საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ესაია 53:1-12
    ბიბლია
    • 53 ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა+ იეჰოვას მკლავი?+ 2 ყლორტივით+ ამოვა ის ხალხის წინაშე, ფესვივით — უწყლო მიწიდან. არც წარმოსადეგია, არც დიადი;+ როცა ვნახავთ, მისი გარეგნობა არ მიგვიზიდავს.+

      3 მოძულებული იყო+ ის და თავს არიდებდნენ; მას უნდა განეცადა ტკივილი და მისთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო ავადმყოფობა.+ მისი სახე თითქოს დაფარული იყო ჩვენგან.+ მოძულებული იყო, არაფრად ვაგდებდით მას.+ 4 თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები,+ იტვირთა ჩვენი ტკივილები.+ ჩვენ კი გაუბედურებულად,+ ღვთისგან ჭრილობამიყენებულად+ და დაჩაგრულად+ ვთვლიდით მას. 5 ჩვენი ცოდვებისთვის+ განიგმირა,+ ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა.+ დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა,+ და მისმა ჭრილობებმა+ განგვკურნა.+ 6 ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით,+ თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვუბრუნდებოდით, იეჰოვამ კი მას ყველა ჩვენგანის დანაშაული ატარებინა.+ 7 შევიწროებული იყო,+ თავი დააჩაგვრინა+ და ხმა არ დაუძრავს. ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად;+ როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს სიტყვა.+

      8 შეზღუდვისა და გასამართლების გამო იქნა წაყვანილი.+ ვინ დაინტერესდება მისი წარმოშობის* ამბით?+ მოიკვეთა+ ცოცხალთა ქვეყნიდან.+ ჩემი ხალხის დანაშაულის+ გამო მიიღო დარტყმა.+ 9 როცა მოკვდება, ის ბოროტებთან+ და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს,+ თუმცა ძალადობა არ ჩაუდენია+ და მზაკვრობა არ ყოფილა მის ბაგეზე.+

      10 იეჰოვამ მოიწონა მისი შემუსვრა.+ მან დაასნეულა იგი.+ თუ მის სულს დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად გაიღებ,+ ღმერთო, ის დაინახავს თავის შთამომავალს,+ გაიხანგრძლივებს დღეებს+ და მის ხელში წარმატებას მიაღწევს ყველაფერი,+ რაც იეჰოვას ახარებს.+ 11 თავისი სულის გასაჭირის გამო დაკმაყოფილდება+ იმით, რასაც დაინახავს.+ მართალი, ჩემი მსახური,+ თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს+ და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.+ 12 ამიტომ წილს მივცემ მას მრავალთა შორის,+ ნადავლს გაინაწილებს ძლიერთა შორის,+ რადგან სიკვდილს გადასცა თავისი სული+ და შემცოდველებში ჩაითვალა.+ მან მრავალთა ცოდვა ატარა+ და შემცოდველებს უშუამდგომლა.+

  • დანიელი 9:26
    ბიბლია
    • 26 სამოცდაორი კვირის შემდეგ მესია მოიკვეთება+ და მას არაფერი დარჩება.+

      ქალაქსა და წმინდა ადგილს+ მომავალი წინამძღოლის ხალხი გაანადგურებს.+ მას წარღვნა მოუღებს ბოლოს. დასასრულამდე ომი იქნება. გადაწყვეტილია გაპარტახება.+

  • საქმეები 4:28
    ბიბლია
    • 28 იმის გასაკეთებლად, რისი მოხდენაც შენი ხელითა და შენი ნებით იქნა წინასწარ განსაზღვრული.+

  • 1 პეტრე 1:11
    ბიბლია
    • 11 ისინი იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე+ მიუთითებდა მათში მყოფი სული+ ქრისტეს შესახებ,+ როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა+ და შემდგომ დიდებათა+ შესახებ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება