1 იოანე
4 საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას+ კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა,+ რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა.+
2 აი, როგორ იცნობთ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვებს:+ ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის,+ 3 ხოლო ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის.+ უფრო მეტიც, ეს ანტიქრისტეს შთაგონებული სიტყვაა, სიტყვა, რომლის მოსვლის შესახებაც მოისმინეთ+ და რომელიც უკვე ქვეყნიერებაშია.+
4 თქვენ ღვთისგანა ხართ, შვილებო, და უკვე სძლიეთ ასეთ ადამიანებს,+ რადგან თქვენთან ერთობაში+ მყოფი ქვეყნიერებასთან+ ერთობაში მყოფზე დიდია.+ 5 ისინი ქვეყნიერებისგან არიან,+ ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ.+ 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ.+ ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ;+ ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს.+ ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს.+
7 საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული+ ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი+ და ცოდნას იძენს ღვთის შესახებ.+ 8 ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია.+ 9 ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი,+ რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე+ გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე.+ 10 სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების+ მსხვერპლად+ ჩვენი ცოდვების გამო.+
11 საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს ერთმანეთი.+ 12 ღმერთი არასოდეს არავის უხილავს.+ თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული სრულყოფილია ჩვენში.+ 13 ჩვენ რომ მასთან ვართ ერთობაში+ და ის — ჩვენთან,+ იმით ვიგებთ, რომ მან თავისი სული მოგვცა.+ 14 გარდა ამისა, ჩვენ თვითონ ვიხილეთ+ და ვმოწმობთ,+ რომ მამამ ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა თავისი ძე.+ 15 ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა,+ ღმერთი ერთობაში რჩება მასთან, ის კი — ღმერთთან.+ 16 ჩვენ თვითონ შევიცანით და ვირწმუნეთ სიყვარული,+ რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს.
ღმერთი სიყვარულია+ და ის, ვინც სიყვარულში რჩება,+ ერთობაში რჩება ღმერთთან, ღმერთი+ კი — მასთან. 17 ამგვარად, სიყვარულმა სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში, რათა სასამართლოს დღეს+ შევძლოთ თამამად ლაპარაკი,+ რადგან ჩვენც მისი მსგავსნი ვართ ამ ქვეყნიერებაში.+ 18 სიყვარულში არ არის შიში;+ სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს,+ რადგან შიში შემბოჭველია; მშიშარა ვერ აღწევს სრულყოფილებას სიყვარულში.+ 19 ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა.+
20 თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა,+ რადგან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა,+ რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.+ 21 ასეთი მცნება გვაქვს მისგან:+ ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.+