ფსალმუნები
დავითის ფსალმუნი
27 იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და ხსნა.+
ვისი უნდა მეშინოდეს?!+
იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი.+
ვინ შემაძრწუნებს?!+
2 როცა ჩემი ხორცის შესაჭმელად მომიახლოვდნენ ბოროტმოქმედნი,+
ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი,+
წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი.+
3 ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ,+
არ შეკრთება ჩემი გული.+
ომიც რომ გაჩაღდეს ჩემ წინააღმდეგ,+
იმედიანად ვიქნები.+
ერთ რამეს ვესწრაფვი,+
რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+
ვიხილო იეჰოვას მშვენიერება+
და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+
5 უბედურების დღეს დამმალავს თავის თავშესაფარში,+
თავისი კარვის სამალავს შემაფარებს.+
მაღალ კლდეზე დამაყენებს.+
6 თავს ავწევ გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა.+
მის კარავში მხიარულ შეძახილს მივიტან მსხვერპლად.+
ვუმღერებ და ვუგალობებ იეჰოვას.+
8 გული შენს სიტყვებს მკარნახობს: „ესწრაფეთ ჩემი სახის ხილვას!“+
ვესწრაფვი შენი სახის ხილვას, იეჰოვა!+
რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.+
იყავი ჩემი მშველელი.+
ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო!+
13 რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!+