სახიფათო? შეთქმულების თეორიების გავლენით ხალხმა შეიძლება უნდობლობა გამოუცხადოს ინფორმაციის სანდო წყაროებს და ჯანდაცვისა და უსაფრთხოების წესებიც კი უგულებელყოს. ასეთმა თეორიებმა შეიძლება ადამიანები შუღლისკენ წააქეზოს და იმისკენ უბიძგოს, რომ თავს დაესხან მათ, ვისზეც ფიქრობენ, რომ შეთქმულებაში მონაწილეობენ.

რატომ არის ასე პოპულარული? შეთქმულების თეორიები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „საზოგადოებრივი შფოთის, გაურკვევლობისა და ძნელბედობის ხანაში, ომებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების, მაგალითად, ცუნამების, მიწისძვრების და პანდემიების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს“, — აღნიშნულია ენციკლოპედიაში „ბრიტანიკა“. ამგვარი არეულობების დროს ხალხი იჯერებს შეთქმულების თეორიებს, რადგან ეს თეორიები ემთხვევა მათ შეხედულებებს ან უბრალოდ ეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ ხდება ამდენი ცუდი რამ.

როგორ დაგეხმარება ბიბლია, რომ თავი დაიცვა შეთქმულების თეორიების ზეგავლენისგან? ბიბლიური რჩევები გვეხმარება, ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები მწუხარების ჟამს. ბიბლია გვანახვებს, სინამდვილეში რა იწვევს დღეს არსებულ პრობლემებს და როგორ გადაიჭრება ისინი. მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ ვიდეოს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება