2 „თუ ვინმე* შესცოდავს, ორგულად მოექცევა იეჰოვას+ და მოატყუებს+ მოძმეს იმაში, რაც მიაბარეს, რაც შესანახად მისცეს,+ რაც მოიპარა, ან მოძმეს რამეს გამოსტყუებს,+
23 შენი მთავრები ჯიუტები და ქურდების+ თანამონაწილენი არიან; ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია+ და ძღვენს არის დახარბებული.+ უმამო ბავშვს სამართალს არ უჩენენ და ქვრივის სასამართლო საქმეს არ განიხილავენ.+
26 ჩემს ხალხს შორის ბოროტი ხალხია.+ ისინი ყურადღებით იცქირებიან, როგორც ჩიტების დასაჭერად ჩასაფრებული მონადირეები.+ დამღუპველ მახეს აგებენ; ადამიანებს იჭერენ.
9 განა უნდა ქურდობდეთ,+ კლავდეთ,+ მრუშობდეთ,+ ცრუდ იფიცებდეთ,+ ბაალს უბოლებდეთ შესაწირავს+ და მიჰყვებოდეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც აქამდე არ იცნობდით,+
12 დავითის სახლო,+ აი რას ამბობს იეჰოვა: „სამართლიანი განაჩენი+ გამოიტანეთ ყოველ დილით+ და გამომძალველის ხელიდან დაიხსენით გაძარცული,+ რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა+ და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს“.+