საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g18 № 2 გვ. 11
  • 8. პირადი მაგალითი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 8. პირადი მაგალითი
  • გამოიღვიძეთ! — 2018
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ
  • ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ
  • ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ
  • შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ შვილების აღზრდაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • როგორ შეუძლიათ მშობლებს ასწავლონ შვილებს? — რომელი მეთოდებია საუკეთესო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2018
g18 № 2 გვ. 11
გოგონა მამის ნაკვალევს მიჰყვება

როგორია თქვენ მიერ გაკვალული გზა ანუ რა მაგალითს აძლევთ შვილს?

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

8. პირადი მაგალითი

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

მშობლები კარგ მაგალითს აძლევენ შვილებს, თუ თავადაც ისე იქცევიან, როგორც სურთ, რომ შვილები მოიქცნენ. არ უნდა მოელოდეთ, რომ შვილი ყოველთვის სიმართლეს იტყვის, თუ თქვენგან საპირისპირო ესმის; მაგალითად, თქვენ სანახავად ვიღაც მოვიდა, მაგრამ არ გსურთ მისი ნახვა და ამ დროს მეუღლეს ეუბნებით: „უთხარი, რომ სახლში არა ვარ“.

«მშობლები ხშირად ეუბნებიან შვილებს: „მე რას მიყურებ, ის გააკეთე, რაც სწორია“. მაგრამ ასეთი მიდგომა შვილებთან არ ჭრის. ისინი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავენ და პირდაპირ მიგვითითებენ, თუ ისე არ ვიქცევით, როგორც მათ ვასწავლით» (დეივიდი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „როგორღა ასწავლი სხვებს, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გისწავლებია?! ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ?!“ (რომაელები 2:21).

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

შვილებზე, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი, ვერავინ, თვით თანატოლებიც კი ვერ ახდენენ ისეთ გავლენას, როგორსაც მშობლები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენზე უკეთ ვერავინ შეძლებს, შვილები სწორ გზაზე დააყენოს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად იცხოვრებთ იმის თანახმად, რასაც მათ ასწავლით.

„შეიძლება ათასჯერ გავუმეოროთ ბავშვს ერთი და იგივე და მაინც ეჭვი შეგვეპაროს, საერთოდ მოგვისმინა კი. მაგრამ საკმარისია, ჩვენ ერთხელ შეგვეშალოს, რომ მაშინვე მიგვითითებენ. ბავშვებს ვერაფერს გამოაპარებ მაშინაც კი, როცა გგონია, რომ არაფერს ამჩნევენ“ (ნიკოლი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ღვთიური სიბრძნე . . . უთვალთმაქცოა“ (იაკობი 3:17).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

შეამოწმეთ საკუთარი თავი, რა ნორმებით ცხოვრობთ. რა გადაცემებს უყურებთ? როგორ ექცევით მეუღლეს და შვილებს? როგორი მეგობრები გყავთ? ხართ ყურადღებიანი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხართ ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ, რომ თქვენი შვილი გახდეს?

„მე და ჩემი ქმარი შვილებისგან არასდროს მოვითხოვთ ისეთ რამეს, რასაც თავად ვერ ვაკეთებთ“ (კრისტინი).

მოიბოდიშეთ, როცა შეცდომას უშვებთ. შვილებმა ისედაც იციან, რომ უშეცდომო არა ხართ, მაგრამ, როცა რაღაც გეშლებათ და ბოდიშს უხდით მეუღლესა თუ შვილებს, ამით შვილებს ასწავლით, რაოდენ მნიშვნელოვანია, გულწრფელები და თავმდაბლები იყვნენ.

„კარგია, როცა შვილები ხედავენ, რომ ვაღიარებთ შეცდომებს და ბოდიშსაც ვიხდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც დამალავენ საკუთარ შეცდომებს“ (რობინი).

„შვილებზე ვერავინ ახდენს ისეთ გავლენას, როგორსაც ჩვენ, მშობლები. ისინი ყოველთვის გვაკვირდებიან, რას და როგორ ვაკეთებთ, ამიტომ პირად მაგალითს ყველაზე დიდი ძალა აქვს. შვილები ჩვენგან 24 საათის განმავლობაში სწავლობენ“ (ვენდელი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება