11 გაგზავნა საულმა მაცნეები,+ რომ ეთვალთვალათ დავითის სახლისთვის და დილით მოეკლათ იგი,+ მაგრამ უთხრა დავითს მიქალმა, თავისმა ცოლმა: „თუ ამაღამ თავს არ უშველი, დილით მკვდარი იქნები“.
13 მან მიუგო: „კარგი, დაგიდებ შეთანხმებას, ოღონდ ერთი პირობით: ვერ იხილავ ჩემს სახეს,+ თუ საულის ასულს, მიქალს+ არ მომიყვან, როცა ჩემ სანახავად მოხვალ“.
16 დავითის ქალაქში რომ მიიტანეს იეჰოვას კიდობანი, საულის ასულმა მიქალმა+ სარკმლიდან დაინახა დავითი, რომელიც ხტოდა და ცეკვავდა იეჰოვას წინაშე, და გულში+ აბუჩად აიგდო+ იგი.
29 როცა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ დავითის ქალაქთან მიიტანეს, სარკმლიდან მიქალმა,+ საულის ასულმა გადმოიხედა, დაინახა მოხტუნავე და მოზეიმე მეფე დავითი+ და გულში აბუჩად აიგდო+ იგი.