მათე
24 როცა იესო ტაძრიდან გამოდიოდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან, რომ ტაძრის შენობები ეჩვენებინათ.+ 2 მაშინ უთხრა მათ: „ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.+
3 როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები სხვებისგან განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა*+ და ქვეყნიერების* აღსასრულის ნიშანი?“+
4 იესომ მიუგო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ.+ 5 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში.+ 6 მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+
7 ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება+ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება საკვების უკმარისობა+ და მიწისძვრები+ ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. 8 ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 მაშინ გადაგცემენ სატანჯველად+ და დაგხოცავენ+ და შეგიძულებთ+ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.+ 10 მაშინ ბევრი დაბრკოლდება,+ ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ.+ 11 გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი+ და მრავალს შეიყვანს შეცდომაში.+ 12 უკანონობის+ გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება.+ 13 ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+ 14 და ამ სასიხარულო ცნობას+ სამეფოს შესახებ+ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად+ და მაშინ მოვა აღსასრული.+
15 ამიტომ, როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე+ წმინდა ადგილზე დგას+ (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), 16 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ+ 17 და ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად. 18 ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 19 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 20 ილოცეთ, რომ ზამთარში ან შაბათს არ მოგიწიოთ გაქცევა, 21 რადგან მაშინ იქნება დიდი გასაჭირი,+ როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე+ და აღარც იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის+ შემოკლდება ის დღეები.+
23 მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე+ ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 24 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები+ და მოახდენენ დიდ ნიშნებსა+ და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ,+ თუ შეძლებენ. 25 ეს გასაფრთხილებლად გითხარით.+ 26 ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით: „აი ის უდაბნოშია“, ნუ გახვალთ; „აი ის შიგნითა ოთახებშია“, არ დაიჯეროთ.+ 27 როგორც ელვა+ გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 28 სადაც ლეშია, იქ არწივები+ მოგროვდებიან.+
29 მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება+ და მთვარე+ აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა.+ 30 მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის+ ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას;+ იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს.+ 31 ის გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით+ და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს+ ქარის ოთხივე მიმართულებიდან,+ ცის კიდით კიდემდე.
32 ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.+ 33 თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი.+ 34 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა+ არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. 35 ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+
36 იმ დღესა და საათზე+ კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ.+ 37 როგორც ნოეს+ დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება.+ 38 როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე+ კიდობანში+ შევიდოდა 39 და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა,+ ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 40 მაშინ ორი კაცი იქნება მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ. 41 ორი ქალი დაფქვავს ხელსაფქვავით:+ ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ.+ 42 ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.+
43 ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი,+ იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით,+ რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.
45 ვინ არის ერთგული და გონიერი მონა,+ რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?+ 46 ბედნიერია+ ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! 47 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.+
48 მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის:+ „აყოვნებს ჩემი ბატონი“+ 49 და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, 50 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს,+ რომელზეც არ იცის, 51 სასტიკად დასჯის მას+ და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა».+