20 ადგნენ დილაადრიან და თეკოას+ უდაბნოსკენ+ გაემართნენ. გასვლისას ადგა იეჰოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო!+ იეჰოვას, თქვენი ღვთის რწმენა გქონდეთ,+ რათა დღეგრძელნი იყოთ, მის წინასწარმეტყველთა რწმენა გქონდეთ,+ რათა ხელი მოგემართოთ!“
20 „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“, — უთხრა იესომ.+
23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, ის მოხდება, აუსრულდება ნათქვამი.+