გამოცხადება
21 ვიხილე ახალი ცა+ და ახალი დედამიწა,+ რადგან წინანდელი ცა+ და წინანდელი დედამიწა+ მოისპო და ზღვა+ აღარ არის. 2 ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი,+ ახალი იერუსალიმი, ზეციდან,+ ღვთისგან ჩამომავალი და გამზადებული, როგორც ქმრისთვის+ მორთული პატარძალი.+ 3 გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი+ ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება,+ ისინი მისი ხალხი იქნებიან+ და თვითონ ღმერთი მათთან იქნება.+ 4 მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს+ თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი,+ აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი,+ რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.+
5 ტახტზე მჯდომმა+ თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“.+ შემდეგ თქვა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. 6 მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული.+ მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან.+ 7 მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი+ და ის იქნება ჩემი ძე.+ 8 მხდალებისა და ურწმუნოების,+ ბინძურებისა+ და მკვლელების,+ მეძავების,+ სპირიტიზმის მიმდევრების, კერპთაყვანისმცემლებისა+ და ყველა მატყუარას+ ხვედრი ტბაშია, რომელიც ცეცხლითა+ და გოგირდით+ იწვის. ეს მეორე სიკვდილს ნიშნავს“.+
9 მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით+ სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გიჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“.+ 10 მან სულის ძალით გადამიყვანა ძალიან დიდსა და მაღალ მთაზე+ და მაჩვენა წმინდა ქალაქი+ იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ეშვებოდა+ 11 და რომელსაც ღვთის დიდება ჰქონდა.+ ის უძვირფასეს ქვასავით ბზინავდა, როგორც გამჭვირვალე ბროლივით მბზინავი იასპი.+ 12 მას ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი+ და თორმეტი კარიბჭე. კარიბჭეებთან თორმეტი ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის ძეთა თორმეტი ტომის სახელები ეწერა.+ 13 სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით, და სამიც — დასავლეთით.+ 14 ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა თორმეტი+ ქვა კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი+ სახელით.
15 მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი+ ეჭირა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.+ 16 ქალაქს კვადრატის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე და სიგანე. მან ქალაქი+ ლერწმით გაზომა და თორმეტი ათასი სტადიონი* გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. 17 გაზომა მისი გალავანი და ას ორმოცდაოთხი წყრთა* გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომიც არის. 18 გალავანი იასპით+ იყო ნაგები, ხოლო ქალაქი სუფთა ოქროსი იყო, სუფთა მინის მსგავსი. 19 ქალაქის გალავნის საძირკვლები+ ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი:+ პირველი საძირკველი იყო იასპით,+ მეორე — საფირონით,+ მესამე — ქალცედონით, მეოთხე — ზურმუხტით,+ 20 მეხუთე — სარდონიქსით, მეექვსე — სარდიონით, მეშვიდე — ქრიზოლითით,+ მერვე — ბივრილით, მეცხრე — ტოპაზით,+ მეათე — ქრიზოპრაზით, მეთერთმეტე — ჰიაცინთით, მეთორმეტე — ამეთვისტოთი.+ 21 თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა.+ ქალაქის მთავარი ქუჩა სუფთა ოქროსი იყო, როგორც გამჭვირვალე მინა.
22 ტაძარი არ მიხილავს მასში,+ რადგან მისი ტაძარია+ ყოვლისშემძლე+ იეჰოვა+ ღმერთი და კრავი.+ 23 ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული+ და კრავი იყო მისი ლამპარი.+ 24 ხალხები მისი სინათლით ივლიან+ და დედამიწის მეფეები მასში მიიტანენ თავიანთ დიდებას.+ 25 დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება,+ იქ ღამე საერთოდ არ იქნება.+ 26 მიიტანენ იქ ხალხების დიდებასა და პატივს.+ 27 ვერ შევა იქ+ ვერაფერი უწმინდური, ვერც ერთი სისაძაგლის ჩამდენი+ და მატყუარა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი.+