საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 11
  • პირველი ცისარტყელა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პირველი ცისარტყელა
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • ცისარტყელა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • წარღვნა მსოფლიოს ანადგურებს — მოხდება კიდევ მსგავსი რამ?
    ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • ნოეს დროს მომხდარი წარღვნა მითია თუ რეალობა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 11
პირველი ცისარტყელა, ნოეს კიდობანი მთაზე გაჩერდა

მოთხრობა 11

პირველი ცისარტყელა

იცი, რა გააკეთა ნოემ, როცა ოჯახთან ერთად კიდობნიდან გამოვიდა? მან შესაწირავი ანუ ძღვენი მიუტანა ღმერთს. ამის ნახვა ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლია. მან მადლიერების ნიშნად ცხოველები შესწირა, რადგან ღმერთმა მისი ოჯახი წარღვნის დროს გადაარჩინა.

როგორ ფიქრობ, მოეწონა იეჰოვას ეს ძღვენი? რა თქმა უნდა. ის დაჰპირდა ნოეს, რომ წარღვნით აღარასოდეს გაანადგურებდა ქვეყნიერებას.

ნოე და მისი ოჯახი ღმერთს სამადლობელ შესაწირავს სწირავს

მალე მიწა გაშრა და ნოემ ოჯახთან ერთად კიდობნის გარეთ დაიწყო ცხოვრება. ღმერთმა აკურთხა ისინი და უთხრა: ‘იყოლიეთ შვილები, გამრავლდით და მთელი დედამიწის ზურგზე დასახლდით’.

იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით გაიგებდნენ წარღვნის შესახებ, შეიძლება შეშინებოდათ, რომ მსგავსი რამ განმეორდებოდა. ამიტომ ღმერთმა ადამიანებს ნიშანი მისცა, რითაც შეახსენებდა მათ, რომ დედამიწას აღარასოდეს გაანადგურებდა წარღვნით. იცი, რა იყო ეს ნიშანი? ცისარტყელა.

ცაზე ცისარტყელა მაშინ ჩნდება, როცა წვიმის შემდეგ მზე გამოანათებს ხოლმე. ცისარტყელას ლამაზი ფერები აქვს. გინახავს ის? ხედავ ცისარტყელას ამ სურათზე?

ღმერთმა თქვა: ‘გპირდებით, რომ ადამიანებსა და ცხოველებს აღარასოდეს გავანადგურებ წარღვნით. გამოვაჩენ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ ჩემს დაპირებას’.

რა გაგახსენდება ამის შემდეგ ცისარტყელას დანახვაზე? მართალი ხარ, გაგახსენდება ღვთის დაპირება, რომ აღარასოდეს გაანადგურებს ქვეყნიერებას წარღვნით.

დაბადება 8:18—22; 9:9—17.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება