საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იერემია 16
  • ბიბლია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

იერემიას მოკლე შინაარსი

      • იერემია დაუქორწინებელი უნდა დარჩენილიყო, არ უნდა ეგლოვა და სანადიმოდ არ უნდა წასულიყო (1—9).

      • დასჯა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნება (10—21).

იერემია 16:2

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „იერემია“, გვ. 92-93

იერემია 16:4

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 15:2
  • +ფსალმ. 79:2, 3; ეს. 5:25; იერ. 7:33; 9:22; 36:30
  • +ეზკ. 5:12

იერემია 16:5

სქოლიოები

  • *

    ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

მარგინალური მუხლები

  • +ეზკ. 24:16, 17
  • +კნ. 31:17; ეს. 27:11; 63:10

იერემია 16:6

სქოლიოები

  • *

    სავარაუდოდ, განდგომილი ისრაელი წარმართულ სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებს მისდევდა.

იერემია 16:9

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 24:7, 8; იერ. 7:34; გმც. 18:23

იერემია 16:10

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 5:19

იერემია 16:11

მარგინალური მუხლები

  • +მსჯ. 2:12
  • +იერ. 8:1, 2
  • +დნ. 9:11; ამ. 2:4

იერემია 16:12

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 7:26
  • +ნემ. 9:29; იერ. 6:28

იერემია 16:13

მარგინალური მუხლები

  • +2მტ. 7:20; იერ. 15:14; 17:4
  • +კნ. 4:27, 28; 28:36

იერემია 16:14

მარგინალური მუხლები

  • +გმ. 20:2; იერ. 23:7, 8

იერემია 16:15

მარგინალური მუხლები

  • +კნ. 30:1-3; იერ. 3:18; 24:6; 30:3; 32:37; ამ. 9:14

იერემია 16:16

საძიებლები

  • საკვლევი სახელმძღვანელო

    „საგუშაგო კოშკი — სასწავლო გამოცემა“,

    4/2020, გვ. 5

    „საკვლევი ცნობარი“,

    „საგუშაგო კოშკი“,

    3/15, გვ. 9

    „მთელი წერილი“, გვ. 126

  • პუბლიკაციების საძიებელი

    w07 3/15 9

იერემია 16:18

მარგინალური მუხლები

  • +ეს. 40:2
  • +ლვ. 26:30; ფსალმ. 106:38

იერემია 16:19

მარგინალური მუხლები

  • +იერ. 17:17
  • +იერ. 10:5, 14

იერემია 16:20

მარგინალური მუხლები

  • +ფსალმ. 115:4; იერ. 2:11; 1კრ. 8:4

პარალელური თარგმანები

დააწკაპუნეთ მუხლის რიცხვზე, რათა იხილოთ პარალელური თარგმანები.

ზოგადი

იერ. 16:4იერ. 15:2
იერ. 16:4ფსალმ. 79:2, 3; ეს. 5:25; იერ. 7:33; 9:22; 36:30
იერ. 16:4ეზკ. 5:12
იერ. 16:5ეზკ. 24:16, 17
იერ. 16:5კნ. 31:17; ეს. 27:11; 63:10
იერ. 16:9ეს. 24:7, 8; იერ. 7:34; გმც. 18:23
იერ. 16:10იერ. 5:19
იერ. 16:11მსჯ. 2:12
იერ. 16:11იერ. 8:1, 2
იერ. 16:11დნ. 9:11; ამ. 2:4
იერ. 16:12იერ. 7:26
იერ. 16:12ნემ. 9:29; იერ. 6:28
იერ. 16:132მტ. 7:20; იერ. 15:14; 17:4
იერ. 16:13კნ. 4:27, 28; 28:36
იერ. 16:14გმ. 20:2; იერ. 23:7, 8
იერ. 16:15კნ. 30:1-3; იერ. 3:18; 24:6; 30:3; 32:37; ამ. 9:14
იერ. 16:18ეს. 40:2
იერ. 16:18ლვ. 26:30; ფსალმ. 106:38
იერ. 16:19იერ. 17:17
იერ. 16:19იერ. 10:5, 14
იერ. 16:20ფსალმ. 115:4; იერ. 2:11; 1კრ. 8:4
  • ბიბლია
  • წაიკითხეთ ბიბლია
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
ბიბლია
იერემია 16:1-21

იერემია

16 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2 «ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ვაჟებსა და ასულებს ამ ადგილზე, 3 რადგან აი, რას ამბობს იეჰოვა ამ ადგილზე დაბადებულ ვაჟებსა და ასულებზე, მათ მშობელ დედებსა და მამებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში ეყოლათ ისინი: 4 „სასიკვდილო ჭირი შეეყრებათ და გაწყდებიან,+ მაგრამ არ იგლოვებენ მათ და არ დამარხავენ. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე;+ მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო+ და მათ გვამებს ცის ფრინველები და მიწის მხეცები შეჭამენ“.

 5 აი, რას ამბობს იეჰოვა:

„ნუ შეხვალ სახლში, სადაც მგლოვიარეთათვის სუფრაა გაშლილი,

ნუ წახვალ საგლოვად და ნუ თანაუგრძნობ მათ.+

წავართვი ამ ხალხს ჩემი მშვიდობა, — ამბობს იეჰოვა, —

სიკეთეც* და წყალობაც;+

 6 დიდიან-პატარიანად დაიხოცებიან ამ მიწაზე.

არ დაიმარხებიან,

არავინ იგლოვებს მათ,

არავინ დაისერავს სხეულს და არ გადაიპარსავს თავს მათ გამო*.

 7 ჭირისუფალს საჭმელს არავინ მიუტანს,

რომ ანუგეშოს;

არც სასმელს მიაწვდიან სანუგეშებლად მას,

ვისაც დედა ან მამა დაეღუპება.

 8 არ შეხვიდე სახლში, სადაც ნადიმი იქნება გამართული,

არ ჭამო და არ სვა მათთან ერთად“.

9 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აქ, ამ ადგილზე, თქვენს დღეებში, თქვენ თვალწინ, ჩავახშობ მხიარულებისა და სიხარულის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას“.+

10 როცა ამ ყოველივეს გადასცემ მათ, ისინი გეტყვიან, რატომ გვიწინასწარმეტყველებსო იეჰოვა მთელ ამ უბედურებას, რა დავაშავეთ და რა შევცოდეთო იეჰოვას, ჩვენს ღმერთს;+ 11 შენ უთხარი: „იმიტომ რომ ზურგი მაქცია თქვენმა მამა-პაპამ,+ — ამბობს იეჰოვა, — სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და პირქვე ემხობოდნენ მათ წინაშე,+ მე კი ზურგი მაქციეს და არ დაიცვეს ჩემი კანონი.+ 12 თქვენ კი თქვენს მამა-პაპაზე უარესად იქცევით,+ ბოროტი და ჯიუტი გულის ზრახვებს ხართ აყოლილნი და არ მემორჩილებით.+ 13 ამიტომ აღარ შეგიწყალებთ, ამოგძირკვავთ ამ მიწიდან, გადაგასახლებთ თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უცხო მიწაზე+ და დღედაღამ სხვა ღმერთებს შეუსრულებთ მსახურებას“.+

14 აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანაო,+ 15 არამედ იტყვიან, ვფიცავ ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელმაც ისრაელები ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან გამოიყვანა, სადაც გაფანტული ჰყავდაო. მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.+

16 მოვუვლენ უამრავ მეთევზეს, — ამბობს იეჰოვა, —

და ითევზავებენ მათზე;

მერე უამრავ მონადირეს მოვუვლენ

და ინადირებენ მათზე ყველგან, მთებზე, გორებსა

თუ კლდის ნაპრალებში.

17 ყველაფერს ვხედავ, რასაც სჩადიან.

ვერ დამემალებიან,

მათი დანაშაული არ არის დაფარული ჩემს თვალთაგან.

18 სრულად მივუზღავ მათ თავიანთი დანაშაულისა და ცოდვის გამო,+

რადგან წაბილწეს ჩემი მიწა უსიცოცხლო და საზიზღარი კერპებით,

აავსეს ჩემი სამკვიდრო მრავალი სისაძაგლით».+

19 იეჰოვა, ჩემო ძალავ და ჩემო ციხესიმაგრევ,

ჩემო თავშესაფარო გაჭირვების ჟამს,+

შენთან მოვლენ ხალხები დედამიწის კიდეებიდან

და იტყვიან, ჩვენმა მამა-პაპამ კერპთაყვანისმცემლობა გადმოიღო,

ის, რაც ფუჭი და უსარგებლო იყოო.+

20 განა შეუძლია ადამიანს ღმერთების შექმნა?!

რასაც ისინი ქმნიან, ღმერთები არ არიან!+

21 „ამიტომ ვუჩვენებ მათ,

ვუჩვენებ ჩემს ძალასა და ძლევამოსილებას,

და აღიარებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება