საქმეები
1 თეოფილე,+ პირველად იმის შესახებ მოგწერე, რასაც იესო აკეთებდა და ასწავლიდა+ 2 იმ დღემდე, სანამ ცაში იქნებოდა აყვანილი+ და მას შემდეგ, რაც თავის ამორჩეულ მოციქულებს წმინდა სულის მეშვეობით მისცა მითითება.+ 3 მათ ტანჯვის შემდეგაც არაერთხელ ეჩვენა ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებით.+ ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა.+ 4 ერთხელაც, როცა მათ შეხვდა, მითითებები მისცა: „არ გახვიდეთ იერუსალიმიდან+ და ელოდეთ მამის დაპირებულს,+ რაც ჩემგან მოისმინეთ. 5 იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი მალე წმინდა სულით+ მოინათლებით“.
6 სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, ჰკითხეს მას: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო+ ისრაელს?“ 7 მან მიუგო: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები და ვადები,+ რომლებიც მამის ძალაუფლებაშია,+ 8 მაგრამ როცა თქვენზე წმინდა სული* გადმოვა, ძალას მიიღებთ+ და იქნებით ჩემი მოწმეები+ იერუსალიმში,+ მთელ იუდეასა და სამარიაში+ და დედამიწის კიდით კიდემდე“.+ 9 ამის თქმის შემდეგ ის მათ თვალწინ ამაღლდა+ და ღრუბელმა დაფარა მათ თვალთაგან.+ 10 როცა ისინი ცაში ამავალ იესოს უყურებდნენ,+ მათ გვერდით დადგა თეთრებში+ შემოსილი ორი კაცი, 11 რომლებმაც უთხრეს: „გალილეელებო, რატომ დგახართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ მოვა,+ როგორც ცაში ამავალი იხილეთ“.
12 შემდეგ ისინი ზეთისხილის მთიდან იერუსალიმში დაბრუნდნენ.+ ზეთისხილის მთა იერუსალიმის მახლობლად შაბათი დღის სავალ მანძილზე* მდებარეობს.+ 13 პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, ალფეს ვაჟი იაკობი, სიმონი, რომელსაც მოშურნეს ეძახიან, და იაკობის ვაჟი იუდა+ ქალაქში შევიდნენ, ზემოთა ოთახში+ ავიდნენ და იქ დარჩნენ. 14 ყველა ერთსულოვნად ლოცულობდა გამუდმებით,+ მათ შორის რამდენიმე ქალი,+ იესოს ძმები და დედამისი მარიამი.+
15 იმ დროს წამოდგა პეტრე ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა: 16 «ძმებო! უნდა შესრულებულიყო დაწერილი,+ რომელიც დავითის პირით წმინდა სულმა+ წინასწარ წარმოთქვა იუდას შესახებ,+ რომელმაც მეგზურობა გაუწია იესოს შემპყრობლებს,+ 17 რადგან ის ერთ-ერთი ჩვენგანი იყო+ და ჩვენთან ერთად ამ მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა.+ 18 (ამ კაცმა უმართლობის+ საზღაურით შეიძინა+ მინდორი. ბოლოს მიწაზე თავით დაენარცხა,+ შუაზე გასკდა და ნაწლავები გადმოსცვივდა. 19 ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრმა შეიტყო. იმ მინდორს მათ ენაზე აკელდამა ანუ სისხლის მინდორი ეწოდა). 20 ფსალმუნების წიგნში წერია: „გაპარტახდეს მისი საცხოვრებელი და ნუ იქნება იქ მკვიდრი“+ და „მის ნაცვლად სხვამ შეასრულოს ზედამხედველის მოვალეობა“.+ 21 მაშასადამე, საჭიროა, რომ მათგან — ვინც ჩვენთან ერთად იკრიბებოდა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო,+ 22 იოანეს მიერ მისი მონათვლიდან+ მისი ამაღლების დღემდე+ — ერთ-ერთი ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე გახდეს».+
23 დაასახელეს ორი: ბარსაბად წოდებული იოსები, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია, 24 და ილოცეს: „იეჰოვა, გულთამხილავო,+ შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე, 25 რომ მიიღოს ეს მსახურება და მოციქულობა,+ რომელსაც იუდა განუდგა, რათა თავის ადგილზე წასულიყო“. 26 წილი ჰყარეს,+ რომელიც ერგო მატთიას. თერთმეტ+ მოციქულს ეს ერთიც შეემატა.