საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 46
  • ნამდვილად არსებობს ეშმაკი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნამდვილად არსებობს ეშმაკი?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • კიდევ რა მცდარი წარმოდგენა არსებობს ეშმაკზე?
  • საუკუნო სიცოცხლის მტერი
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ეშმაკი — უბრალოდ ცრურწმენის გადმონაშთი არ არის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანას და გაიქცევა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 46

ნამდვილად არსებობს ეშმაკი?

ბიბლია გვპასუხობს:

დიახ, ეშმაკი ნამდვილად არსებობს. ის არის სულიერი ქმნილება, „ქვეყნიერების მმართველი“, რომელიც გაბოროტდა და ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა (იოანე 14:30; ეფესოელები 6:11, 12). ბიბლია მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორი პიროვნებაა:

  • სატანა, რომელიც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“ (იობი 1:6).

  • ეშმაკი, რომელიც ნიშნავს „ცილისმწამებელს“ (გამოცხადება 12:9).

  • გველი, რომელსაც ბიბლია „მატყუარას“ მნიშვნელობით იყენებს (2 კორინთელები 11:3).

  • მაცდური (მათე 4:3).

  • ცრუ (იოანე 8:44).

ეშმაკი არ არის უბრალოდ ადამიანში არსებული ბოროტება

ზოგი ფიქრობს, რომ სატანა ეშმაკი უბრალოდ ადამიანებში არსებული ბოროტებაა. თუმცა, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ სატანა ღმერთს ელაპარაკებოდა. ღმერთი სრულყოფილია და ამიტომ, შეუძლებელია, ის თავის თავში არსებულ ბოროტებას დალაპარაკებოდა (კანონი 32:4; იობი 2:1—6). სატანა იესოსაც დაელაპარაკა, რომელიც უცოდველი იყო, და მისი ცდუნება სცადა (მათე 4:8—10; 1 იოანე 3:5). აქედან გამომდინარე, ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ეშმაკი რეალური პიროვნებაა და არა უბრალოდ ბოროტების განსახიერება.

გასაკვირია, რომ ბევრს არ სჯერა ეშმაკის არსებობის? სულაც არა, რადგან ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანა ეშმაკი მიზნის მისაღწევად არაერთ მზაკვრულ ხრიკს მიმართავს (2 თესალონიკელები 2:9, 10). ეშმაკმა ადამიანებს დააჯერა, რომ არ არსებობს და ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილია (2 კორინთელები 4:4).

კიდევ რა მცდარი წარმოდგენა არსებობს ეშმაკზე?

სიცრუე: ლუციფერი ეშმაკის კიდევ ერთი სახელია.

სინამდვილე: ებრაული სიტყვა, რომელსაც ზოგიერთი ბიბლია „ლუციფერად“ თარგმნის, „მანათობელს“ ნიშნავს (ესაია 14:12). კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვა ბაბილონის სამეფო დინასტიას ეხება, რომელიც ღმერთმა ქედმაღლობის გამო დაამდაბლა (ესაია 14:4, 13—20). სიტყვა „მანათობელი“ ბაბილონის დინასტიას ირონიულად მას შემდეგ უწოდეს, რაც ის დაეცა.

სიცრუე: ღმერთი სატანას „ხალხის დასასჯელად“ იყენებს.

სინამდვილე: ეშმაკი ღვთის მტერია და არა მისი მსახური. სატანა წინააღმდეგობას უწევს და ბრალს სდებს ღვთის მსახურებს (1 პეტრე 5:8; გამოცხადება 12:10).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება