საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 26
  • დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • ისმენს იეჰოვა ღმერთი ჩვენს ლოცვებს?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2021
  • ლოცვით დაუახლოვდით ღმერთს
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 26

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

ბიბლია გვპასუხობს:

ღმერთი პასუხობს მათ ლოცვებს, ვინც მისი ნებისამებრ გულწრფელად სთხოვს. მაშინაც კი, თუ აქამდე არასდროს გილოციათ, ღვთის იმ მსახურთა მაგალითებზე დაფიქრება, რომლებიც დახმარებისთვის ღმერთს მიმართავდნენ, აღგძრავთ, თქვენც შესთხოვოთ ღმერთს შველა. მაგალითად:

  • „დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მიხსენი შენი სიკეთისამებრ“ (ფსალმუნი 109:26).

  • „მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ ... შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი“ (ფსალმუნი 40:17).

რასაკვირველია, ამ სიტყვების დამწერს, ღვთისადმი უდიდესი რწმენა ჰქონდა. ღმერთი ყველას უსმენს, ვინც სწორი მოტივებით მიმართავს მას და „გულმოდრეკილი და სულგამწარებულია“ (ფსალმუნი 34:18).

ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთს ნაკლებად აღელვებს თქვენი საწუხარი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს; მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს“ (ფსალმუნი 138:6). უფრო მეტიც, იესომ თავის მოწაფეებს ერთხელ ასეთი რამ უთხრა: „თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია“ (მათე 10:30). ღმერთმა ისეთი წვრილმანებიც კი იცის თქვენზე, რაც თქვენთვის უცნობია. აქედან გამომდინარე, ნამდვილად შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ღმერთი მოისმენს თქვენს ლოცვას, როცა დახმარებას შესთხოვთ! (1 პეტრე 5:7).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება