რატომ კვდება ადამიანი?
8 იეჰოვა ღმერთს სურდა, რომ ადამიანს დედამიწა გაელამაზებინა — სამოთხედ ექცია, ყველას ბედნიერებისთვის (დაბადება 1:28).
თუ ადამი და ევა დაემორჩილებოდნენ იეჰოვას, ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ. ისინი გაფრთხილებული იყვნენ, რომ არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან (დაბადება 2:15–17).
9 ერთ-ერთი ანგელოზი გაბოროტდა და გამოიყენა გველი, რომ ადამი და ევა ღმერთის დაუმორჩილებლობისკენ აღეძრა (დაბადება 3:1–6).
10 ანგელოზს, რომელმაც მოატყუა ევა, ეწოდა ‘ძველი გველი, ეშმაკი და სატანა’ (გამოცხადება 12:9).
11 იეჰოვამ ურჩი წყვილი სამოთხიდან განდევნა (დაბადება 3:23, 24).
12 ადამსა და ევას ჰყავდათ შვილები, მაგრამ მთლიანობაში ოჯახი არ იყო ბედნიერი (დაბადება 3:17, 18).
13 იეჰოვას სიტყვების თანახმად, ისინი უნდა დაბერებულიყვნენ და მომკვდარიყვნენ (დაბადება 3:19; რომაელთა 5:12).
14 ასე რომ, ისინი ცხოველების მსგავსად, მოკვდნენ.
დედამიწაზე არსებული ყველა სული კვდება (ეკლესიასტე 3:18–20; ეზეკიელი 18:4).