მკითხველთა წერილები
ფრჩხილების მოვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 52 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ორ მოკლე პერიოდს, ფრჩხილებს ვიკვნეტდი. მას შემდეგ, რაც წავიკითხე 1998 წლის 22 მაისის [ქართ. 8 ივნისი] ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ სტატია „უვლი ფრჩილებს?“, შევწყვიტე ამის კეთება. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა ღმერთს, მათს შემოქმედს, სურს, რომ, როგორც ყველაფერს, მათაც მოვუაროთ. გმადლობთ თქვენი სიყვარულით აღსავსე შეხსენებისთვის.
დ. ჰ. (ინგლისი).
რადგანაც სახლს, ბოსტანს და ავადმყოფ დედამთილს ვუვლი, ძალიან ცოტა დრო მრჩება ხელების მოსავლელად. რამდენიმე ხანია, რაც ფრჩხილები მტყდება და მეყოფა. ასე რომ, ეს სტატია ძალიან დროული იყო.
უ. ბ. (გერმანია).
ფრჩხილებს ბავშვობიდან ვიკვნეტდი, შემდეგ კი მრცხვენოდა მათი ულამაზობის გამო. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მეტად დავაფასე ის, რომ ფრჩხილი ადამიანის სხეულის მშვენიერი ნაწილია. მან აღმძრა, დამევიწყებინა ეს ჩვევა.
კ. ი. (იაპონია).
მაგალითი. როდესაც წავიკითხე 1998 წლის 22 მაისის [ქართ. 8 ივნისი] ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ სტატია „ვის უნდა მივბაძო?“, დავფიქრდი იმაზე, რამდენად მეხმარება ცხოვრებაში ასეთი სტატიები. ოჯახის დანგრევის შემდეგ ვცდილობდი, ჩემს თანატოლ მეგობრებთან ვყოფილიყავი. მოგვიანებით სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმათზე, რომლებიც დადებით გავლენას ახდენდნენ ჩემს ცხოვრებაზე — უფროს ქრისტიან დებზე. ახლა ისეთი ურთიერთობების დამყარებას ვცდილობ, როგორიც პავლესა და ტიმოთეს, რუთსა და ნაყომის ჰქონდათ. ჩემი საუკეთესო მეგობარი და დაახლოებით 50 წლისაა; მან სიხარული, სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე და დიდსულოვნება მასწავლა. ჩვენ ერთად ვართ — ერთ ოთახში ვცხოვრობთ და სრული დროით მსახურებაც ერთად დავიწყეთ. მადლობთ თქვენი სასარგებლო რჩევებისა და მითითებებისთვის.
კ. ფ. (აშშ).
2000 წელი. 1998 წლის 8 მაისის ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ რუბრიკიდან „ბიბლიის თვალსაზრისი“ სტატია „რამდენად მნიშვნელოვანი იქნება 2000 წელი?“ დროული იყო. მე ვაფასებ თქვენს პირდაპირობას, რომ მხარს არ უჭერთ ვარაუდებს. თქვენი გულწრფელობა კარგად ხსნის იეჰოვას დღის გამოთვლასთან დაკავშირებით წარსულში წარმოთქმულ ვარაუდებს.
ს. უ. (აშშ).
გარეგნობას ხომ არ უყურებ? გარეგნობამ კაცი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს, როგორც მოლა ნასრედინის შესახებ ლეგენდაშია მოთხრობილი (1998 წლის 8 მაისი). გმადლობთ შეხსენებისთვის რომ არავინ უნდა შევაფასოთ გარეგნობით და რომ იეჰოვა ჩვენს გულებს უყურებს და არა გარეგნობას.
ა. ო. ფ. ა. (ბრაზილია).
სიყვარული არასოდეს მთავრდება. მთელი გულით გიხდით მადლობას მშვენიერი პატარა სტატიისთვის «„სიყვარული არასოდეს მთავრდება“ — ასეა შენს შემთხვევაშიც?» (1998 წლის 8 მაისი). ჭეშმარიტი სიყვარულის სხვადასხვა მხარეებთან დაკავშირებული აზრები ღრმად შეეხო ჩემს გულს და გამამხნევა; განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის მაშინ მოვიდა, როცა ნამდვილად მჭირდებოდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიყვარული არასდროს მთავრდება.
ს. გ. (საფრანგეთი).