საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 2 მეფეები 5
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

2 მეფეების მოკლე შინაარსი

      • ელისე ნაამანს კეთრისგან კურნავს (1—19).

      • გეხაზის სიხარბის გამო კეთრი ეყრება (20—27).

2 მეფეები 5:1

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საკვლევი ცნობარი“,

2 მეფეები 5:3

მარგინალური მუხლები

  • +1მფ. 19:16
  • +მთ. 8:2; 11:5; ლკ. 4:27

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი“,

    2/15, გვ. 9-10

    8/1, გვ. 10

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w08 2/15 9—10; w05 8/1 10

2 მეფეები 5:4

სქოლიოები

  • *

    შესაძლოა იგულისხმებოდეს ნაამანი.

2 მეფეები 5:5

სქოლიოები

  • *

    ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

  • *

    შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

2 მეფეები 5:7

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 32:39

2 მეფეები 5:8

მარგინალური მუხლები

  • +1მფ. 17:24; 19:16; 2მფ. 3:11, 12; 8:4

2 მეფეები 5:10

მარგინალური მუხლები

  • +ლვ. 14:7; რც. 19:4
  • +ინ. 9:6, 7

2 მეფეები 5:12

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 7:8

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

2 მეფეები 5:14

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 5:10
  • +იობ. 33:25
  • +ლკ. 4:27; 5:13

2 მეფეები 5:15

მარგინალური მუხლები

  • +ლკ. 17:15, 16
  • +ფსალმ. 96:4, 5; ეს. 43:10

2 მეფეები 5:16

მარგინალური მუხლები

  • +მთ. 10:8

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საგუშაგო კოშკი“,

    8/1, გვ. 9

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w05 8/1 9

2 მეფეები 5:17

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

2 მეფეები 5:18

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საგუშაგო კოშკი“,

    8/1, გვ. 9

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w05 8/1 9

2 მეფეები 5:20

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 4:12; 8:4
  • +1მფ. 17:24
  • +2მფ. 5:1; ლკ. 4:27

2 მეფეები 5:22

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 5:5

2 მეფეები 5:23

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 5:16

2 მეფეები 5:24

სქოლიოები

  • *

    ადგილი სამარიაში, შესაძლოა იყო გორა ან ციხესიმაგრე.

2 მეფეები 5:25

მარგინალური მუხლები

  • +სქ. 5:8, 9

2 მეფეები 5:26

მარგინალური მუხლები

  • +მთ. 10:8; ლკ. 12:15; სქ. 20:33; 1ტმ. 6:10

2 მეფეები 5:27

მარგინალური მუხლები

  • +2მფ. 5:1
  • +გმ. 4:6; რც. 12:10

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

2 მეფ. 5:31მფ. 19:16
2 მეფ. 5:3მთ. 8:2; 11:5; ლკ. 4:27
2 მეფ. 5:7კნ. 32:39
2 მეფ. 5:81მფ. 17:24; 19:16; 2მფ. 3:11, 12; 8:4
2 მეფ. 5:10ლვ. 14:7; რც. 19:4
2 მეფ. 5:10ინ. 9:6, 7
2 მეფ. 5:12ეს. 7:8
2 მეფ. 5:142მფ. 5:10
2 მეფ. 5:14იობ. 33:25
2 მეფ. 5:14ლკ. 4:27; 5:13
2 მეფ. 5:15ლკ. 17:15, 16
2 მეფ. 5:15ფსალმ. 96:4, 5; ეს. 43:10
2 მეფ. 5:16მთ. 10:8
2 მეფ. 5:202მფ. 4:12; 8:4
2 მეფ. 5:201მფ. 17:24
2 მეფ. 5:202მფ. 5:1; ლკ. 4:27
2 მეფ. 5:222მფ. 5:5
2 მეფ. 5:232მფ. 5:16
2 მეფ. 5:25სქ. 5:8, 9
2 მეფ. 5:26მთ. 10:8; ლკ. 12:15; სქ. 20:33; 1ტმ. 6:10
2 მეფ. 5:272მფ. 5:1
2 მეფ. 5:27გმ. 4:6; რც. 12:10
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
ბიბლია
2 მეფეები 5:1-27

მეფეები — წიგნი მეორე

5 სირიის მეფის მხედართმთავარი ნაამანი სახელგანთქმული კაცი იყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდა თავისი ბატონი, რადგან იეჰოვამ მისი მეშვეობით მოაპოვებინა გამარჯვება სირიას. მამაცი ვაჟკაცი იყო ნაამანი, თუმცა კეთრით იყო დაავადებული. 2 ერთხელაც, როცა სირიელები სათარეშოდ იყვნენ გასულები, ისრაელიდან ტყვედ წამოიყვანეს ერთი პატარა გოგონა, რომელიც ნაამანის ცოლის მსახური გახდა. 3 უთხრა გოგონამ თავის ქალბატონს: „ნეტავ მივიდოდეს ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან+ სამარიაში, ის განკურნავდა მას კეთრისგან!“+ 4 ეახლა ის* თავის ბატონს და ებრაელი გოგონას ნათქვამს მოუყვა. 5 სირიის მეფემ მიუგო: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან“. ისიც წავიდა და თან წაიღო 10 ტალანტი* ვერცხლი, 6 000 შეკელი* ოქრო და 10 ხელი ტანსაცმელი. 6 მიუტანა მან წერილი ისრაელის მეფეს, სადაც ეწერა: „გიგზავნი წერილს და მასთან ერთად ჩემს მსახურ ნაამანს, რომ კეთრისგან განკურნო“. 7 ისრაელის მეფემ წერილი რომ წაიკითხა, ტანსაცმელი შემოიხია და თქვა: „ღმერთი ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე?!+ კაცს მიგზავნის, კეთრისგან განკურნეო. ხომ ხედავთ, როგორ ცდილობს, შარი მომდოს!“ 8 გაიგო ელისემ, ღვთის კაცმა, ისრაელის მეფემ ტანსაცმელი შემოიხიაო და მაშინვე შეუთვალა: „რატომ შემოიხიე ტანსაცმელი? მოვიდეს ჩემთან, რათა გაიგოს, რომ არის ისრაელში წინასწარმეტყველი!“+ 9 მივიდა ნაამანი თავისი ცხენებითა და საომარი ეტლებით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 10 წინასწარმეტყველმა მაცნის პირით შეუთვალა: „წადი, შვიდჯერ+ განიბანე იორდანეში,+ განგიახლდება კანი და განიწმინდები“. 11 განრისხდა ნაამანი, გაბრუნდა და თქვა: „მეგონა, ჩემთან მოვიდოდა, დადგებოდა, მოუხმობდა თავისი ღვთის, იეჰოვას, სახელს, ხელს დაავადებულ კანზე მომატარებდა და განმკურნავდა. 12 განა დამასკოს+ მდინარეები, აბანა და ფარფარი, მთელი ისრაელის წყლებს არ სჯობია?! იქ ვერ განვიბანებოდი და ვერ განვიწმინდებოდი?!“ გაბრუნდა და წავიდა განრისხებული.

13 მივიდნენ მასთან მსახურები და უთხრეს: „მამა, რთული საქმე რომ დაევალებინა, ხომ გააკეთებდი?! ეს კი მხოლოდ იმას გეუბნება, განიბანე და განიწმინდებიო“. 14 მაშინ ჩავიდა იორდანეში და შვიდჯერ ჩაყვინთა, როგორც ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი;+ განუახლდა კანი პატარა ბავშვის კანივით+ და განიწმინდა.+

15 მთელ თავის ამალასთან ერთად დაბრუნდა ღვთის კაცთან,+ დადგა მის წინაშე და უთხრა: „ახლა ვიცი, რომ ისრაელის გარდა დედამიწაზე სხვაგან არსად არის ღმერთი.+ მიიღე ძღვენი შენი მსახურისგან!“ 16 ელისემ მიუგო: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, რომელსაც ვემსახურები, შენგან არაფერს ავიღებ!“+ ნაამანი თავისას არ იშლიდა, ელისე კი უარზე იდგა. 17 ბოლოს ნაამანმა უთხრა: „მაშინ იმდენი მიწა მიეცი შენს მსახურს, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რადგან ამიერიდან შენი მსახური იეჰოვას გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავს დასაწვავ მსხვერპლსა და შესაწირავს. 18 ერთი კი აპატიოს იეჰოვამ შენს მსახურს: როცა ჩემი ბატონი რიმონის ტაძარში თაყვანსაცემად მიდის, ჩემს ხელს ეყრდნობა ხოლმე, ჰოდა, მეც მიწევს ტაძარში მასთან ერთად მუხლის მოყრა, და, როცა მუხლს მოვიყრი ხოლმე ტაძარში, აპატიოს ეს იეჰოვამ შენს მსახურს“. 19 მან მიუგო: „წადი მშვიდობით!“ ისიც წავიდა. კარგა მანძილი ექნებოდა ნაამანს გავლილი, 20 როცა გეხაზიმ,+ ღვთის კაცის,+ ელისეს, მსახურმა თქვა: „არ გამოართვა ჩემმა ბატონმა სირიელ ნაამანს+ ძღვენი. ცოცხალ ღმერთ იეჰოვას ვფიცავ, დავედევნები და რაღაცას მაინც გამოვართმევ!“ 21 დაედევნა გეხაზი ნაამანს. დაინახა ნაამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ჩამოვიდა ეტლიდან, შეეგება და ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა?“ 22 მან მიუგო: „მშვიდობაა! ჩემმა ბატონმა გამომგზავნა და დამაბარა: სულ ახლახან ეფრემის მთიანი მხარიდან ორი ყმაწვილი მეწვია, წინასწარმეტყველთა ძეები, და იქნებ მისცე მათ 1 ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელიო“.+ 23 ნაამანმა უთხრა: „გამომართვი 2 ტალანტი!“ აძალებდა+ და ბოლოს 2 ტალანტი ვერცხლი ორ ტომარაში ჩაუდო, ორი ხელი ტანსაცმელიც ჩაუწყო და მათ წასაღებად ორი მსახურიც გააყოლა თან.

24 ოფელში* მისვლისთანავე გეხაზიმ გამოართვა მათ, რაც წამოიღეს და სახლში დააწყო, ისინი კი უკან გაუშვა. ისინიც წავიდნენ. 25 მივიდა იგი თავის ბატონთან. ელისემ ჰკითხა: „გეხაზი, სად იყავი?“ მან მიუგო: „არსად ყოფილა შენი მსახური“.+ 26 მან უთხრა: „განა იქ არ იყო ჩემი გულიც, როცა ის კაცი ეტლიდან ჩამოვიდა შენთან შესაგებებლად?! განა ახლა იმის დროა, რომ ისურვო ვერცხლი, ტანსაცმელი, ზეთისხილი, ვენახი, ცხვარ-ძროხა და მსახურები?!+ 27 ნურასოდეს მოგცილდებათ ნაამანის კეთრი+ შენ და შენს შთამომავლობას!“ მაშინვე გავიდა იგი მისგან კეთროვანი, თოვლივით თეთრი.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება