20 მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები+ ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს,+ ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.+
31 «შეუთვალე ყველა გადასახლებულს,+ აი რას ამბობს-თქო იეჰოვა ნეხელამელ შემაიაზე: „რადგან გიწინასწარმეტყველებდათ შემაია, თუმცა მე არ გამომიგზავნია ის, და სიცრუით ცდილობდა თქვენს დაიმედებას,+
9 მომართული მაქვს ხელი წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, რომლებიც ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ.+ აღარ იქნებიან ისინი ჩემი ხალხის სამეგობროში,+ არ აღირიცხებიან ისრაელის სახლში+ და ვერ მივლენ ისრაელის მიწაზე;+ გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა,+
2მაგრამ ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი,+ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.
4საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას+ კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა,+ რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა.+