11 იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს,+ რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან,+ ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+
3 „მე თვითონ მოვუყრი თავს ჩემს დარჩენილ ცხვარს ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტე ისინი.+ დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე,+ ინაყოფიერებენ და გამრავლდებიან.+
37 აი, მე შევკრებ მათ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტავ ჩემი რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით;+ დავაბრუნებ მათ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ.+
14 შევკრებ ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან დატყვევებულებს;+ ისინი ააშენებენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ,+ გააშენებენ ვენახებს და მათ ღვინოს დალევენ, გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.+