7 გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი უდაბნოში.+ ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან ეურჩებოდით იეჰოვას ამ ადგილზე მოსვლამდე.+
7 ბოლოს მიგიყვანეთ ბაღნარის მიწაზე, რომ გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი.+ მაგრამ თქვენ მიხვედით იქ, წაბილწეთ ჩემი მიწა და სისაძაგლედ+ აქციეთ ჩემი მემკვიდრეობა.
25 სირცხვილში+ ვწვებით, დამცირება გვფარავს,+ რადგან იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვცოდავთ+ ახალგაზრდობიდან დღემდე ჩვენ და ჩვენი მამები,+ და არ ვემორჩილებით იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას“.+
8 გვერდით ჩაგიარე და დაგინახე, აი, ალერსის დრო დაგდგომოდა;+ კალთა გადაგაფარე,+ სიშიშვლე დაგიფარე, შემოგფიცე და შეთანხმება დაგიდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — და შენ ჩემი გახდი.+
28 მივიყვანე ისინი მიწაზე,+ რომლის მიცემაც აღმართული ხელით შევფიცე,+ და დაინახეს თუ არა მაღალი გორა+ და დატოტვილი ხე, დაიწყეს იქ მსხვერპლშეწირვა+ და შეურაცხმყოფელი შესაწირავის მიტანა, დამამშვიდებელი სურნელების აღვლენა+ და დასაღვრელი შესაწირავების დაღვრა.+