19 შენმა ბოროტებამ უნდა მიგითითოს დანაშაულზე+ და შენმა ორგულობამ უნდა გამხილოს.+ იცოდე და ნახე, რომ ცუდი და მწარეა+ იეჰოვას, შენი ღვთის, მიტოვება. არა გაქვს ჩემდამი შიში,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა.
19 ო, იეჰოვა, ჩემო ძალავ და ჩემო სიმაგრევ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის დღეს,+ შენთან მოვლენ ხალხები დედამიწის კიდეებიდან+ და იტყვიან: „ჩვენმა მამა-პაპამ მართლაც აშკარა სიცრუე დაიმკვიდრა,+ ამაოება და ის, რაც უსარგებლო იყო“.+
13 ო, იეჰოვა, ისრაელის იმედო,+ შერცხვება ყველა შენი მიმტოვებელი;+ ჩემგან* განდგომილნი+ მიწის მტვერზე დაიწერებიან, რადგან ტოვებენ ცოცხალი წყლის წყაროს, იეჰოვას.+