საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 6/8 გვ. 30
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 2000
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • სავალდებულოა ქრისტიანებისთვის ცელიბატის დაცვა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • დუნაი — ლაპარაკი რომ შეეძლოს. . .
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მოეთხოვებათ ქრისტიანებს ცელიბატი?
    გამოიღვიძეთ! — 1998
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2000
g 6/8 გვ. 30

მკითხველთა წერილები

დიაბეტი.  როგორც ასპირანტს, დამევალა სემინარის ჩატარება შაქრიან დიაბეტზე. ძალზე დამხმარე აღმოჩნდა უბრალო და ადვილად გასაგები ახსნა, რომელიც მოცემული იყო სტატიაში „თქვენს გოგონას დიაბეტი აქვს“ (8 ოქტომბერი, 1999). სონია ჰერდის ისტორიამ ნათელი გახადა ჩემთვის, თუ რამდენად საჭიროა ავადმყოფისთვის, ხელთ ჰქონდეს თავისი დაავადების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.

ტ. კ. (ბრაზილია).

დუნაი.  მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ შესანიშნავი სტატიისთვის „დუნაი — ლაპარაკი რომ შეეძლოს. . .“ (8 ნოემბერი, 1999). პატარაობისას დუნაის სათავის მახლობლად ვცხოვრობდი და იმ დროიდანვე შევიყვარე ის. როგორც ჰიდროლოგს, მდინარეების გამოკვლევის შესაძლებლობა მომეცა და მიმაჩნია, რომ ღვთის შემოქმედების განსაკუთრებულად საოცარ ნაყოფთან მაქვს საქმე.

დ. ო. (ხორვატია).

თქვენ თქვით, რომ 1365 წელს დაარსებული ვენის უნივერსიტეტი გერმანულენოვანი ქვეყნების უძველესი უნივერსიტეტია. თუ გულისხმობთ იმ ქვეყნებს, სადაც ამჟამად გერმანულად ლაპარაკობენ — გერმანიას, ავსტრიასა და შვეიცარიის ნაწილს — ეს განაცხადი სწორია. მაგრამ უძველესი გერმანულენოვანი უნივერსიტეტი დაარსდა 1348 წელს პრაღაში, დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში. იმ დროს ის ავსტრიას ეკუთვნოდა.

მ. ე. (გერმანია).

სინამდვილეში, პრაღა იყო ბოჰემიის დედაქალაქი. თუმცა იქ, როგორც გერმანულად, ისე ჩეხურადაც ლაპარაკობდნენ, უნივერსიტეტის ოფიციალური ენა იყო ლათინური (რედ.).

მორიდებულობა.  დიდი მადლობა სტატიისთვის „რატომ არ შემიძლია უფრო თავისუფლად ურთიერთობა?“, რომელიც მოცემული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 ნოემბერი, 1999). ეს იყო დროული „საზრდო“. მთელი სიცოცხლე მორიდებულობისგან ვიტანჯები. ვარ 17 წლის და ვგრძნობ, ახალი ადამიანების გაცნობა და ქრისტიანულ შეხვედრებზე მათთან ურთიერთობა როგორ მიჭირს. ამის გამო მრავალ ადამიანთან, მათ შორის და-ძმებთან ურთიერთობით მიღებულ ბევრ სიხარულს მოვაკლდი. თქვენი სტატია დამეხმარა იმის გაგებაში, რომ მორიდებულობა არა მხოლოდ მე მახასიათებს და ის ისეთი რამ არის, რისი დაძლევაც შემიძლია.

ბ. ჰ. (შეერთებული შტატები).

ურთიერთობა.  სტატია „როგორ დავძლიო სიმორცხვე სხვებთან ურთიერთობისას?“, რომელიც მოცემული იყო რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ (8 დეკემბერი, 1999) ჩემს გულს შეეხო. ვარ 16 წლის და მიჭირს სხვებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ შეხვედრებზე. გმადლობთ, რომ ფიქრობთ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ჩემსავით აწუხებთ ეს პრობლემა. ვეცდები გამოვიყენო ის კარგი რჩევა, რომელიც ამ სტატიის მეშვეობით მოგვეცით.

ი. ა. (საფრანგეთი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება