24 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები+ და მოახდენენ დიდ ნიშნებსა+ და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ,+ თუ შეძლებენ.
2მაგრამ ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი,+ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.
18 შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია+ და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის,+ უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე;+ აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია.
2 „ვიცი შენი საქმეები,+ შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს; გამოცდილი გყავს+ ისინი, ვინც ამბობს, მოციქულები+ ვართო, სინამდვილეში კი არ არიან; დანახული გაქვს, რომ მატყუარები არიან.