7 მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა,+ ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები.+ დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას,+ ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია.+
8 ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგაც ვლაპარაკობდი,+ მობრუნდება თავისი ბოროტებისგან, მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ დავატეხ იმ უბედურებას, რის დატეხვასაც ვუპირებდი.+
11 უთხარი მათ: „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ბოროტის სიკვდილი კი არ მახარებს,+ არამედ ის, რომ მობრუნდეს ბოროტი+ თავისი გზიდან და იცოცხლოს.+ მობრუნდით, მობრუნდით, თქვენი ბოროტი გზებიდან!+ რატომ უნდა დაიღუპო, ისრაელის სახლო?!“+
9 იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+